,,ნიჭიერი” ციალა მაჭარაშვილის ,,საშინაო ყოფა”

დამთავრდა ,,ნიჭიერი”, მაგრამ დღეს ნიჭიერი მონაწილის არასაფილარმონიე შაირები აღმოვაჩინე… როგორც ნახვების მიხედვით ვასკვნი ახალი არაფერი აღმომიჩენია, მაგრამ დარწმუნებული ვარ ჩემსავით ბევრს არ ექნება ნანახი ეს ვიდეოები და ბარემ საკონკურსო და რასაკონკურსო, საფილარმონიე და უცენზურო შაირებს ერთად მოვუყრი თავს:

Read more of this post

Advertisements

ნიჭიერის პირველი ნახევარფინალის მიმოხილვა

ორი სიტყვით შევეხები წამყვანებს და აღვნიშნავ, რომ თიკა ძალიან ლამაზი იყო და არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა. იმედია ვანიკო არ მიწყენს, რომ მის სილამაზეს ხაზს არ ვუსვამ 🙂

ჟიურის ერთი სიტყვით შევეხები და აქაც აღვნიშნავ, რომ სოფო ნიჟარაზეც არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა და მის სილამაზესაც აუცილებლად გავუსვამ ხაზს

ახლა კი დავიწყოთ:

დრამის ბიჭები: კარგები იყვნენ, აშკარად ბევრი უვარჯიშიათ და შოუს სანახაობრივობისთვისაც ზრუნავდნენ: ადგილების გაცვლითა და ჩართული ცეკვის ელემენტებით… მართლა ,,საღოლ” ბორჯომელ ბიჭებს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ფინალში გადასვლის შემთხვევაში ახალს და განსხვავებულს ნამდვილად ვერაფერს შემოგვთავაზებდნენ. ასე რომ წარმატებები ამ ბავშვებს ,,ნიჭიერის” სცენის მიღმა უფრო და უფრო დიდ სცენებზე. Read more of this post