1001 რატომ? (Part 7)

ფიზიკა დიასახლისებს

  1. კალის დნობის ტემპერატურა გაცილებით დაბალია, ვიდრე მზესუმზირას ზეთისა. რატომ შეიძლება მოვხრაკოთ მზესუმზირას ზეთში ხახვი, შევწვათ კარტოფილი, კვერცხი და ა.შ. მოკალულ ტაფაზე?
  2. გავარვარებულ ქურაზე დაცემული წყლის წვეთი ხტუნვას იწყებს. რატომ?
  3. თეთრეული სხვენში უფრო სწრაფად შრება, ვიდრე თბილ ოთახში. რატომ?
  4. როცა წამიერად ვეხებით ცხელ უთოს სველი თითით, დამწვრობას არ ვღებულობთ. რატომ?
  5. მაკრატელსა და ფანქარს ერთნაირი ტემპერატურა აქვს, რატომ გვეჩვენება ხელით შეხებისას მაკრატელი უფრო ცივი?
  6. მინის ჭურჭელს, რომელსაც იყენებენ მაღალ ტემპერატურაზე გასაცხელებლად, ამზადებენ თხელი მინისგან. რატომ?
  7. რატომ არ შეიძლება დიდი ხნით საყინულეში ლიმონათიანი ან წყლიანი ბოთლის მოთავსება?
  8. რატომაა, რომ ცხელი ჩაი, ყავა, რძე და ნებისმიერი წვნიანი შებერვით მალე ცივდება?
  9. რით აიხსნება ბრილიანტის შეუდარებელი ბზინვა?
  10. საპნის გაჭრა მაგარი ძაფით უფრო ადვილია, ვიდრე დანით. რატომ?
  1. Read more of this post
Advertisements

1001 რატომ (Part 6)

,,ფიზიკა დიასახლისებს

  1. გამოცდილი დიასახლისი ჭიქაში მდუღარე წყლის ჩასხმამდე, მასში კოვზს ჩადებს. რატომ?
  2. რომელი საცვალი უკეთ ათბობს ზამთარში: ტილოსი, ტრიკოტაჟის, ბამბის თუ შალის?
  3. სიცხეში რძე რომ არ აიჭრას, რძიან ჭურჭელს დგამენ წყალში და აფარებენ ხელსახოცს, რომლის ნაპირიც ჩაშვებულია წყალში. რაზეა დამოკიდებული რძის შენახვის ეს ხერხი?
  4. რატომ ,,ხმაურობს” ჩაიდანი წყლის ადუღების წინ?
  5. რა მიზნით უკეთებენ ჩაიდნის თავსახურს ნახვრეტს?
  6. მდუღარე წყალში შეიძლება მშვიდად ჩავასხათ მცენარეული ზეთი, მაგრამ თუ მდუღარე ზეთში ჩავაწვეთებთ წყალს, იგი გაშხეფთება. რატომ?
  7. რატომ ჭრიან თხელ ნაჭრებად ვაშლს, მსხალს, კომშსა და სხვადასხვა ბოსტნეულს, რომელთა გახმობაც სურთ?
  8. შეიძლება თუ არა თერმოსში გაყინული პროდუქტების შენახვა? ანუ მისი გამოყენება ,,მაცივრად”?
  9. ყინვიან დღეს ღია სარკმელში სქელი ნისლი შემოდის როცა ოთახში თბილა. რატომ?
  10. თუ წაბლს მოვათავსებთ ცხელ ნაკვერჩხალზე, იგი დასკდება ძლიერი ტკაცანით. რატომ?

  1. ლითონის კოვზი კარგი თბოგამტარია, იგი სითბიოს შთანთქავს მდუღარე წყლისაგან, ამით დიასახლისი მინის ჭიქის მოსალოდნელ გახეთქვას იცილებს თავიდან.
  2. ტრიკოტაჟის და შალის. მათი ბოჭკოები მეტი რაოდენობით შეიცავს ჰაერს, რომელიც ცუდი თბოგამტარია.
  3. ხელსახოციდან წყლის განუწყვეტელი აორთქლება იწვევს რძის გაცივებას.
  4. ჭურჭლის ფსკერზე წარმოქმნილი ბუშტულა, რომელშიც წყლის ორთქლია, ადის მაღლა, წყლის ცივ ფენაში მოხვედრისას მოცულობაში მცირდება. მასში მოთავსებული ორთქლი კონდენსირდება და ბუშტულა სკდება. ბუშტულების მასიური გასკდომა იწვევს ხმაურს.
  5. ორთქლის გამოსასვლელად. თუ ჩაიდნის თავსახურს ნახვრეტი არ ექნება, წყალი შეიძლება ჩაიდნის ცხვირიდან გადმოიღვაროს.
  6. ზეთის ტემპერატურა წყლის დუღილის ტემპერატურაზე მაღალია. როდესაც წყალი მოხვდება მდუღარე ზეთში სწრაფად ორთქლდება და ზეთს აშხეფებს.
  7. თხელ ნაჭრებად დაჭრის შემთხვევაში, აორთქლების ზედაპირი იზრდება და ამით გახმობის პროცესი ჩქარდება.
  8. შეიძლება! (ბევრს ჰქონია, რომ თერმოსს მხოლოდ ცხლად შენახვა შეუძლია, მაგრამ ეს ასე არ არის )
  9. გარეთა ცივი ჰაერი ოთახის თბილ ჰაერს იმდენად აცივებს, რომ მასში მყოფი ორთქლი კონდენსირდება და წარმოიქმნება ნისლი – ჰაერში წყლის წვრილი წვეთების დიდი რაოდენობა.
  10. ჰაერი, რომელიც მოთავსებულია წაბლში, გახურებისას ფართოვდება და ძლიერი ტკაცანით აპობს მის კანს.

Part 1 – ფიზიკა ჩვენს ირგვლივ

Part 2 – ფიზიკა ჩვენს ირგვლივ

Part 3 – ფიზიკა ჩვენს ირგვლივ

Part 4 – ფიზიკა ჩვენს ირგვლივ

Part 5 – ფიზიკა და ტრანსპორტი