ზურიკელა სუპერბორიალა – ,,წავედი მაჟრიალებს”

მიუხედავად იმისა, რომ კარგი ზაფხული მქონდა და არაერთ კარგ ადგილას დავისვენე, გული მწყდებოდა, რომ წელს 1 ღამეც არ მიძინია კარავში… ა რ ც ე რ თ ი   ღ ა მ ე… ყველაზე მეტად მაინც სიონი მენატრებოდა, ვინც მიცნობს ან ჩემ პოსტებს კითხულობს იცის რას ნიშნავს ჩემთვის სიონის ტყე, სიონის წყალსაცავი, ცეცხლი, წყარო და ა.შ… ხოდა იმის თქმა მინდა, რომ მაინც ამიხდა სურვილი და 2 ღამე გავატარე ჩემ სამოთხეში… ამ პოსტს არ ვწერ იმისთვის, რომ ის მოგიყვეთ იქ რას ვაკეთებდი, რადგან დიდად განსაკუთრებული თავგადასავლი არ გადამხდომია… ამ ჩანაწერის დატვირთვა არის ის, რომ გაგაცნოთ წერილი, რომელიც ვიღაცამ დაწერა და ხეში დატოვა, ჩვენ კი ვიპოვეთ და რამდენჯერმე წავიკითხეთ, ბევრი ვიცინეთ და მინდა რომ უცვლელი ფორმით გავბლოგო:

,,სიონი 2010”

ვწერ ვინმე ზურიკელა სუპერბორიალა. ვლაშქრობ მარიკუნა სუპერტრაკუცუნასთან, ლევანთან, ბაზერასთან შეყვარებულ ხატიასთან ერთად და ეკასთან ერთად. ერთი ტვინის ბურღი არამოლაშქრე ტიპის ადამიანი დილაუთენია გავამგზავრეთ თბილისში. მეორე დღეა აქ ვართ. კარგია. გუშინ ქათმის მწვადი შევწვით. დღეს სოსისს მივირთმევთ. წეღან უცნაური რაღაც მოვწიეთ ბიჭებმა, თუმცა უშედეგოდ. ბინდდება, შეშაა მოსატანი. დღეს დავიწვით მე და მარი ბეტონის პლაჟზე, გვაჟრიალებს. ცუდად გვეძინა რამე, დაგვენგრა გვერდები. შემდეგისთვის უკეთ უნდა მოვემზადოთ. მაგარი პონტია ეს სიონი, ზღვის პონტია, თან მთაცაა და კაი ბუნება. წავედი მაჟრიალებს.

04 ივლისი

სამხრეთ აფრიკის 2010 წლის

მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში.

ზურიკელა სუპერბორიალა

მგონი ავტორი არ მიწყენს წერილის გაბლოგვას, რადგან შეგნებულად დატოვა ხეში, რომ ვიღაცას წაეკითხა… მეც წავიკითხე და თქვენც წაგაკითხეთ 😉

ჩემი საუკეთესო წელი…

Tomushka-ს პოსტის წაკითხვისა და მისი მოწოდების შემდეგ – ყველას დაგვეწერა 2009-ის ,,შედეგებზე”, გადავწყვიდე მეც დავწერო, ოღონდ რაც შეიძლება მოკლედ ვიზამ ამას და ცოტა ამსახველ მასალასაც დავურთავ 🙂

საკმაოდ კმაყოფილი ვარ ამ წლით და შეიძლება ითქვას, რომ ჩემი საუკეთესო წელი იყო 🙂

2009 წლის მთავარი სიხარული ძმისშვილი იყო, რომელიც 2 თვის წინ მოევლინა ამ ქვეყანას :*

დავით-ნიკოლოზი

ამავე წელს მეწვია პირველი სიყვარული და უკანვე გაბრუნდა… 🙂

დავიწყე მუშაობა და დავანებე კიდეც თავი…

დაოჯახდნენ ჩემი უახლოესი მეგობრები, რომელთა მეჯვარეც მე ვიყავი…

ლაშა და სალო

2 დაუვიწყარი დღე გავატარე იპოდრომზე – ,,Tbilisi Open Air”…

2009 წლის ზაფხული: ეს კი სასწაული იყო… არდადეგები დამეწყო თუ არა პირველ რიგში, მეგობრებთან ერთად წავედი სიონში, ტყეში, კარვებით (ტრადიციულად)…
ჩვენი სახლი სიონში 🙂
 

 

სიონიდან ჩამოსვლის შემდეგ, 1 კვირით ვიყავი ალპინიადაზე ყაზბეგში, ხდეს ხეობაში, სადაც დავიპყარი მწვერვალი – ,,უნივერსიადა 62” და პირველად ცხოვრებაში, 25 ივლისს ვიდექი მუხლამდე თოვლში…
ცოტა მზე და ბევრი თოვლი
რამდენიმე დღიანი შესვენების შემდეგ წავედი კვლავ ალპინიადაზე, ამჯერად გუდამაყარში და დავიპყარი მწვერვალი – ,,გორგასალი”, ვიყავი გოდერძი ჩოხელის სახლში და გავიცანი მისი მამა და დედინაცვალი…
მწვერვალი – ,,გორგასალი”

გუდამაყრიდან ლექვინასთან ერთად წავედი ქობულეთში 1 კვირით…

ქობულეთიდან პირდაპირ – ციხისძირში 1 კვირით… (მართლა სასწაული იყო)…

ციხისძირი – პეტრას ციხე

ციხისძირიდან კი 5 დღით მანგლისში მეგობრებთან ერთად, მეგობრის სახლში…

მგონი ჩამონათვალი ღირდა იმად რომ მეთქვა კარგი წელი მქონდა თქო, მითუმეტეს მაშინ როცა წლის მთავარი მოვლენა არ აღმინიშნავს 🙂 რა მოვლენაა? რა და:
თბილისი… 2009 წელი… 14 ივლისი… 19 საათი… ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრი და ჩემი უსაყვარლესი ქეთი მელუა… იმ დღეს ოპერიდან რო გამოვედი, გადატვირთულ რუსთაველზე ისე მოვდიოდი რო ვერავის ვხედავდი და ვერავის ვამჩნევდი… უბედნიერესი და შოკირებული ვიყავი… არ მჯეროდა რო მე ქეთის Live-ში ვუსმინე… იმ დღის მერეც, ყოველ გახსენებაზე, არაჩვეულებრივი გრძნობა მეუფლება ხოლმე…


აი ეს იყო ჩემი 2009 წელი…

რაც შეეხება 2010-ს ვისურვებდი, რომ 2009-ზე ცუდი არ ყოფილიყოს!

ყველას გილოცავთ ახალ წელს :* :* :*
პირველი სიყვარული! ლუდი! კარავი! სექსი კარავში! პივა! ქეთი მელუა! ციხისძირი! პეტრას ციხე! მზე და თოვლი! ალტერვიზია! ახალი წელი! საუკეთესო წელი! გულავი და დასვენება! მწვერვალი! მაგარი ქორწილი!