რუსულ-ქართული “ჯაზური ტრანსფორმაციები”

DSCN6065 [1024x768]

24. 03. 2014-ის სახით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი დღე შეემატა ჩემ ცხოვრებას. სწორედ ამ დღეს ჩამოვიდა თბილისში ის მუსიკოსი, როლმის შემოქმედებასაც, აგერ უკვე, 7 წელზე მეტი ხანია ვუსმენ და ძალიან ვაფასებ. ამ ადამიანს ჰქვია ანდრეი მაკარევიჩი, ხოლო მის მიერ თბილისში წარმოდგენილ პროგრამას – “ჯაზური ტრანსფორმაციები”… Read more of this post

“დროის მანქანის გენერატორი” თბილისში

Makarevich-v-Tbilisi

”ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მივხვდი ერთადერთი მუსიკა, რომელსაც დღეს გაღიზიანების გარეშე ვუსმენ, 40-50-იანი წლების ამერიკული საესტრადო ჯაზია – დაიან ვაშინგტონი, ჩეტ ბეიკერი, ელა ფიცჯერალდი. ეს მუსიკა გამოირჩევა დახვეწილი  მელოდიურობით, გამაოგნებელი არანჟირებით, ცოცხალი შესრულებით, რაც თანამედროვე სამყაროს ძალიან აკლია. მშვენივრად მესმის, რომ მე არ ვარ და არასოდეს გავხდები ჯაზმომღერალი, მაგრამ იმ ყველაფრისგან, რასაც ამჟამად მუსიკაში ვქმნი, რაღაც საინტერესო დაიბადება.” – ამბობს ანდრეი მაკარევიჩი, რომელიც 24 მარტს თბილისს ესტუმრება და გრიბოედოვის თეატრის სცენაზე კონცერტს გამართავს. Read more of this post

ბლოგერებმა ლეგენდარული მუსიკოსი გააღიზიანეს და საკადრისი პასუხიც მიიღეს

რუსეთის პირველი ,,მემანქანე” ანუ ,,Машина времени”-ის ,,მამა” ანდრეი მაკარევიჩი გააღიზიანა რუსი ბლოგერების უსაფუძვლო კრიტიკამ და მათ მუსიკალური ვიდეოპოსტი მიუძღვნა…

მას შემდეგ რაც მედვედევი ერთერთ კაფეში რუს როკ-მუსიკოსებს შეხვდა, ისაუბრა სხვადასხვა პრობლემატურ საკითხზე და მათთან ერთად ლუდიც მიირთვა, მაკარევიჩმა საკუთარ ბლოგზე დაწერა, რომ მისი აზრით, მედვედევი განათლებული, სრულიად ადეკვატური ადამიანი და კარგი მოსაუბრე იყო. მუსიკოსმა თქვა, რომ ის წინა დღით არ დაბადებულა და კარგად მოეხსენებოდა რუსეთის პრეზიდენტის ლიბერალიზმის შესახებ, მაგრამ ბოლო დროს ის კმაყოფილი იყო მედვედევის ამა თუ იმ გადაწყვეტილებით (მაგ: ლუჟკოვის გადაყენება) და მხრას უჭერდა მის ქმედებებს.

მაკარევიჩის პოსტი ბლოგერთა უმრავლესობამ უარყოფითად შეაფასა და მას პირფერი უწოდა… მათი თქმით მომღერალი ანგაჟირებული იყო პრეზიდენტთან შეხვედრით და პირფერულად აპიარებდა ხელისუფლებას…

სანამ 1 წუთიანი სიმღერით უპასუხებდა ,,ცხვირმოუხოცავ ბლოგერებს”, მანამდე საკუთარი საიტიდან მიმართა მათ:

АНДРЕЙ МАКАРЕВИЧ: “Всем, кто пытается мне нахамить или научить жить: Господа! Идите в жопу. Вы мне неинтересны.”

Read more of this post