ტაქსით იაფად მგზავრობის “საიდუმლო”

ცხოვრებაში არასდროს გავყოლილვარ ტაქსის ისე რომ მერე “ორპადიეზდიან” კორპუსებში სირბილით სული ამომხდომოდა, არასდროს უფასოდ არ მითხოვია ტაქსისთვის გამიყოლეთქო, არც არასდროს “გამიტრაკებია” არცერთი ტაქსისტისთვის და საერთოდაც ვთვლი, რომ პატიოსანი მგზავრი ვარ, თუმცა ერთად ერთხელ მახსოვს შემთხვევა, როცა ზომაზე გვარიანად მეტი “გამომტყუა” ტაქსის მძროლმა, და ისიც იმიტომ, რომ მახლდა ახლანდელი ჩემი მეუღლე და მისი ნათესავი, ამიტომაც მთელი ძალისხმევა ვერ ჩავაქსოვე იმ კონკრეტულ შემთხვევაში. დანარჩენ შემთხვევებში, ჩემი წესების მიხედვით ვმოქმედებ და არც თუ ისე ცუდად გამომდის ტაქსის მძღოლის დაყოლიება ისეთ მიზერულ თანხებზე, რაზეც ხშირად მერე გვეცინება ხოლმე მე და ჩემ თანხმლებლებს.

უშუალოდ წესებზე გადავალ და ჯერ ჩამონათვალი გავაკეთოთ, შემდეგ კი ავხსნათ რა და როგორ მოქმედებს მძღოლზე.

წესი №1. არასდროს მიხვიდე იმ ტაქსისტთან, რომელიც ისედაც გაჩერებული იყო და შენ არ გაგიჩერებია.

  წესი №2. არასდროს აგრძნობინო ტაქსისტს რომ გეჩქარება, სანამ თანხაზე არ შეუთანხმდები.

  წესი №3. არასდროს კითხო ტაქსისტს თუ რამდენს ითხოვს თვითონ, ყოველთვის შენ შესთავაზე თანხა.

  წესი №4. არასდროს დაჯდე მანქანის სავარძელზე, სანამ თანხაზე არ შეთანხმდებით.

  წესი №5. ყოველთვის გააღე მანქანის კარი და ისე ესაუბრე მძღოლს და არა ჩაწეული მინის უკნიდან.

  წესი №6. იყავი ყოველთვის ზრდილობიანი და დატოვე კულტურული ადამიანის შთაბეჭდილება მძღოლზე (თუნდაც ეს ასე არ იყოს ).

Read more of this post

Advertisements

თბილისის ტაქსი (TAXI)

არც ლუკ ბესონი ვარ და არც ტიმ სტორი, შესაბამისად არც მარსელის და არც ნიუ იორკის ტაქსის შესახებ არ ვისაუბრებ…

ტაქსი (ფრან: Taximetre ,,ფასის მრიცხველი”) არის სატრანსპორტო საშუალება, რომელიც გამოიყენება მგზავრებისა და ტვირთის გადასაადგილებლად მითითებულ ადგილას, მანქანის მრიცხველზე ნაჩვენები საფასურის გადახდის სანაცვლოდ. ( დეიდა Wiki)

თბილისში იშვიათია ,,ფასის მრიცხველიანი” ტაქსი, მაგრამ მომრავლებულია მანქანები, რომელთა თავზეც გარკვევით იკითხება წარწერა – ,,TAXI”. აქ არ შეგხვდებათ ,,პეჟო”-თი ან ,,BMW 720”-ით ,,მოტაქსავე” ადამიანი, მაგრამ ხშირად ნახავთ ,,Opel Vectra”-ს ტაქსის ტრაფარეტით. ტაქსისტი კი ძირითადად: მეგრელი, ქუთაისელი ან თბილისელი იქნება…

40 წელს გადაცილებულ, თითქმის, ყველა ტაქსისტს უმაღლესი განათლება აქვს, ზოგს 2 დიპლომი, ზოგსაც 2 ,,წითელი” დიპლომი… შეიძლება შეგხვდეთ პროფესორი ტაქსისტიც, რომელიც წლების წინ უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს, მაგრამ – ,,რას გვიშვება ეს მთავრობა”?! – როგორც თავად გეტყვიან, თუ კაცი არა გყავს, განათლებასაც აღარ აქვს არანაირი მნიშვნელობა…

ტაქსისტი არის ადამიანი, რომელმაც ყველაფერზე ყველაფერი იცის, მიუხედავად იმისა, რომ არც ჟურნალ-გაზეთებს კითხულობს, არც ტელევიზორს უყურებს და რადიოშიც მხოლოდ ,,არ დაიდარდოს” უსმენს. მისი ყველა მგზავრი ინფორმაციის წყაროა… თბილისელ ტაქსისტს თავისუფლად შეუძლია გააკეთოს საკუთარი ბლოგი, რომელსაც, პირობითად – ,,ქალაქური ჭორები” დაერქმევა და რომელზეც, ყოველდღიურად, სულ ცოტა, 5-6 ,,რეიტინგული პოსტი” დაიწერება… 🙂

თბილისში არსებობს 3 სახის ტაქსი:
1) ოფიციალური სატრანსპორტო კომპანიების ტაქსი, რომელიც ყოველთვის მოვლილი, გარედან გარეცხილი, შიგნიდან სუფთა და ტექნიკურად გამართულია…
2) საკუთარი მანქანის მქონე, უმუშევარი ადამიანის საშემოსავლო წყაროდ ქცეული ტაქსი, რომელიც ყველაზე გავრცელებულია ქალაქში და უმეტეს შემთხვევაში გარედან გასარეცხი, შიგნიდან მტვრიანი, აუტანელი სუნის მქონე და ტექნიკურად გაუმართავია…
3) მესამე კი ყველაზე საინტერესო – ,,ბარემ ბენზინის ფულს ვიშოვნი” ტაქსია, ანუ სამსახურიდან სახლში მიმავალი ადამიანი, რომელსაც ტაქსის ტრაფარეტი უდევს მანქანაში და გზაზე შემხვედრი ადამიანი, მცირე საფასურის სანაცვლოდ მიჰყავს დანიშნულების ადგილამდე…

როგორც ხედავთ, არჩევანი დიდია და შეიძლება დაიბნეთ კიდეც 🙂 ასე რომ იმგზავრეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით და თუ არც ისე შორი გზა გაქვთ გასავლელი, დაილოცოს ყველგანმავალი ,,11” ნომერი, ანუ 2 ადამიანური ფეხი… 🙂