ჩემი Facebook Friend-ების 10 საუკეთესო სტატუსი #5

David Doody Kurdadze
მამა ასეირნებს შვილს ქუჩაში და გამვლელი ქალი მოიხიბლება:
-რა ჩასაყლაპი ბავშვია.
-თავის დროზე უნდა ჩაეყლაპა დედამისს.

Archil Machavariani
Когда вы умираете от голода вместе с тигром, тигр умирает последним.

ანრი ბეილი
ზვიადაური რომ პიდარასტი ყოფილიყო, ჯოყოლა მასთან პურს არ გატეხდა (C) გაზეთი “საქართველოს რესპუბლიკა” :დდ

Lado Lomidze
დედა ეჩხუბება შვილს:- ბიჭთან რომ წვებოდი, თავი სად გქონდა?
თავი- უკანა სიდენიაზე

Antime Anme
Приятно лежать на голом полу… Особенно, если пол противоположный.

Tariel Gasitashvili
Идут парень с девушкой
-Что молчишь?
-Хочу и молчу.
-ХОЧЕШЬ и МОЛЧИШЬ???!!!

David Paitchadze
ეს ნუგზარ ერგემლიძე (პარლამენტის წევრი) მე ყოფილი მომღერალი მეგონა და მოქმედი მხატვარი არ ყოფილა?

Geo Rgashvili
ახალი პროექტი:
50 ქალი, რომელიც უნდა იმასქნა, სანამ ცოცხალი ხარ!

Erre Bourbon
ნამდვილი პროგრამისტი არასდროს მოკვდება შიმშილით ..თუ საჭმელი შემოაკლდება – კლავიატურიდან გადმოყრილი ნამცეცები ერთ კვირას მაინც ეყოფა :))

Beqa Adamashvili
1779 წლის 14 თებერვალი. დიალოგი ველურებს შორის:
–Mother, mother… I am hungry! what we have for dinner?
-Wait a minute, son! we are going to cook Cook!

ეს კი ბონუს ვიდეოა, რომელიც ბოლო სტატუსმა გამახსენა

Part 1

Part 2

Part 3

Part 4

Advertisements

,,გეყოფათ, რაც მასხრად მიგდეთ, წყეულებო!”

ეს კიდევ ერთი ნაწყვეტია ვისოცკის ,,დელფინები და გიჟები (შეშლილის ჩანაწერები ანუ სიცოცხლე ძილის გარეშე)”-დან, მაგრამ ამჯერად სახალისო და ღიმილით წასაკითხი…

,,ერთმა, გამოჯანმრთელების გზაზე დამდგარმა ავადმყოფმა მთავარი ექიმის სახელზე განცხადება დაწერა. აი ტექსტი – სიტყვასიტყვით გთავაზობთ:

,,მე ქვემორე ხელისმომწერი, სამუელ იაკობის ძე სოლოვეიჩიკი, ეროვნებით სომეხი, თუ გნებავთ – არა სომეხი, 43 წლის, აქედან 12 თქვენ მოგიძღვენით, ჩემო პატივცემულო მეგობარო, სადღესასწაულოდ და გამგებთა თანდასწრებით ვაცხადებ, რომ:

  1. ჩემი წნევა მერყეობს ერთსა და იმავე საზღვრებში -1230-1240 კვ.კმ./წმ;
  2. ჩემი პულსია – 3-3,5 დარტყმა საათში;
  3. როე – 12 მეგაჰერცი რაუნდში;
  4. შარდი – მუდამ იისფერია;
  5. პრეტენზიები არ მაქვს;
ზემოთაღნიშნულთან დაკავშირებით, თავს, ბოლოს და ბოლოს მივიჩნევ გამოჯანმრთელებულად და აბსოლუტურად, გესმით, აბსოლუტურად ნორმალურად. გთხოვთ, გამიშვათ და გადამცეთ ჩემს შინაყმებს, რომელიც გუშინ გაწერეთ ამ საავადმყოფოდან (თქვენ ხომ ერთხელაც არ მოგვეცით საშუალება, ერთმანეთს შევხვედროდით), რომლებიც გულმხურვალედ მიყვარს. იმედია, მათაც ვუყვარვარ.

გეყოფათ, რაც მასხრად მიგდეთ, წყეულებო!
სიყვარულითა და პატივისცემით,

ი. სოლოვი”

დელფინები და გიჟები (შეშლილის ჩანაწერები ანუ სიცოცხლე ძილის გარეშე)

ეს 2 დღეა ვლადიმერ ვისოცკის მოთხრობებს ვკითხულობ და კიდევ უფრო შემიყვარდა ეს კაცი… მანამდე მიყვარდა როგორც მომღერალი, პოეტი და მსახიობი, დღეს კი დავრწმუნდი რომ ,,უნივერსალი” იყო ეს კაცი, ,,უნივერსალურ ჯარისკაც” – ვან დამზე მაგარიც კი… მოკლედ, ახლა მინდა 1 მოთხრობიდან, რომელსაც ,,დელფინები და გიჟები (შეშლილის ჩანაწერები ანუ სიცოცხლე ძილის გარეშე)” ჰქვია და რომელსაც წინ უძღვის ავტორის სიტყვები:
,,ყველაფერი, ჩემ მიერ ქვემოთ აღწერილი,
არ ექვემდებარება არაფერს და
არც არავის საკუთრებაა.
ასეა…

1 ნაწყვეტი მოვიყვანო, რომელიც პირადად მე ძალიან მომეწონა… დავიწყებ:

…დღეს ძიძამ ,,ჩვენო ლამაზო” მიწოდა და თქვა, რომ მე ყველაზე წყნარებს (შეშლილებს) შორის ყველაზე დისციპლინირებული გავხდი.

კარგია ეს თუ ცუდი? To be or not to be – საკითხავი, აი ეს არის. ლათინურად ვწერ, იმიტომ რომ ინგლისური არ ვიცი. არ მქონია სურვილი, მესწავლა. ამ ენაზე ხომ არ მეტყველებდა ლენინი , ინგლისურად მხოლოდ ვალტერ სკოტი და დარვინი საუბრობდნენ, ის კი მაიმუნების მხარეს იყო.

ღამის 3 საათსა და 30 წუთზე ერთმა ახალგაზრდა იდიოტმა გვერდში მუჯლუგუნი მკრა და შემატყობინა, რომ ტრამვაი აღარ დადის, და რომ უკანასკნელმა, ანუ ორმოცდამეშვიდემ ორი საათის წინ ჩაიარა. რპგპრც ჩანს – კონდუქტორებს, პარკის თანამშრომლებს და შემთხვევით გამვლელებს არიგებდა სახლებში. ქუჩაში უკანასკნელი ტროლეიბუსი მიჰქრის. ეხ, მაინც რა მშვენიერია სიცოცხლე!

ექიმო, არ მინდა ამ წამლის დალევა. იპოტენციას იწვევს. იწვევს-მეთქი! იწვევს! იწვეეევს! ეშმაკმა დალახვროს, კარგი, ოღონდ უკანასკნელად! აი, ისევ! ხომ გთხოვეთ, ხელში-მეთქი?!

გუშინ ვიღაც დამესიზმრა – რაღაც შუალედური ბრიჯიტ ბარდოსა და ივ მონტანს შორის. ალბათ ნიმფონია დამეწყო. ამბობენ, ბრიჯიტი არ ცხოვრობს ქმართან, იმიტომ, რომ არ უნდაო. რა გრანდიოზულია: არ უნდა და მორჩა! არ ცხოვრობს! აქ კი, გაბედე! არა! საფიქრალიც არაფერია! გავალ აქედან – მაიძულებენ. მათ ყველაფერი შეუძლიათ გაიძულონ. მტარვალები! გერმანელები საკონცენტრაციო ბანაკებში, მკვლელები – თეთრ ხალათებში, ესკულაპები! ჰიპოკრატები და მორჩა! ეჰ, მსოფლიოს ბედი რომ არა! ეს რომ არა! სწორედ ეს!

ჩემი მეექვსე გრძნობით, მთელი არსებით, ღმერთის მიერ ბოძებული გონებით დარწმუნებული ვარ, რომ ნორმალური ვარ. მაგრამ ვის დაარწმუნებ. ან ღირს კი?

თქვა ღმერთმა: – და ამექავება ხელები ჩემნი, და შემოვაწვდენ შენს ნეკნებს და დავამსხვრევ მათ! ასე მოუვა ჩემს სატკივარსაც – ექიმი დამპირდა, ხუთშაბათსო და ასეც იქნება. ყველა წინასწარმეტყველი – იოანე, ისააკი, სოლომონი, მოსე და კიდევ სხვები, მართალი იყვნენ – ცხოვრობდა უფალი, ჯვარს აცვეს, აღსდგა და დღესაც ცოცხლობს. იდიდოს! დანარჩენი კი, მოყვასის სიყვარულის, ერთ ლოყაში გარტყმის შემდეგ მეორის მიშვერის, აგრეთვე – არ უცქირო, არ უსმინო, არ ისუნთქო – როცა არ გთხოვენ, და დანარჩენი სისულელე – ხალხური ზეპირსიტყვიერების წყალობითაა დამატებული. აი კიდევ – ,,არა ჰკლა!” – ეს სწორია. არ უნდა მოკლა. ცოდვაა, ან რა დააშავა, რისთვის კლავ?..