გაფუჭებული ტელევიზორი

2 თვე სრულდება, რაც მშობლიური სახლი დავტოვე და საცხოვრებლად მეგობართან ერთად გადავედი. ახალ სახლში ორი ტელევიზორი დაგვხვდა, კომპიუტერი ჩვენ მივიტანეთ და მსოფლიო ქსელსაც დავუკავშირეთ. ინტერნეტმა ტელევიზორის ფუნქციონირების აზრი პირველივე წუთებში დაგვაკარგინა, თან თავი დაიზღვია და გვითხრა: ,,თუ რამეა, არც ეგ არის ჩემთვის პრობლემაო“ და myvideo.ge-ზე შევიდა. ჩვენც მეტი რაღა გვინდოდა და ყოველთვიური 15 ლარი დავზოგეთ საკაბელო ტელევიზიის არ შემოყვანით. ლუდის ქილისა და სპილენძისაგან სახელდახელოდ გავაკეთეთ ,,ზე-მოშნი ანტენა“ (ასე დავარქვით), გამოვცვალეთ პულტის ელემენტები და დაზოგილი 15 ლარით ახალი ანტენების დასამზადებელი მასალა შევიძინეთ.

დღეღამეში 18 საათს მომუშავე კომპიუტერს წუთიერი მარტოობაც არ ახსოვს, შესაბამისად, უინტერნეტოდ დარჩენილი ,,მეორე კაცი“ იძულებულია ტელევიზორს უყუროს, რომელიც მხოლოდ 3 არხს აჩვენებს ნორმალურად და რამდენიმე სხვა არხის სილუეტს – არა ნორმალურად. Read more of this post

Advertisements