Be Careful – Suck Djarum!

სიტყვას ჰაერში ვყრი,

სიტყვას ჰაერში ვყრი,

სიტყვას ჰაერში ვყრი!

ამ წინადადების თქმა, თან 3-ჯერ ,,გრეხი” და ,,არაქურდული” იყო ჩემ ბავშვობაში, მაგრამ იძულებული იყავი გეთქვა მაშინ, როცა სხვა გამოსავალი არ იყო, მაგალითად, რომ არ ,,შეგწეროდა” რამე…

ახლა კი, სრულიად ,,არაქურდულად” ერთერთ პოსტს ,,ჰაერში ვისვრი”, ანუ ბოდიშს მოვიხდი იმ კრიტიკისთვის, რომელიც დიდი ხსნის წინ ,,ჯარუმმა” დაიმსახურა ჩემგან… რაც დაიწერა, მიდა რომ ეწეროს და ბლოგიდან არ წავშლი, მაგრამ აზრი შემეცვალა და სწორედ ამ ,,ახალს” მოგახსენებთ ახლა…

მაშინ, როცა ის პოსტი დავწერე ,,ჯარუმზე”, სულ რაღაც 1 კოლოფი მქონდა მოწეული და პირველი შთაბეჭდილების სწრაფი გადმონთხევა იყო… იმის შემდეგ არც კი მომიწევია საერთოდ, მაგრამ ორიოდე დღის წინ, ძმაკაცმა (მ)იყიდა და მოვწიე… მოვწიე და პირველივე, რაც გამახსენდა ჩემი პოსტი იყო… გამიკვირდა საკუთარი თავისგან, რომ ის რაც ახლა ასე მესიამოვნა, თავის დროზე გავაკირიტიკე და აღარ გავკარებივარ… მოკლედ, ნამუსმა შემაწუხა… უსამართლოდ მოგექეცი – ,,ჯარუმ” ❤

რა თქმა უნდა ,,Djarum Black”-ზე ვსაუბრობ… მთელი კოლოფი ისე მოვწიე, რომ მოკიდებამდე ნახევარი საათის განმავლობაში, უბრალოდ, ვყნოსავდი სიგარეტის ღერს და დარიჩინის არომატით ვერთობოდი; პირველივე ნაფაზის დარტყმის შემდეგ ტუჩს ვილოკავდი და იმ ტკბილი გემოთი ვტკბებოდი, რომელიც ფილტრს აქვს; ამ ყველა სიამოვნებასთან ერთად კი ტკაცუნიც მართობდა, რაც ძალიან სიამოვნებს ყურს…

არ მინდა პროპაგანდა გავუწიო სიგარეტს და ვინმეს მოწევისკენ მოვუწოდო, მაგრამ ვინც უკვე ეწევა და არც ისეთი სტაჟიანი მწეველია, რომ ,,ჯარუმი” მსუბუქად მოეჩვენოს, მაშინ მათ ვურჩევდი, რომ საუკეთესო არჩევანი გააკეთონ და დატკბნენ დარიჩის არომატით გაჟღენთილი ,,Djarum Black”-ით…

Be Careful – Suck Djarum!

სახელმწიფო პროპაგნდა თუ უბრალო დამთხვევა?!

იშვიათად ვუყურებ საინფორმაციო გადაცემებს ტელევიზიით და საერთოდ ტელევიზორსაც (არამგონია სიახლე იყოს ვინმესთვის), მაგრამ ამ 2 დღის განმავლობაში ზურგსუკნიდან მომავალმა საინფორმაციო გადაცემების ხმამ მიიზიდა ჩემი ყურადღება, კერძოდ კი იმ ფაქტმა, რომ სხვადასხვა არზე, ინტენსიურად საუბრობენ ქართველი სამხედროების ავღანურ ყოფაზე… გასაკვირი არაფერი იქნებოდა ჩემთვის, თუკი ეს არხები რაიმე თვალშისაცემ ახალ ამბავს (News) გაავრცელებდნენ, მაგრამ ქართული გონტინგენტის ავღანეთში ყოფნა არავისთვისაა სიახლე… მაშ რატომ გადაწყვიტა სხვადასხვა ტელევიზიამ მაინცდამაინც ეს თემა, ერთდროულად გაეშუქებინათ?

საინფორმაციოდან გვატყობინებენ, რომ ქართველი ჯარისკაცები ყველაზე რთულ და ცხელ წერტილში არიან განლაგებულნი, მაგრამ ისინი პროფესიონალები არიან, ყველაზე კარგად ახერხებენ მშვიდობის დამყარებას სოფლებში, ავღანელები სიხარულისგან ხტიან ქართველების დანახვაზე და ყველამ ძალიან შეიყვარა ,,ჩვენი ბიჭები”… გვეუბნებიან რომ კარგ პირობებში ცხოვრობენ ქართველები და კარგად არიან მოწყობილნი, აქვთ სრული თავისუფლება (თავისუფალ დროს), აკეთებენ იმას რაც მათ სურთ, შეუძლიათ კომპიუტერით სარგებლობა და გართობა სხვადასხვა გზით… რაც მთავარია ქართველები ყველას უყვარს და დიდ პატივს სცემენ… ნუთუ თალიბებსაც უყვართ? Read more of this post