სონი ემორი და ,,Cachet Fusion”

This slideshow requires JavaScript.

მართალია თბილის 14-ე ჯაზ ფესტივალი ჩარლზ ლოიდმა გახსნა, მაგრამ ეფექტურ გახსნას კიდევ უფრო ეფექტური გაგრძელება მოჰყვა იმავე საღამოს, ივენთ ჰოლში, სადაც გრემის მფლობელი დრამერი სონი ემორი, უმაგრეს ჯგუფ ,,Cachet Fusion”-თან ერთად წარსდგა მსმენელის წინაშე. მუსიკოსებმა  ივენთ ჰოლში ისეთი ,,ცეცხლი დაანთეს”, დიდ საკონცერტო დარბაზში, მართლა რომ ხანძარი გაჩენილიყო, ალბათ სულ დაიწვებოდა მთელი ფილარმონია, რადგან არცერთი მეხანძრე არ ავიდოდა საქმის გასაკეთებლად და ივენთ ჰოლში დარჩენას გადაწყვეტდა. Read more of this post

თბილისს ,,სიამოვნების მომტანი ტალღა” უახლოვდება

წლევანდელი ,,შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი” ტრადიციულად, დახუნძლული იყო ვარსკვლავებით,  ბათუმის ქუჩებში ხარისხიანი მუსიკა ჟღერდა და ამ ქუჩებს მომავალ ზაფხულამდე ემახსოვრება ის ჰანგები, რომლებიც მეისი გრეიმ, იელოუჯეკეტსმა და სტენლი ჯორდანმა დაუტოვა, 2012-ში კი ახალ მელოდიებს აჩუქებს Eastern Promotion-ი, შემდეგ ისინი დარჩებათ სამომავალწლოდ და ასე დაუსრულებლად… (იმედია).

სანამ ბათუმი ,,ივლისის მელოდიებს” ღიღინებს, თბილისი ოქტომბრის დაუვიწყარი საღამოებისთვის ემზადება. ამ ორ ქალაქს შორის გამართულ, თითქოს და, კონკურენტულ მუსიკალურ პაექრობას 27-30 ოქტომბერს Charles Lloyd-ისა და თამაზ ყურაშვილის კვარტეტები, Larry Coryell-ის ტრიო და Sonny Emory შეუერთდებიან, საბოლოო დარტყმას კი 4 გრემის მფლობელი, ნეო-სოულის დედოფალი ერიკა ბადუ (Erykah Badu) განახორციელებს.

იმის გამო, რომ წელს ბათუმში მხოლოდ რამდენიმე კონცერტს დავესწარი, ცოცხლად მოსმენილი ჯაზის აშკარა უკმარისობა დამრჩა, დიახ, ვთვლი რომ ცოცხლად მოსმენილი ჯაზი 51-ჯერ უფრო სასიამოვნოა ვიდრე აიპოდში მოსმენილი, 51-ჯერ ეფექტურია ვიდრე, სახლში, უზარმაზარი ხმის გამაძლიერებლებით მოსმენილი, 51-ჯერ სანახაობრივია ვიდრე youtube-ზე ნანახი ლაივი და 51-ჯერ დაუვიწყარია ვიდრე, ნებისმიერი სხვა ჟანრის მუსიკალური კონცერტი. Read more of this post

ივენთ ჰოლი ,,ცეცხლოვანი” ბლუზის მოლოდინში

საქართველოს ბანკისა და ექსკლუზიური პერსონალური საბანკო მომსახურება SOLO -ს ტრადიცია გრძელდება… ჯაზ-სერიები კი სრულდება და სრულდება ნიუ-ორლეანელი ცეცხლოვანი აკორდეონისტის – დვეინ დოპსის ბლუზური საღამოთი…

არ იცით ვინ არის დვეინ დოპსი? არაუშავს… არც მე ვიცოდი, სანამ მისი ჩამოსვლის ამბავს გავიგებდი… მაგრამ რომ გავიგე ოოო… მხოლოდ მაშინ ვინანე, რომ მანამდე არ ვიცნობდი. კარგი ვინმე ყოფილა, გადასარევი და ,,ჩასაყლაპიო” (ასეც ამბობენ), თუმცა მამამისი ზაიდეკოს (ბლუზის ერთერთი მიმდინარეობა) მეფე (როკინ დოპსი) ყოფილა და რა გასაკვირია თუ შვილი არანაკლებ ნიჭიერი გამოვიდა? – მამულს ხომ ის ურჩევბნია, რომ შვილი მამას ჯობდეს? Read more of this post