გამონათქვამები მშვიდობაზე

არ არსებობს არანაირი გზა მშვიდობისკენ, მშვიდობა თვითონა გზაა – აბრაჰამ იოანეს მუსტე

თუკი ვინმე ფიქრობს, რომ სიყვარული და მშვიდობა ის მოძველებული კლიშეებია, რომლებიც სამოციანებში უნდა დარჩნენ, ეს მისი პრობლემაა. სიყვარული და მშვიდობა მარადიულია – ჯონ ლენონი

მე ყოველთვის ვარჩევ ყველაზე უსამართლო მშვიდობას, ყველაზე გამართლებულ ომს – ციცერონი

როცა სიყვარულის ძალა დაამარცხებს ძალის სიყვარულს, მაშინ მსოფლიოში მშვიდობა დამყარდება – ჯიმი ჰენდრიქსი Read more of this post

ნობელის პრემიის პირველი ლაურეატები

ნობელის პრემიის პირველი დიპლომები 1901 წლის 10 დეკემბერს მიიღეს ვილჰელმ რენტგენმა ფიზიკაში, იაკობუს ვან–ჰოფმა ქიმიაში, ემილ ფონ ბერინგმა ფიზიოლოგიასა და მედიცინაში, რენე სალი–პრუდონმა ლიტერატურაში, ხოლო მშვიდობის პრემია გაიყო ანრი დიუნანსა და ფრედერიკ პესის შორის.

ვილჰელმ რენტგენი

ნობელის პრემიის პირველი ლაურეატი ფიზიკაში ვილჰელმ კონრად რენტგენი (1845–1923 წწ.) გამოჩენილი გერმანელი ფიზიკოსი იყო. მას პრემია მიეკუთვნა 1895 წელს ე.წ. X-სხივების აღმოჩენისათვის, რომლებსაც შემდგომ მისი სახელი ეწოდა. რენტგენის აღმოჩენა საფუძვლად დაედო მეცნიერების ახალი დარგებისა და განხრების შექმნასა და განვითარებას; ასეთებია: რენტგენო–სტრუქტურული ანალიზი, რენტგენოსკოპია, რენტგენოდეფექტოსკოპია, რენტგენული ასტრონომია და სხვა დარგები.

ა. იოფეს სიტყვებით, რენტგენი კლასიკური ფიზიკის გამოჩენილი წარმომადგენელი იყო; თავისი აღმოჩენითმან დიდი გავლენა მოახდინა XX საუკუნის ფიზიკის განვითარებაზე.

იაკობუს ვან–ჰოფი

ქიმიის დარგში ნობელის პრემიის პირველი ლაურეატი – იაკობუს ჰენრიკუს ვანტ–ჰოფი ყოველთვის ითვლებოდა უდიდეს ფიგურად ქიმიურ მეცნიერებაში. მისმა შრომებმა საფუძველი შეუქმნეს ახალი მეცნიერების – ფიზიკური ქიმიის ჩამოყალიბებას. ჯერ კიდევ 22 წლის ასაკში, 1874 წელს, გამოაქვეყნა კლასიკური შრომა ნახშირბადის ატომის ასიმეტრიის შესახებ. 1901 წელს ვანტ–ჰოფს მიეკუთვნა ნობელის პრემია მონოგრაფიისათვის ,,ქიმიური დინამიკის საფუძვლები”, რომელიც გამოქვეყნდა 1884 წელს და ოსმოსური წნევის კანონის აღმოჩენისათვის, რაც მან 1885 წელს მოახდინა. ნობელის კომიტეტის ფორმულირება პრემიის მინიჭების თაობაზე სწორედ ასეთი იყო – ,,ქიმიური დინამიკის კანონებისა და ხსნარებში ოსმოსური წნევის აღმოჩენის განსაკუთრებული მნიშვნელობისათვის”; ამრიგად, ვანტ–ჰოფს ნობელის პრემია მიენიჭა მე–19 საუკუნეში შესრულებული შრომებისათვის.

Read more of this post