ნუ, რა აღარ მინახავს ამ ცხოვრებაში?!

  • კონსერვატორიაში მინახავს ,,თბილისის ბიგ ბენდის” კონცერტზე, ჩემ წინ მჯდომი და ტელეფონში ,,გალაქტიკის” მოთამაშე ლადო ბურდული.
  • მელიქიშვილზე მინახავს ახალგაზრდა ბიჭი, რომელმაც პატარა წვენის დალევა ნაგვის ურნიდან 2 მეტრის მოშორებით დაამთავრა, გახედა კიდეც სანაგვეს, მაგრამ მაინც ძირს დააგდო და გაიარა… თუმცა, იქვე ვნახე სტუდენტი გოგო, რომელმაც აიღო ეს ქილა, ნაგვის ურნაში ჩააგდო და სახეზე სიამოვნება აღებეჭდა. გაუხარდა, რომ კარგი რამ გააკეთა…
  • შარდენზე მინახავს უზომოდ მთვრალი მღვდელი, რომელიც 35 წლამდე, მშვენიერი გარეგნობის ქალს ხვეწნით ეუბნებოდა – ,,ამაღამ ჩემთან დარჩი და ყველა ცოდვას მოგინანიებო”.
  • კარაოკე ბარში მინახავს 30-მდე ქართველი ბლოგერი ერთად თავმოყრილი და, ჰოი, საოცრებავ! იმ დღით კმაყოფილი დავრჩი.
  • პეკინზე მინახავს, როგორ აგინა ვიღაც ღიპიანმა კაცმა თავისთვის მიმავალ ტრანსვევსტიტს და დასარტყმელადაც კი გაიწია, მაგრამ გაექცა ეს უკანასკნელი. საინტერესო კი ის არის, რომ ამ ყველაფერს ჩემ გარდა, 2 მომღიმარი პოლიციელი ადევნებდა თვალს.
  • მეტროში მინახავს ,,თავმოყვარე” მათხოვარი კაცი (აი ის, რომ უსტვენს ხოლმე), რომელმაც რაღაცაზე შეკამათების შემდეგ, ისთვის გაწვდილ ხურდას ხელი აუკრა და უზრდელ ახალგაზრდას უთხრა – ,,მე შენი მათხოვარი არა ვარ, შე, ნაბიჭვაროო”.
  • მინახავს სადარბაზოებსა და მიწისქვეშა გადასასვლელებში მორაკრაკე შარდის მდინარეები; სასტიკად ნაცემი და სახედალურჯებული მეძავი ქალები; მშობლების ცემით, მუდამ თვალებაცრემლებული პატარა ბავშვები; ცეცხლმოკიდებული და ხეზე ჩამოკიდებული კატა-ძაღლები………..

მოკლედ, ბევრი რამ მინახავს, მაგრამ უფრო მეტი ჯერ კიდევ სანახავი მაქვს. თავიდან იუმორისტულად დაწერას ვეცადე, მაგრამ რეალობას მაინც ვერ ავცდი…

  • და ბოლოს, მნახავს ალუკარდის პოსტი ,,ბლოგერებში”, სადაც მონატრებას გამოთქვამდა თეგ-თამაშების მიმართ, სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე ბლოგერულ თეგ-თამაშად ვაქციო ეს პოსტი და ვთაგავ, რაღა თქმა უნდა ალუკარდს, მანქის და ზურიუსს ❤ აბა თქვენ იცით 😉
Advertisements

აფრიკა – ქობულეთი – 3 გამოცვლილი მატარებელი და 7.1 ლარი


როცა თბილისში ძალიან ცხელა, ქალაქი იწვის, სუნთქვა შეუძლებელია, ღამე დახუთულობა არ გაძინებს და 4-ზე ძლივს ჩაძინებულს, დილის მზე გაღვიძებს… ასეთ ვითარებაში, ვისაც დრო და საშუალება აქვს ქალაქიდან გადის… დიდი ნაწილი კი აჭარის ზღვისპირა ქალაქებისკენ იღებს გეზს, რის გამოც უკვე ტაციაობაა მატარებლის ბილეთებზე და 1 კვირით ადრე უნდა აიღო ბილეთი თუ გინდა რომ დანიშნულების ადგილამდე ჩახვიდე…

მაგრამ რა უნდა ქნა, როცა დილას გაიღვიძებ, მოულოდნელად დაგკრავს თავში – დღეს ქობულეთში უნდა წავიდეო? რა პრობლემაა? გასწავლით… მოკლედ, მივდივართ რკინიგზის ცენტრალურ სადგურზე, ვიკავებთ რიგს და ჩვენი დრო რომ მოვა ვეკითხებით: ბათუმის მატარებელზე დღევანდელი დაგრჩათ რამე? პასუხი რა თქმა უნდა უარყოფითია და საერთოდ, დღეს კი არა ზეგამდე ყველაფერი გაყიდულია, 5.5 ლარიანი ,,პლაცკარტი” კი 1 კვირის მანძილზეა გაყიდული… აი ამ დროს კი ირთვება გონება (ანუ იხსენებთ ამ რჩევას ) და იმართება შემდეგი დიალოგი:

– ოზურგეთის მატარებელზე გაქვთ დღევანდელი ბილეთი?
– გვაქვს ,,პლაცკარტი” 5.5 ლარიანი.
-გადასარევია : )
– სადამდე გნებავთ?
– ურეკამდე…

ასე და ამგვარად დილის 5 საათისთვის ხართ ურეკში და იქიდან გინდათ ტაქსის გაყევით, გინდათ სამარშრუტო ტაქსის დაელოდეთ და გინდათ ბათუმის – მატარებელს…

როგორ მოვიქეცი მე: ანუ რა შუაშია 3 მატარებელი? ე.ი. აფრიკიდან მეტროთი ,,ვაგზლამდე” (მეტროც მატარებელია), შემდეგ ურეკამდე და ნახევარი საათის ლოდინის შემდეგ ბათუმის მატარებლით – ქობულეთამდე…

ტარიფები:

აფრიკა – ,,მეტრო სამგორი” – 40 თეთრი (,,მარშუტკა”)

,,სამგორი” – ,,ვაგზალი” – 20 თეთრი (სტუდენტური)

,,ვაგზალი” – ურეკი – 5.5 ლარი (მატარებელი)

ურეკი – ქობულეთი – 1 ლარი (მატარებელი)

ჯამში 7.1 ლარი – აფრიკა – ქობულეთი!

ჰაა ვარ თუ არა ,,ეკონომ პაკეტი”?