Twitter და Facebook სტატუსები

ჩემი Facebook Friend-ების სტატუსებს რომ ვაგროვებ, ბლოგის მკითხველმა კი იცის… ამჯერად კი გადავწყვიტე საკუთარი ტვიტები (ძირითადად) და რამდენიმე ფეისბუქის სტატუსიც შემოვუნახო შვილიშვილებს და ბლოგს:
  • ამონარიდი 2 ახალგაზრდა გოგოს დიალოგიდან ვარკეთილის მეტროსთან:
    “თავს არ დაგაყლევებინებ გოგო! იქით ვაყლევებ ხალხს!”
  • ჭრელა-ჭრულა აბანოა კარგი, პარნოიდან ბასეინში ჩავხტი…
  • რომ არ იყოს მობილ დრაფტი, ვიქნებოდი დიდი ტრაკი
  • ღამენათევი და ნამთვრალევი, დაღლილ ქალივით, მივალ ხარჩოსთან!
    ორიოდ კათხა ლუდს დავაყოლებ და დავურეკავ მერე დაკოტას…
  • რაღაც უნივერსიტეტის წინ უროდი, გადაღებილი გოგოები რო დგანან, მაგაზე მიხვდები რო უნი არააკრედიტირებულია! Read more of this post

,,Twitter”-ი კლავს!

ნიუ იორკში მცხოვრები 22 წლის ბიჭი მთავარი ეჭვმიტანილია თანატოლის მკვლელობაში – ,,Twitter-ში შელაპარაკების გამო. 

კუეიმ დენსი ჰარლემში საკუთარ სახლთან ახლოს იპოვეს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული. გამოძიებისას პოლიციამ გაარკვია რომ მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე დენსი ერთერთ მიკრო ბლოგზე ეკამათა თავის მეგობარს – 22 წლის ჯამეგ ბლეიკს.

ბიჭებმა ვერ გაიყვეს ერთი გოგო და საქმის გარჩევა დაიწყეს ,,Twitter”-ზე, მკვლელობამდე რამდენმე საათით ადრე ბლეიკი მოწინააღმდეგეს შურისძიებით დაემუქრა. პოლიციამ ჩათვალა, რომ შეტყობინება რომელიც მუქარას შეიცავდა, საკმაოდ ღირებული სამხილი იყო და მკვლელობიდან 2 დღის შემდეგ დააკავა ბლეიკი, თუმცა ის უარყოფს დანაშაულს. სწორედ ამიტომ, პირველად ,,Twitter”-ის არსებობის მანძილზე, მიკრო ბლოგში არსებული მიმოწერა შეიძლება გამოყენებულ იქნას სამხილად სასამართლო სხდომაზე.

ნიუ იორკის პოლიციამ ყურადღება გაამახვილა ბლოგებზე, მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ ადგილობრივი ახალგაზრდული დაჯგუფებები (ბანდები) მათი საშუალებით უკავშირდებოდნენ ერთმანეთს და გეგმავდნენ შეხვედრებსა და სხვადასხვა დანაშაულებრივ ქმედებებს.

ტვიტერი! თვითერი! რა არის ტვიტერი! დატვიტვა! საუკეტესო ტვიტები! რად მინდა ტვიტერი! საუკეთესო ტვიტები! თვითები! მკვლელობა თამაშის გამო! მკვლელობა კომპიუტერის გამო! თვიტერი! ჭიკჭიკა! წიკწიკა!