ჩემი 5 სიყვარული

არ მიყვარს ეს თაგაობები და თეგ-თამაშები რის შედეგადაც ყველა ბლოგზე ერთი და იგივე იდება… მაგრამ ეგოისტმა მიმთაგა და მოვიხდი ვალს:

1)

ჩემი ძმისშვილი დავით ჯუნიორი :*

2)

ლუდი

3)

კარავში ძილი

4)

ჩემი ბლოგი

5)

კარგ კონცერტებსა და ფესტივალებზე დასწრება

მოკლედ, მგონი ასეთია ხუთეული… თამაშში კი ვრთავ აკუს

Advertisements

,,ნატახტარის” ლუდის გასაღება, ანუ ,,ლუდის ფესტივალი” შეფარვით…


გახსნა: მსვლელობა თავისუფლების მოედნიდან ვარდების რევოლუციის მოედნამდე!

ეხ, არადა როგორ ველოდი ლუდის ფესტივალს, რამხელა მოლოდინი და იმედები დავისახე… თავიდანვე მაწუხებდა კითხვები თუ ფესტივალია, მხოლოდ ნატახტარის ლუდი და ,,ეფესი” რატო უნდა იყოს თქო? (,,ეფესიც” იმიტომ რომ ნატახტარი ასხამს, ან მთლიანად ნატახტარია თურქების), მაგრამ ბოლო დღემდე ვატყუებდი საკუთარ თავს, რა მნიშვნელობა აქვს რამდენი სახის ლუდი იქნება? მთავარია რომ ფესტივალია – ,,პირველი ქართული ლუდის ფესტივალი” და განწყობა იქნება სადღესასწაულო და სასიხარულო თქო…
,,ერთიშეხედვითი” შთაბეჭდილება:პირველივე, რაც თვალში მომხვდა და მესიამოვნა, ეს იყო ტუალეტის რამდენიმე კაბინა, რომელიც სპეციალურად ფესტივალისთვის დააყენეს და რაზე ფიქრმაც დამტანჯა წინა ღამით, რადგან წინასწარ გავრცელებულ მაკეტზე, აღნიშნული არ ყოფილა სველი წერტილები, ნუ კარების გამოღების შემდეგ რა ხდებოდა შიგნით, მაგას თავი დავანებოთ… მთავარია რომ ტუალეტი იყო… შემდეგ, მომეწონა მაგიდებისა და ,,ლუდის ბარების” განლაგება, მომეწონა ის დასაჯდომად შეკრული და ყველგან მიმობნეული ,,თივის ზვინები” და დადუმებული, ჯერ კიდევ ცარიელი სცენა…

შემდგომი შთაბეჭდილებები: პირველი უსიამოვნება და შუბლის შეჭმუხნა გამოიწვია ლუდის ფასმა… 1.5 ლარი 400 გრამ ლუდში, ნუ კაი ჯანდაბას, ვთქვათ 0.5 ლიტრიანიც ყოფილიყო ის ჭიქა ძალიან ძვირია მაშინ, როცა წინასწარ გეუბნებიან, რომ ლუდი იქნება ძალიან იაფი, ამ დროს შენი ვარაუდით ადგენ ფასს, რომელიც 50 თეთრიდან, ყველაზე დიდი, 1 ლარამდე შეიძლება ღირდეს, მაგრამ ნურას უკაცრავად… მეორე ,,ორგანიზატორული მაიმუნობა” იყო ჭიქა (კათხას ვერ დავარქმევ), რომელიც იყო სქელი ქაღალდისგან (კარდონი) გაკეთებული და სპეციალურად იყო გაუმჭვირვალე, რომ არ დაგვენახა რამდენი ესხა ლუდი და რამდენი ქაფი… თუ ვინმე იყავით და 6 საათის მერე (მანამდე ცოტა ხალხი იყო და პატიოსნად ასხამდნენ) დალიეთ ლუდი, შეამჩნევდით ალბათ რომ ნახევრამდე ქაფი იყო და მხოლოდ მის შემდეგ მოდიოდა გემრიელი სითხე, რომელიც ყელს აგრილებდა…

კარგი, შენ ქვეყანაში არ გქონია დღემდე ლუდის ფესტივალი და არ გაქვს არანაირი გამოცდილება, მაშინ ბაძავ სხვას და აკეთებ მსგავსს, მაგრამ ამავე დროს არ გინდა, რომ მთლიანად მიმბაზველი გამოჩნდე და რაღაცას ცვლი… ალბათ, სწორედ ამ შეცვლილმა მიმბაძველობამ ქნა ის, რომ ჩვენთან იყვნენ გამხდარი, მაგრამ ,,ოქოტბერფესტ”-ის გოგონებისნაირ კაბებში გამოწყობილი ,,გოგჩოები”…

ფესტივალზე იყო სხვადასხვა შეჯიბრი და ერთადერთი რასაც კავშირი ჰქონდა ლუდთან ეს იყო ლუდის მოწინააღმდეგეზე მცირე დროში დალევა ,,ბირავერიდან” (დიდი სასმისი, 2 ლიტრზე მეტი ჩადიოდა), მაგრამ სხვა შეჯიბრები იყო მკლავჭიდში, ,,თივის ზვინებით” შეჯიბრში… მოკლედ – ,,თუ გინდათ დახუჭობანა ითამაშეთ, ოღონდ მეტ ლუდს მუქთად ნუ დაგვახარჯინებთ”…

რაც შეეხება სცენას: თავიდანვე ვიტყვი, რომ ეს იყო საშინელი ხმაურის გამომწვევი რაღაც, რომელიც ხელს უშლიდა ფეხბურთის ქომაგებს, მშვიდად ეყურებინათ დიდ ეკრანზე, მსოფლიო ჩემპიონატის თამაშებისათვის… პირველად მაშინ დავტოვე ფესტივალი დროებით, როცა სცენზე ვაჟა მაინია ავიდა… ვერ გაუძლო ჩემმა სუსტმა გულმა მის ცოდვილობას… 1.5 საათში დავრუნდი და ისევ ის იდგა სცენაზე, დამსწრეთა უმრავლეოსბა კი ,,ფრანი”-ს გამოსვლას ელოდა, მე კი ვიცოდი, რომ ნებისმიერ შემთხვევაში სცენიდან მაქსიმალურად შორს დგომას ვამჯობინებდი…

ფესტივალის მეორე დღეც დაახლოებით ისეთივე იყო: საღამოს ისევ ვაჟა მანია იდგა სცენაზე, ოღონდ ამჯერად ხალხი ,,მგზავრების” სცენაზე გამოსვლას ელოდა… მე კი კვლავ უნდა მოვრიდებოდი სცენას და მათ გამოსვლამდე დავტოვე ,,ვარდების რევოლუციის მოედნის” მიმდებარე ტერიტორია…

P.S. მოკლედ, ეს იყო ჩვენი ,,პირველი ლუდის ფესტივალი” (მართლაც რომ ბრჭყალებშია დასაწერი ეს წინადადება). ვისურვებდი, რომ მომავალ წელს ,,ნამდვილი ფესტივალი” ყოფილიყოს, სადაც სხვა თუ არა – ,,ყაზბეგი”-ს და ,,კასტელი”-ს წარმოებული ლუდიც იქნება და ,,ნატახტარის ლუდის გასაღების დღე”-ს შეფარვით ,,ლუდის ფესტივალი” აღარ ერქმევა…


ჩვენი გოგჩოები
ეს კი ,,ოქტობერფესტი”-ს
აი, ეს იყო ის ,,ქაალდის” გაუმჭვირვალე ჭურჭელი
ეს ის მომენტია, როცა 4 გოგონა ტანსზევით იხდის და გაჰყვირიან ,,შენგან ბავშვი მინდაო”

სურათები აღებულია ,,Tbilisi Beer Festival”-ის Facebook-ის გვერდიდან.

როგორც იქნა – ,,Tbilisi Beer Festival”

ეს რას ვეღირსეთ კაცო! თბილისში ლუდის ფესტივალი გაიმართება!!!
დარწმუნებული ვარ ამ ამბავს ჩემგან არ იგებთ პირველად და სიხალე არ არის თქვენთვის… ალბათ ყველა ლუდის მოყვარული ყნოსვით იგებს ასეთი ამბის შესახებ და სულმოუთქმელად ელოდება დათქმულ დროს… ქართველებისთვის კი პირველია ეს ფესტივალი და დათქმული დრო 12-13 ივნისია… ღონისძიების ორგანიზატორი ლუდსახარში ,,ნატახტარია”… წარმოდგენილი იქნება ,,ნატახტარის” ყველა სახეობის ლუდი და უცხოურებიდან, სამწუხაროდ მხოლოდ ,,Efes”-ი. თუმცა, ალბათ არ ვიდარდებ ლუდის მრავალფეროვნებაზე და რაც იქნება იმით ვისიამოვნებ…
ფესტივალი ,,ვარდების რევოლუციის” (რესპუბლიკის მოედანი) მოედანზე გაიმართება. კუთხეეში, განთავსებული იქნება სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს ნაწარმი ლუდზე მისაყოლებლად, დიდ ეკრანზე იქნება პირდაპირი ტრანსლიაცია 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან (აი, ინგლისი რო იგებს იქიდან :)) და მოეწყობა სცენა (რაც ყველაზე ნაკლებად მაინტერესებს) და დაუკრავენ – ამ აფიშაზე აღნიშნული ჯგუფ-შემსრულებლები:

თუმცა, ვერანაირი ვაჟა მანია და ,,მგზავრები” ვერ ჩამაშხამებენ იმ სიამოვნებას, რასაც იქ მივიღებ 🙂 ლუდი არ იქნება უფასოდ, თუმცა გვპირდებიან, რომ ძალიან იაფი იქნება, ეს ,,ძალიან იაფი” რამდენია ვერ გავარკვიე, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? 🙂 მთავარია რომ ფესტივალი იმართება და დავლევ იმდენს რამდენიც ჩამივა (შეიძლება ცოტა მეტიც დავლიო)…

მოკლედ, აწი იცით, რომ 12-ში 1 საათიდან (12-ზეა გახსნა, მაგრამ ,,მეტრო თავისუფლებიდან” ,,რესპუბლიკის მოედნამდე” მისვლას 1 საათს მოანდომებენ ალბათ) იქ ვიქნები და შეგიძლიათ მნახოთ და ლუდზე დამპატიჟოთ, ან მე დაგპატიჟებთ 🙂 მთავარია ყველამ სვას ლუდი… ბევრი, ბევრი ლუდი…

ასეთი იქნება ,,ვარდების რევოლუციის მოედანი” 12 და 13 ივნისს
Beer Breaks Free 🙂