უმაღლესი განათლება და უსამართლობა

 

 

 

 


გუშინ, 28 სექტემბერს ,,განათლების ხარისხის მართვის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა” ავტორიზაცია გაუუქმა ან საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი შეუცვალა 7 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას:

• შპს – თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი
• შპს – კავკასიის  აკადემიური ცენტრი
• შპს – საქართველოს საავტომობილო-საგზაო კოლეჯი
• შპს – სასწავლო უნივერსიტეტი  ”ინტერფარმი +”;
• შპს – ევროპული საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი;
• შპს – დავით გურამიშვილის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი ”იბერია”;
• შპს – ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტი

პირველ რიგში მებადება შეკითხვა: თუ ახლა ვერ აკმაყოფილებენ აკრედიტაციის მისაღებად არსებულ კრიტერიუმებს, საერთოდ როგორ გაიარეს აკრედიტაცია? რატო გაუუქმდა ავტორიზაცია მაშინ, როცა უამრავი სტუდენტი ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის შედეგად ჩაირიცხა ამ სასწავლებლებში? (ისინი რამდენიმე დღეში სწავლის დაწყებას ელოდნენ)…
Read more of this post

Advertisements

პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდები და ,,იდუმალებით მოცული” შეფასების სისტემა

მოგეხსენებათ, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რეფორმის შედეგად, პედაგოგებმა უნდა გაიარონ სასერტიფიაკციო გამოცდები. პირველი ეტაპი ჩატარდა 2010 წელს, რასაც საკმაოდ ,,ხმაურიანი” შედეგები მოჰყვა…

2010 წლის ზაფხულში პირველად ჩატარდება პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდები.

პირველ ეტაპზე სასერტიფიკაციო გამოცდებში მონაწილეობა სეუძლიათ მატემატიკის, ქართულისა და უცხოური ენების პედაგოგებს სურვილისამებრ.

გარდა საგნობრივი ტესტისა, ყველა პედაგოგი ჩააბარებს პროფესიული უნარების ტესტს.

naec.ge

ვინც გაიარა პირველი ტური, მათთვის, დღეს, 2011 წლის 10 აპრილს ჩატარდა გამოცდა ინგლისურსა და კომპიუტერში, მაგრამ ჩემთვის გაუგებარი რჩება ამ ტესტების შეფასების სისტემა…

მასწავლებლებისთვის ინგლისურისა და კომპიუტერის ტესტი ინტეგრირებულია – დავალებები ისეა აგებული, რომ ერთდროულად მოწმდება როგორც ინგლისურის, ისე კომპიუტერის ცოდნა. კანდიდატი გამოცდას აბარებს კომპიუტერის საშუალებით.

საქმე იმაშია, რომ ტესტირებაზე გასულ პედაგოგს უწევს 3 დავალების შესრულება, რომელთა მაქსიმალური ქულებია: 10; 6 და 12. მათემატიკოსობაზე თავი არასდროს დამიდია, მაგრამ ელემენტარული ყოველთვის მესმოდა და ვიცი, რომ 10+6+12=28 თუმცა გამოცდების ეროვნულ ცენტრში ყველა ასე არ ფიქრობს და მაქსიმალურ ქულად დაწესებული აქვთ 30, გამსვლელი კი ამ 30-ის 70% ანუ 22 ქულაა Read more of this post