უმაღლესი განათლების დაფინანსება ,,1 წუთში”

,,ერთიანი ეროვნული გამოცდები” – შემაძრწუნებლად ჟღერს მათთვის, ვინც არ არის საკუთარ ძალებში დარწმუნებული, ხოლო მიმზიდველად ჟღერს მისთვის ვისაც სტუდენტობა და განათლების მიღება სურს.

რასთან ასოცირდება ,,ერთიანი ეროვნული გამოცდები”? – სტუდენტობა, განათლება, სწავლის გადასახადი…

სტუდენტობა – ასწორებს! ვიგულავებ და გავერთობი…

განათლება – კარგია, დამჭირდება…

სწავლის გადასახადი – ტეხავს :/

ხოდა, ვისთვისაც ,,ტეხავს” მათ შანსს აძლევს საქართველოს ბანკი და სთავაზობს მარტივ გზას სწავლის გადასახდელად სტიპენდიის მისაღებად. რა არის ეს ,,მარტივი გზა”? ეს გზა არის 1 წუთიანი (1 წლიანი მომზადებისა და რეპეტიტორებთან სირბილისგან განსხვავებით), ითხოვს, მხოლოდ, სწავლის მიღების სურვილის დასაბუთებას და კრეატიულობას (შენიშვნა: თუ არც ის ცოდნა გაქვს, რომ გამოცდა ჩააბარო მაღალ ქულაზე და სახელმწიფო დაფინანსება აიღო და არც იმდენად კრეატიული ხარ, რომ ორიგინალური გზით აუხსნა ხალხს შენი სწავლის სურვილი და მათი მოწონება დაიმსახურო, მაშინ არც ყოფილხარ დაფინანსებისა და სტიპენდიის მიღების ღირსი). კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა გადაიღოთ 1 წუთიანი ვიდეო (ნებისმიერი კამერით, ტელეფონით ან თუნდაც 1,3 მეგაპიქსელიანი ვებ-კამით), ატვირთოთ ვებგვერდზე istudy.ge , დააგროვოთ ყველაზე მეტი ხმა და მიიღოთ სტიპენდია:

I ადგილი – 5 000 ლარი

II ადგილი – 3 000 ლარი

III ადგილი – 2 000 ლარი

საქართველოს ბანკის რჩეული ვიდეო – Apple Macbook Read more of this post

Party, After Party

ყველაფერი 30 ივნისით დაიწყო… სოციალური მედიის საერთაშორისო დღე 50-მდე ბლოგერმა საქართველოს ბანკის მეოხებით ლისის ტბაზე Lisi Lounge-ში აღვნიშნეთ. ეს დღე არ ჰგავდა წინა წლის სოც-მედიის დღეს, არ იყო პრეზენტაციები, 200-ზე მეტი უცხო ადამიანი და 5 წუთში შეჭმული 30-მდე პიცა. ეს იყო ბევრად მყუდრო, დახურული და ნაცნობ-მეგობრებით სავსე სასიამოვნო გარემო, არც ისე გადასარევი ღვინით, მაგრამ ძალიან სახალისო და გასართობი თამაშებით. პირველი თამაშის გამარჯვებული მე გახლავართ და საქართველოს ბანკისგან დიდად სასურველი iPod Shuffle დავიმსახურე. რაში? რაში და ,,ჯე-ი-რან-ი”-ში… არაფერი არ არის ამაში სასაცილო, დალიეთ, ითამაშეთ და ნახავთ როგორი სახალისოა.

No time for losers 'Cause we are the champions

კიდევ 2 აიპოდი გათამაშებულა იმ დღეს, მაგრამ არცერთი გათამაშება არ მახსოვს, იმიტომ რომ მე და ყვავამ ტრადიციული ქართული კაცობა გამოვიჩინეთ და ჭიქით ხელში ყველა მაგიდას შემოვუარეთ, დავლოცეთ, ვადღეგრძელეთ და გულში ჩავიკარით ქართული ბლოგოსფერო… მიუხედავად იმისა, რომ მეორე დღეს სხეულის ყველა ნაწილი მტკიოდა იქ ნაცეკვი ბრეიქ-დანსის გამო, კმაყოფილი ვარ წლევანდელი სოც-მედიის დღით, შეიძლება ითქვას, რომ სათანადოდ აღვნიშნეთ ჩვენი ,,დაბადების დღე”… მართალია იყო დიდი უკმაყოფილება მათი მხრიდან ვინც ვერ მოხვდა ამ ღონისძიებაზე, მაგრამ იმედია ისინი მომავალ წელს მოახერხებენ ამ დღის სათანადოდ აღნიშვნას და ახლა, ლისის ტბაზე მოუხვედრელობის გამო ხელს არ ჩაიქნევენ ბლოგერობაზე… Read more of this post

ივენთ ჰოლი ,,ცეცხლოვანი” ბლუზის მოლოდინში

საქართველოს ბანკისა და ექსკლუზიური პერსონალური საბანკო მომსახურება SOLO -ს ტრადიცია გრძელდება… ჯაზ-სერიები კი სრულდება და სრულდება ნიუ-ორლეანელი ცეცხლოვანი აკორდეონისტის – დვეინ დოპსის ბლუზური საღამოთი…

არ იცით ვინ არის დვეინ დოპსი? არაუშავს… არც მე ვიცოდი, სანამ მისი ჩამოსვლის ამბავს გავიგებდი… მაგრამ რომ გავიგე ოოო… მხოლოდ მაშინ ვინანე, რომ მანამდე არ ვიცნობდი. კარგი ვინმე ყოფილა, გადასარევი და ,,ჩასაყლაპიო” (ასეც ამბობენ), თუმცა მამამისი ზაიდეკოს (ბლუზის ერთერთი მიმდინარეობა) მეფე (როკინ დოპსი) ყოფილა და რა გასაკვირია თუ შვილი არანაკლებ ნიჭიერი გამოვიდა? – მამულს ხომ ის ურჩევბნია, რომ შვილი მამას ჯობდეს? Read more of this post

ბლოგი-მოგი ხალხი და Karaoke Party

სამშაბათს საქართველოს ბანკის ფეისბუქის ფეიჯზე, თვალი მოვკარი მიმართვას ბლოგერებისადმი, სადაც 40-მდე ბლოგერს კარაოკე ფართიზე ეპატიჟებოდნენ, მაშინვე გამოვთქვი დასწრების სურვილი და პასუხს დაველოდე… პასუხმაც არ დააყოვნა (არადა ბევრი გაითანგა ლოდინით :)) და მეორე დღესვე მომივიდა ,,თან წაიღეში” მოსაწვევი წერილი…

8 საათზე კაფეში მისვლამდე ვფიქრობდი, ნეტა რა მინდა იქ? 40 ბლოგერის ერთად ნახვას რა გაუძლებს? საშინელი ყაყანი, არეულობა და ,,დომხალი” იქნება-მეთქი… მერე კი გადავწყვიტე: წავალ, მონატრებულ სახეებს ვნახავ, ახლებსაც გავიცნობ იქნებ ივარგოს ვინმემ და სამომავლოდ მონატრებულ სახედ იქცეს, თუ არ მოვიხიბლე იქაურობით, დავთვრები და წამოსვლამდე ერთს მაინც ვიმღერებ-თქო… მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, აღმოჩნდა ისე, რომ მთელი ჩემი ნააზრევი ,,ჰაერში ავყარე” (არაქურდული საქციელი) და სიამოვნებისგან ვცქმუტავდი (ვერ გამოვხატავდი, მაგრამ მე ხო ვიცი რო ვცქმუტავდი)… ეს იყო საღამო, რომლის მსგავსიც არასდროს გამიტარებია და ვერ წარმომიდგენია უკეთესი დროის გატარება ამდენ ბლოგერთან ერთად… Read more of this post