მე და მაკარტნი ,,Beatles Club”-ში

რა საშინელებაა დილაადრიან ნაბახუსევზე გაღვიძება, როცა თავი გისკდება, ,,მაღლივში” კი გამოცდა არ ითმენს… არადა წინა დღე-ღამე ისეთი ბედნიერი იყო, რომ საერთოდ არ გაგხსენებია გამოცდა, რომ გაგხსენებოდა მიანც ,,დაიკიდებდი”, რადგან შენი საყვარელი მუსიკოსის დაბადების დღეზე იყავი და მთელი ღამე, პერსონალურად, შენთვის მღეროდა…

გუშინ 18 ივნისი იყო და არავითარი საქმე არ მქონდა, მთელი დღე სახლში ჯდომას და დასვენებას ვაპირებდი… საღამოს 7 საათი იქნებოდა, როცა ტელეფონმა დარეკა, დავხედე ეკრანს და ,,Paul” აწერია… ,,ვა, მაკარტნი რეკავს, არადა რამდენი ხანია რა გავხსენებივარ”:

– გისმენ პოლ, რამ გაგახსენა ჩემი თავი, სად დამეკარგე შე უნამუსო კაცო?

– რავი ქილიფ, ტურნე-ტურნე, ტურნე-ტურნე აღარ შემიძლია უკვე, დღევანდელი დღეც ძლივს გამოვჭერი და ჩამოვედი. კიდე მე ვარ უნამუსო? არ გცხვენია ბიჭო? მე უნდა გირეკავდე დღეს?

– დღეს რა, რითია განსაკუთრებული დღე? გორდონ ბრაუნი მოკვდა თუ ჯონის წლისთავია?

– რა რიცხვია ბიჭო დღეს? უნამუსო ხარ აბა რა ხარ? არ იყავი ამ დარეკვის ღირსი…

– 18 ივნი… ვაიმე პოოლ! ჩემი სიკვდილი, რამ დამავიწყდა? აუ მართლა შემაგინე თუ გინდა, ნამდვილად ღირსი ვარ, როგორ უნდა დამვიწყებოდა შენი დაბადების დღე? 68-ის გახდი ხო?… აუ მაპატიე და გილოცავ რა! ხო იცი როგორ მიყვარხარ, გავითიშე უბრალოდ…

– კარგი ხო, ვიცი რა დაბნეულიც ხარ ბოლო დროს და შენგან რა უნდა მეწყინოს, რამდენი ხანია არ მინახიხარ, მომენატრე… სად ხარ ახლა?

– სად ვიქნები, სახლში ვზივარ და მახათს ვეძებ.

– უახლოესი მეგობრები არიან აგერ ,,Beatles Club”-ში რუსთაველზე და გამოირბინე რა, შენს გარეშე არ ვიწყებთ.

– აუ მაგ უბედურებაში რამ ჩაგიყვანათ? თუმცა რამდენს შვება სახელი?  კაი ხო 20 წუთში მანდ ვარ…

უცბად გადავიცვი მაისური, ჩავიცვი კედები, გავაჩერე ტაქსი, დავევაჭრე (როგორც ყოველთვის) და 15 წუთში კლუბში ვიყავი კიბეზე… პირველივე, პოლი გამომეგება და როგორც 20 წლის უნახავ მეგობრებს შეეფერება, ისე გადავეხვიეთ ერთმანეთს… ჩახუტების შემდეგ ჯიბეში 50 ლარიანი ,,ჩავუკუჭე” და მოვუბოდიშე: ვერაფრის ყიდვა ვერ მოვასწარი-თქო… გამიღიმა, ხელი გადამხვია და მაგიდასთან დამსვა, თან მეგობრებს მაცნობდა ნელ-ნელა… არცერთს არ ვიცნობდი და სახეზეც არავინ მყავდა ნანახი, მაგრამ ეტყობოდათ, კარგი ხალხი უნდა ყოფილიყვნენ…

პოლმა ჭაჭა შემოდგა მაგიდაზე და მომმართა: ,,შენს საპატივცემულოდ დღეს მხოლოდ ჭაჭა დაილევა, ყველა დაკრული სიმღერა კი მხოლოდ შენ მოგეძღვნება”! დავიბენი… გაკვირვებულმა ვკითხე: ,,კი მაგრამ დღეს ჩემი დაბადების დღეა თუ შენი”? გამიღიმა და მეგობრებს მიუბრუნდა: ,,ეს კაცი ისე მომენატრა, რომ დღევანდელი დღე მხოლოდ მას მინდა მივუძღვნა, იმედია წინააღმდეგი არც თქვენ იქნებით და მოდით მოვილხინოთ, ისე, როგორც ამ ქვეყანაშია მიღებული”…


ბევრი რომ არ გავაგრძელო, მართლა ქართულად ჩავთვერით და ფეხზე ძლივს ვიდექით, მაგრამ არავითარი შელაპარაკება, ,,გამო გარეთ ვიბაზროთ” და ,,კაი ბიჭების ძმა ვარ, ბიჭო” არ ყოფილა… მთვრალი პოლი არაჩვეულებრივად მღეროდა და ბოლოს მთხოვა: ,,კიდევ ერთ სიმღერას მოგიძღვნი, ოღონდ შენც უნდა მიძღვნა შენეული ,,ბრეიქ-დანსი”. რა პრობლემაა თქო და ,,Simply Having A Wonderful Christmas Time”-ის გაგონებაზე მაშინვე ავცეკვდი, მაგრამ მოულოდნელად ხელი რაღაცას ძალიან მწარედ ჩამოვარტყი და…


… და ასე გამომეღვიძა თავატკიებულს გამოცდის წინ… არაუშავს, გამოცდას როგორმე დავწერ, ეს მოგონება კი ცხოვრების ბოლომდე გამყვება…

Happy Birthday Paul

ლენონი საფლავში ბრუნავს, მაკარტნი – რა წყალში გადავარდეს?!

არ შემეძლო არ დამეწერა და ვინმესთვის მაინც არ გამენდო, ჩემი იმდღევანდელი ,,კივილის” ამბავი. საქმე იმაშია, რომ საერთოდ არ ვუყურებ ,,ჯეოსტარს” (არც დრო მაქვს ხოლმე მაგისთვის და არც სურვილი), მაგრამ ამ ორშაბათს არ ვმუშაობდი და დაწოლითაც ადრე დავწექი, თან პულტი გამიფუჭდა და დამეზარა გადასართავად ადგომა, ასე შევრჩი რუსთავი 2-ს, რომელზეც ჯეოსტარი გადიოდა. სიმართლე გითხრათ დამაინტერესა: მაინც არავის ვიცნობ, ოთხნი არიან დარჩენილნი, იმედია ,,კარგები” იქნებიან და ბარემ ვნახავ მეთქი… ვნახე და რა ვნახე?! ნეტა ჩამძინებოდა მაინც…
უმრავლესობისთვის, რაღა თქმა უნდა, ნაცნობია ლეგენდარული ,,Beatles”-ის სიმღერა სახელწოდებით ,,Help”, რომელიც ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი სიმღერაა ბავშვობიდან და ამ სიმღერის არაერთი შესრულება მაქვს მოსმენილი და თან ერთი-მეორეზე უკეთესები… ამ ღირსშესანიშნავ კონკურსზე კი ,,Help” შეასრულა ვინმე – ვაჟა მანიამ და ეს 2 წუთი და რამდენიმე წამი იყო ჩემი კივილის ხანგრძლივობის პერიოდი! არ მეგონა სიმღერის ასე დამახინჯება საერთოდ თუ იყო შესაძლებელი. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ამ ტიპს დიდად არც სმენა აქვს (არადა ნახევარფინალურ ეტაპზეა), არც ხმა და რაც შეეხება სიმღერის ტექსტს ეს საერთოდ სხვა თემაა… ტექსტმა მართლა გადამრია და ვერ მოვითმინე, რომ Youtube–ზე არ მენახა დღეს მანიას ნამღერი და ზუსტად არ ამომეწერა ტექსტი…

ჯერ გთავაზობთ ,,Help”-ის ტექსტს, შემდეგ კი ნახავთ ვაჟა მანიას სიმღერის ტექსტს:

Help, I need somebody,
Help, not just anybody,
Help, you know I need someone, help.

When I was younger, so much younger than today,
I never needed anybody’s help in any way.
But now these days are gone, I’m not so self assured,
Now I find I’ve changed my mind and opened up the doors.

Help me if you can, I’m feeling down
And I do appreciate you being round.
Help me, get my feet back on the ground,
Won’t you please, please help me.

And now my life has changed in oh so many ways,
My independence seems to vanish in the haze.
But every now and then I feel so insecure,
I know that I just need you like I’ve never done before.

Help me if you can, I’m feeling down
And I do appreciate you being round.
Help me, get my feet back on the ground,
Won’t you please, please help me.

When I was younger, so much younger than today,
I never needed anybody’s help in any way.
But now these daya are gone, I’m not so self assured,
Now I find I’ve changed my mind and opened up the doors.

Help me if you can, I’m feeling down
And I do appreciate you being round.
Help me, get my feet back on the ground,
Won’t you please, please help me, help me, help me, oh.

ეს კი ,,ჯეოსტარული” ,,Help”:

Help, I need somebody,
Help, not just anybody,
Help…

When I was younger, so much younger than today,
Now I find I’ve changed my mind and opened up the doors.
But every now and then I feel so insecure,
Now I find I’ve changed my mind and opened up the doors.

Help me if you can, I’m feeling down
And I do appreciate you being round.
Help me, get my feet back on the ground,
Won’t you please, please help me.

And now my life has changed in oh so many ways,
Now I find I’ve changed my mind and opened up the doors.
And now my life has changed in oh so many ways,
Now I find I’ve changed my mind and opened up the doors.

Help me if you can, I’m feeling down
And I do appreciate you being round.
Help me, get my feet back on the ground,
Won’t you please, please help me.

When I was younger, so much younger than today,
Now I find I’ve changed my mind and opened up the doors.
And now my life has changed in oh so many ways,
Now I find I’ve changed my mind and opened up the doors.

Help me if you can, I’m feeling down
And I do appreciate you being round.
Help me, get my feet back on the ground,
Won’t you please, please help me.
Help meee…

ნუ ვინც ყურადღებით წაიკითხა ეს ტექტები, შეამჩნევდა, რომ მანიას ძალიან უყვარს – Now I find I’ve changed my mind and opened up the doors – რასაც იმეორებს და იმეორებს, თუმცა სხვა ტაეპებს საერთოდ არ სწყალობს და თვლის, რომ ეს სიმღერა მათ გარეშეც მშვენიერია, მთავარი ხომ მაინც ,,Now I find I’ve changed my mind and opened up the doors”-ია…

P.S. ორშაბათს ვაჟა მანია SMS-ლიდერი გახდა და ჟიურიმაც არ დაიშურა მის მიმართ კომპლიმენტები…

ჯეოსტარი! ვაჟა მანია ყლე! ყლეთა ყლე! ბაჯაღლო ყლე! ვაჟა მანია ყლეა! უნიჭო დეგენერატი! ჯეოსტარის სირცხვილი! ბოზი! ნაბოზარი! ნაბოზვარი!