Best Feedback From Facebook Fan Page

უნდა მოგიყვეთ პატარა ამბავი, რომელიც მეტად მოულოდნელი და ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის… Facebook-ზე Elit Electronics-ის Fan Page-ზე დავასტატუსე შემდეგი ტექსტი:

არ გინდათ რომ კონსულტანტებს მეტი ყურადღებიანობისკენ მოუწოდოთ? ანუ დახმარებას და კონსულტაციის გაწევას რომ ცდილობდნენ და არა კლიენტის თავიდან მოშორებას?

მაგ: შევედი ერთერთ ფილიალში და მინდოდა ტაფა, მითხრეს აღარ გვაქვს ტაფაო. იქნებ მითხრათ სხვა ფილიალი სადაც ექნებათ და იქ მივალ მეთქი. მათი პასუხი იყო: ,,წაბრძდით ვაგზალზე ან მარჯანიშვილზე და შეიძლება ქონდეთ, მარა ნამდვილად არ ვიცი ექნებათ თუ არა”…

ანალოგიურ შემთხვევაში ნებისმიერი წესიერი კომპანიის წესიერი თანამშრომელი აიღებს ყურმილს და გადარეკავს სხვა ფილიალებში და გაიგებს საერთოდ შემორჩენილია თუ არა სადმე ტაფა და ეტყვიან კონკრეტულად სად უნდა მივიდეს კლიენტი…

გვერდის ადმინისტრატორისგან მივიღე პასუხი კითხვის სახით: Read more of this post

მე, ტანია მარია და ჩემი მოლოდინი

ის სან ლუისში დაიბადა, მე – თბილისში.

ორივემ 7 წლის ასაკში დავიწყეთ პიანინოზე დაკვრა… ის ბრაზილიურ, კლასიკურ მელოდიებს უკრავდა, მე მხოლოდ ,,დავლევ, დავლევ აბა რას ვიზამ?“ ვიცოდი.

ის 13 წლის ასაკში იმ მუსიკალური ჯგუფის ლიდერი იყო, რომელმაც ადგილობრივ კონკურსში გაიმარჯვა და მთავარი პრიზი აიღო. მე 13 წლის ვიყავი, როცა ,,კადეტთა კორპუსში“ ჩავირიცხე (,,დავლევ“-ით ვერ გავყევი მუსიკას, თურმე სმენაც საჭირო ყოფილა)…

,,მე ბრაზილიელი ვარ და სიმღერა არის დიდებული ტრადიცია რაც გაგვაჩნია“ – ამბობს ის; ,,მე ქართველი ვარ და ღრეობა არის უძველესი ტრადიცია რაც გაგვაჩნია“ – ვამბობ მე…

მას ტანია მარია ჰქვია და მთელი მსოფილიო იცნობს, როგორც: პიანისტს, მომღერალს, კომოზიტორს, ხმის რეჟისორს, მუსიკალური ჯგუფის ხელმძღვანელს და ხანდახან ჯაზის დედოფლადაც მოიხსენიებენ ; ჩემი სახელი არავინ იცის და მიცნობენ, როგორც: ბლოგერს, სტუდენტს, ბლოგერს, სტუდენტს და ხანდახან ბლოგერ სტუდენტადაც მომიხსეინებენ…

არ ვიცი რატომ შევადარე თავი ტანია მარიას? ნუთუ იმიტომ, რომ დამენახა, რა მაქვს გაკეთებული წარმატების მისაღწევად? ალბათ… ამის დასანახად აუცილებელია წარმატებულ ადამიანს შეადარო თავი და რადგან, ბოლო დროს, ხშირად მესმის მისი სახელი, სწორედ ტანია მარია გამახსენდა… Read more of this post