ფრანგის თვალით დანახული თბილისი

This slideshow requires JavaScript.


გუშინ, ოფიცერთა სახლში ვიყავი ძალიან მაგარ გამოფენაზე, სახელწოდებით ,,Portraits De Ville” (,,ქალაქის სახეები”)…  გამოფენის ავტორია ფრანგი ფოტოგრაფი ვინსენტ ლაპარტიენი (Vincent Lappartient). ამ გამოფენამდე ვინსენტმა საქართველოში განახორციელა 2 პროექტი: ,,Vestiaires” (,,რეპორტაჟი პოდიუმის მიღმა”) და ,,Vine to Wine”…

ახლა კი რუსთაველის 16 ნომერში მისი შექმნილი წიგნის ,,თბილისი”-ს ნახვაა შესაძლებელი… 6 თვის მანძილზე ფოტოგრაფი 6-ჯერ ჩამოვიდა თბილისში და თითო კვირა მუშაობდა, შედეგად მისი თვალით დანახული თბილისი ერთ წიგნად გამოიცა. გამოფნაზე წარმოდგენილია ის ფოტოებიც, რომლებიც წიგნში არ არის შეტანილი, მაგრამ ფოტოაპარატის ობიექტივში მოხვდნენ. Read more of this post

ძველი თბილისის ქუჩებში, ძროხები ბალახს ძოვენო

მომენატრა თბილისი და აფრიკა,

,,2” ნომრით ჯაყჯაყი და მთაწმინდა,

ლექციიდან მოთენთილი გამოსვლა,

ტარასასთან* კათხა ლუდის გამოცლა…

,,მელიქიშვილის გამზირი

ია, ვარდი და ბზა,

ამაღამ შენთან მოვდივარ

კარი დატოვე ღя”

მომენატრა უშნო გოგოს დანახვა

და ქილიკი მის თეძოზე ხმადაბლა,

ტარასასთან კათხა ლუდის გამოცლა,

იმ გოგოსთან ჩახუტება, ანცობა…

,,არა, არა მოგიტაცეებ

9 მთას გადაგატარეებ,

სიყვარული შენ ჩემს გულში

ხანჯლად გადაატარეე…”

მომენატრა ხალხი ერთფეროვანი

ლაკის ტუფლი, შავი ფერის ,,ფოხანი”,

მომენატრა ხალხი ერთსულოვანი

ჭიქა ღვინით ღმერთის დღეგრძელობანი.

,,ღვინო, დუდუკი, ქალები…

შეგვეწიოს წმინდა სალოცავები!”

ფეკალური მასით სავსე ქუჩები,

ცხვირის მწველი, ვაჟკაცური სუნები…

ზასაობით დაბუშტული ტუჩები,

ჩუკენობით დაბერილი კუნთები…

,,სიყვარულო, ძალსა შენსა

ვინ არს რომე არ ჰმონებდეს?!

ვინ არს რომე ხელს სარეცლად,

ტუჩს საღეჭად არ იხდიდეს?!…”

,,თბილისოო, მზის და ვარდების მხარეოო,

დასახიჩრებულ სახეზეე, დღეს ჩადრი აიფარეოო…”

————————————-

ტარასასთან* – უნივერსიტეტის I კორპუსის (თსუ) წინ დგას (ზის) ტარას შევჩენკოს ძეგლი (ავტ. შენიშვნა)