სონი ემორი და ,,Cachet Fusion”

This slideshow requires JavaScript.

მართალია თბილის 14-ე ჯაზ ფესტივალი ჩარლზ ლოიდმა გახსნა, მაგრამ ეფექტურ გახსნას კიდევ უფრო ეფექტური გაგრძელება მოჰყვა იმავე საღამოს, ივენთ ჰოლში, სადაც გრემის მფლობელი დრამერი სონი ემორი, უმაგრეს ჯგუფ ,,Cachet Fusion”-თან ერთად წარსდგა მსმენელის წინაშე. მუსიკოსებმა  ივენთ ჰოლში ისეთი ,,ცეცხლი დაანთეს”, დიდ საკონცერტო დარბაზში, მართლა რომ ხანძარი გაჩენილიყო, ალბათ სულ დაიწვებოდა მთელი ფილარმონია, რადგან არცერთი მეხანძრე არ ავიდოდა საქმის გასაკეთებლად და ივენთ ჰოლში დარჩენას გადაწყვეტდა. Read more of this post

Advertisements

Start of Tbilisi Jazz Fest

This slideshow requires JavaScript.

თბილისის 14-ე ჯაზ-ფესტივალი გახსნილია და ის ჩარლზ ლოიდის კვარტეტმა გახსნა, შემადგენლობით:

Charles Lloyd – Sax

Jason Moran – Piano

Reuben Rogers – Bass

Eric Harland – Drums

მათ მერე კი დიდი საკონცერტო დარბაზის სცენა, თამაზ ყურაშვილის კვარტეტმა დაიკავა:

Tamaz Kurashvili – Bass

Alex Golovnia – Sax

Jacob Okun – Piano

Sasha Mashin – Drums

ორივე ბენდი ძალიან მაგარი იყო და პირადად მე დიდი სიამოვნება მივიღე მათი მოსმენით… უბრალოდ, ერთი სამწუხარო ფაქტი მინდა აღვნიშნო: როცა, ჩარლზ ლოიდის კვარტეტმა ბისზე გამოსვლის შემდეგ ორი კომპოზიცია დაუკრა და მსმენელს დაემშვიდობა,  თამაზ ყურაშვილის ბენდის გამოსვლამდე 10-15 წუთიანი შესვენება გამოცხადდა, ამ 10 წუთში კი მოხდა ის, რაც ,,დინამოზე” საქართველოს ეროვნული ნაკრების დამარცხების შემთხვევაში ბოლო წუთებზე ხდება ხოლმე – მსმენელთა 30%-ზე მეტი დარბაზიდან გასვლის შემდეგ უკან აღარ დაბრუნებულა და მანქანების ღმუილითა და ტაქსის გაჩერებით დატოვებს ფილარმონია… დარჩენილებმა კი ბისზე გამოსვლაც არ მოსთხოვა ბენდს, რომელიც არაფრით ჩამოუვარდებოდა ჩარლზ ლოიდის კვარტეტს და მაქსიმალური მონდომებითა და ოსტატობით ასრულებდა უმაგრეს კომპოზიციებს… Read more of this post

თბილისს ,,სიამოვნების მომტანი ტალღა” უახლოვდება

წლევანდელი ,,შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი” ტრადიციულად, დახუნძლული იყო ვარსკვლავებით,  ბათუმის ქუჩებში ხარისხიანი მუსიკა ჟღერდა და ამ ქუჩებს მომავალ ზაფხულამდე ემახსოვრება ის ჰანგები, რომლებიც მეისი გრეიმ, იელოუჯეკეტსმა და სტენლი ჯორდანმა დაუტოვა, 2012-ში კი ახალ მელოდიებს აჩუქებს Eastern Promotion-ი, შემდეგ ისინი დარჩებათ სამომავალწლოდ და ასე დაუსრულებლად… (იმედია).

სანამ ბათუმი ,,ივლისის მელოდიებს” ღიღინებს, თბილისი ოქტომბრის დაუვიწყარი საღამოებისთვის ემზადება. ამ ორ ქალაქს შორის გამართულ, თითქოს და, კონკურენტულ მუსიკალურ პაექრობას 27-30 ოქტომბერს Charles Lloyd-ისა და თამაზ ყურაშვილის კვარტეტები, Larry Coryell-ის ტრიო და Sonny Emory შეუერთდებიან, საბოლოო დარტყმას კი 4 გრემის მფლობელი, ნეო-სოულის დედოფალი ერიკა ბადუ (Erykah Badu) განახორციელებს.

იმის გამო, რომ წელს ბათუმში მხოლოდ რამდენიმე კონცერტს დავესწარი, ცოცხლად მოსმენილი ჯაზის აშკარა უკმარისობა დამრჩა, დიახ, ვთვლი რომ ცოცხლად მოსმენილი ჯაზი 51-ჯერ უფრო სასიამოვნოა ვიდრე აიპოდში მოსმენილი, 51-ჯერ ეფექტურია ვიდრე, სახლში, უზარმაზარი ხმის გამაძლიერებლებით მოსმენილი, 51-ჯერ სანახაობრივია ვიდრე youtube-ზე ნანახი ლაივი და 51-ჯერ დაუვიწყარია ვიდრე, ნებისმიერი სხვა ჟანრის მუსიკალური კონცერტი. Read more of this post