Soon (Sea) Soon (Music) Soon (Dance) At The Sunrise

მზეს ვერ ვიტან, მაგრამ ზაფხული მიყვარს… მიყვარს იმიტომ, რომ ყველაფერი კარგი ამ დროს ხდება: გაზაფხულის მიწურულს, როცა ზაფხულის სუნი მძაფრდება კონცერტი-კონცერტს, ფესტივალი-ფესტივალს მიჰყვება… ბევრი მუსიკა (კარგი მუსიკა), ბევრი ლუდი (ხან რა, ხან რა), ბევრი ცეკვა (ვის როგორც შეუძლია), ღამისთევა და ბევრი გართობა…

მერე შესვენება… საქმე, მუშაობა, წელზე ფეხის შედგმა, შრომა – ისევ შრომა… შიგადაშიგ Kung Fu Junkie (სადმე, წიგნის პრეზენტაციაზე) ახალისებს ცხოვრებას… ბოლოს ისევ გადაღლა, გადაწვა, დასიცხვა და ნოსტალგია…

ორგანიზმი ითხოვს დაღლას – ცეკვითა და სიმღერით,

გაგრილებას სადმზე ზღვაზე, ან მთის წვერზე ,,ლიჟებით”… Read more of this post

Advertisements

აფრიკა – ქობულეთი – 3 გამოცვლილი მატარებელი და 7.1 ლარი


როცა თბილისში ძალიან ცხელა, ქალაქი იწვის, სუნთქვა შეუძლებელია, ღამე დახუთულობა არ გაძინებს და 4-ზე ძლივს ჩაძინებულს, დილის მზე გაღვიძებს… ასეთ ვითარებაში, ვისაც დრო და საშუალება აქვს ქალაქიდან გადის… დიდი ნაწილი კი აჭარის ზღვისპირა ქალაქებისკენ იღებს გეზს, რის გამოც უკვე ტაციაობაა მატარებლის ბილეთებზე და 1 კვირით ადრე უნდა აიღო ბილეთი თუ გინდა რომ დანიშნულების ადგილამდე ჩახვიდე…

მაგრამ რა უნდა ქნა, როცა დილას გაიღვიძებ, მოულოდნელად დაგკრავს თავში – დღეს ქობულეთში უნდა წავიდეო? რა პრობლემაა? გასწავლით… მოკლედ, მივდივართ რკინიგზის ცენტრალურ სადგურზე, ვიკავებთ რიგს და ჩვენი დრო რომ მოვა ვეკითხებით: ბათუმის მატარებელზე დღევანდელი დაგრჩათ რამე? პასუხი რა თქმა უნდა უარყოფითია და საერთოდ, დღეს კი არა ზეგამდე ყველაფერი გაყიდულია, 5.5 ლარიანი ,,პლაცკარტი” კი 1 კვირის მანძილზეა გაყიდული… აი ამ დროს კი ირთვება გონება (ანუ იხსენებთ ამ რჩევას ) და იმართება შემდეგი დიალოგი:

– ოზურგეთის მატარებელზე გაქვთ დღევანდელი ბილეთი?
– გვაქვს ,,პლაცკარტი” 5.5 ლარიანი.
-გადასარევია : )
– სადამდე გნებავთ?
– ურეკამდე…

ასე და ამგვარად დილის 5 საათისთვის ხართ ურეკში და იქიდან გინდათ ტაქსის გაყევით, გინდათ სამარშრუტო ტაქსის დაელოდეთ და გინდათ ბათუმის – მატარებელს…

როგორ მოვიქეცი მე: ანუ რა შუაშია 3 მატარებელი? ე.ი. აფრიკიდან მეტროთი ,,ვაგზლამდე” (მეტროც მატარებელია), შემდეგ ურეკამდე და ნახევარი საათის ლოდინის შემდეგ ბათუმის მატარებლით – ქობულეთამდე…

ტარიფები:

აფრიკა – ,,მეტრო სამგორი” – 40 თეთრი (,,მარშუტკა”)

,,სამგორი” – ,,ვაგზალი” – 20 თეთრი (სტუდენტური)

,,ვაგზალი” – ურეკი – 5.5 ლარი (მატარებელი)

ურეკი – ქობულეთი – 1 ლარი (მატარებელი)

ჯამში 7.1 ლარი – აფრიკა – ქობულეთი!

ჰაა ვარ თუ არა ,,ეკონომ პაკეტი”?