როგორ ვნახოთ სიზმარი?

ბავშვობიდან გიყვარდა სიზმრები? გხიბლავდა ფრენა? უზომო სიმდიდრე? მიუწვდომელ სიყვარულთან ჩახუტება და ალერსი? გაქცევა შეუჩერებლივ და სიკვდილთა მრავალფეროვნება?.. გავიდა კვირაზე, თვეზე, წელიწადზე მეტი და სიზმარი არ გინახავს? გენატრება ,,სასწაულების” საკუთარი თვალით ხილვა? მაშ, გილოცავ, შენ მოხვდი იმ ადგილას, სადაც გასწავლიან 9-ჯერ სიკვდილს და 9-ჯერ აღდგომას, მფრინავი ხალიჩით მსოფლიოს შემოვლას და 69-ში ვუდსტოკზე დასწრებას…

ტუტორიალი-მუტორიალი არ ვიცი მე… ეს არის პატარა ,,რეცეპტი”, რომელიც პირადი დაკვირვების შედეგად შევადგინე…

ე.ი. საღამოსთვის უნდა შევკრიბოთ მეგობრები, 4-5 ადამიანი სავსებით საკმარისია… მეგობართაგან ერთერთს უნდა ჰქონდეს კერძო სახლი ან ბაღი, სადაც ცეცხლის დანთებას შევძლებთ… ვკრებთ ფულს და იმის მიხედვით თუ რისი საშუალება გვექნება ვყიდულობთ: სამწვადეს, ქათმის ბარკლებს, სოსისს ან გაჭირვებულ შემთხვევაში კარტოფილს, რომელსაც ნაკვერჩხალში შევწვავთ…

როდესაც ეს ყველაფერი მოგვარდება, ვხედავთ, რომ რა თქმა უნდა რაღაც გვაკლია და რა თქმა უნდა ეს ,,რაღაც” სასმელია! რაც შეეხება დასალევს არავითარ შემთხვევაში არ ვსვამთ არაყს, ჭაჭას და მისთანებს, თუკი სიზმრის ნახვა გვინდა… სასურველია დავლიოთ დიდი რაოდენობით ლუდი, ან შედარებით მცირე რაოდენობით წითელი ღვინო… ეს შეკრება, დროსტარება, ჭამა-სმა და ღრეობა უნდა გაგრძელდეს ღამის 1-2 საათამდე… სახლში მობანცალებულნი ვსხდებით კომპიუტერთან და რადგან არაფრის წაკითხვის თავი არ გვაქვს, სკაიპში ვესაუბრებით მეგობარს თან ვცდილობთ, რომ 3 საათამდე არ გაგვექცეს, 3-ზე კი თავად ვემშვიდობებით და დასაძინებლად მივდივართ…

მაღვიძარას ვაყენებთ დილის 9 საათისთვის და ვიძინებთ… თუ მოხდა სასწაული და დილის 9 საათზე გაღვიძებულებმა გავიაზრეთ, რომ მთელი ღამის მანძილზე სიზმარი არ გვინახავს, არც ეს არის პრობლემა, რადგან მთავარი ,,მასიზმრებელი” და სასიამოვნო პერიოდი წინ გვაქვს… ნახევრადგახელილი თვალით ტელეფონზე ვმართავთ მაღვიძარას 09:20–ზე. ვინც დილის ძილის მოყვარული არ ხართ და არ იცნობთ ფუფუნების ამ მხარეს, ალბათ ფიქრობთ, 20 წუთით დაძინებას რა აზრი აქვსო… მაგრამ მე გეტყვით, რომ ეს 20 წუთი შეიძლება უფრო ხანგრძლივად მოგეჩვენოთ, ვიდრე, ზოგიერთი, 3–4 საათი და რაც მთავარია დილის ძილის დროს აუცილებლად ნახავთ სიზმარს, თანაც არაერთს… მაღვიძარას დარეკვის შემდეგ კიდევ 15–15 წუთით 2–ჯერ ჩავიძინებთ და 10 საათზე, როცა ფეხზე ვიდგებით შეგვეძლება გავაანალიზოთ და შევაფასოთ ჩვენი ირეალური თავგადასავლები!

გისურვებთ წარმატებებს >

ყველაფერს აქვს დასარული და ყველა დასასრული HAPPY END-ი არ არის…

ცარიელ გზაზე მოპედით მივქრივარ…

დავხედე სპიდომეტრს და 140 კმ/სთ-ს აჩვენებს… არადა ვიცი, რომ მაქსიმალური სიჩქარე – 80 კმ/სთ აქვს…

თუმცა რა არის გასაკვირი?..

როცა იმ ერთადერთის შესახვედრად მიდიხარ, რომლის გარდა არავინ არსებობს შენთვის… ამ დროს შეიძლება ფრთებიც გამოისხა და ყოველგვარი ტრანსპრტისა თუ საფრენი მოწყობილობის გარეშე აფრინდე, ცაში აიჭრა და მხოლოდ იქ დაეშვა სადაც ,,ის” გეგულება…
150, 160, 170 კმ/სთ… ჩაფხუტი არ მახურავს და თვალები მიწვრილდება, მაგრამ ვხედავ გზას, რომელიც ცარიელია და შუქნიშნებზე მხოლოდ მწვანე ფერი ანთია…

მთელი ქალაქის გვერდში დგომას ვგრძნობ…

მიხარია… Read more of this post