სამარშრუტო ტაქსით იაფად მგზავრობის საიდუმლო

,,მარშუტკების” 80 თეთრამდე გაძვირებამ დიდი უკმაყოფილება და პროტესტი გამოიწვია (დიდის რა მოგახსენოთ, მაგრამ ჰო…). ჩემთვისაც უსიამოვნო იყო ეს ფაქტი, ვფიქრობდი მეტრო-ავტობუსს არ ავცდები-მეთქი, მაგრამ ზოგჯერ გადაჯდომა-გადმოჯდომა და ნახევარი საათი გაჩერებაზე დგომა დამღლელია, რაც გაფიქრებინებს 40 თეთრის დედაც ვატირე ოღონდ მე ვიყო კარგადო და ადიხარ ,,მარშუტკაში”, ჩასვლისას ხელის კანკალით აძლევ მძღოლს 80 თეთრს და ფიქრობ, რომ კარგი მოზრდილი ბანანი ჩაუდე ხელში იმ ,,საისკვდილეს”. თუ მეგობარი დაგემგზავრა და გადაგიხადა, უხერხულობას გაგრძნობინებს მისი ფიქრები, მაგრამ დაზოგილი ფულით ბანანს ყიდულობ  და სიამოვნებისგან იკიდებ მის ,,წყევლა-კრულვას”. Read more of this post

Advertisements

რა კავშირი აქვს ელექტრო ენერგიას ნაგავთან?!

ყველა ალაპარაკდა თბილისის მერიის ახალ ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც დასუფთავების გადასახადი უნდა გადავიხადოთ გამოყენებულ ელექტრო ენერგიასთან შეფარდებით (1 კვტ ელ.ენერგიაზე 0.05 ლარი). ინიციატივას ჰყავს მომხრეები და მოწინააღმდეგეები, აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები, მაგრამ მე არ მესმის ძალიან მარტივი რამ: რა კავშირი აქვს ელექტრო ენერგიას ნაგავთან, ან ნაგავს ელექტრო ენერგიასთან? Read more of this post

განცხადება გუდიაშვილის მოედნის შენარჩუნების და გადარჩენის შესახებ

                 

     პეტიცია 

 ბოლო პერიოდში, საზოგადოების ინტერესის საგნად იქცა . გუდიაშვილის სახელობის მოედნის შემდგომი ბედის საკითხი. ცნობილი გახდა, რომ ამჟამად, ქ. თბილისის მერია აწარმოებს მოლაპარაკებას ინვესტორთან გუდიაშვილის მოედნზე არსებულ შენობებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, უკვე ტრადიციად ქცეული არასწორი რეაბილიტაციის გამო, არსებობს რეალური საშიშროება, შენობათა ავარიული მდგომარეობის მიზეზით დაიკარგოს თბილისის ერთ-ერთი უძველესი მოედანი და მის გარშემო ჩამოყალიბებული ისტორიული, ურბანული ღირებულების მქონე ქსოვილი.

 

– რამდენადაც, ჩვენ სათანადოდ ვაფასებთ ინვესტორის სურვილს, წვლილი შეიტანოს გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის საქმეში.

– ვინაიდან, ეს მოედანი, რომლის ადგილი და გეგმა შუა საუკუნეებიდანაა შემორჩენილი და ამჟამად XIX საუკუნის მეორე ნახევრის და XX საუკუნის შენობათა ანსამბლს წარმოადგენს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრია ძველი ქალაქისათვის და თბილისის მოქალაქეების თავშეყრის, საყვარელ ადგილს წარმოადგენს.

– ვინაიდან, მისი იერსახე, მიუხედავად ორი უსახური თანამედროვე შენობისა, დღესაც ინარჩუნებს ავთენტურობის მაღალ ხარისხს, როგორც არქიტექტურული, ასევე გეგმარებითი თვალსაზრისით.

Read more of this post