ფოტოკოლაჟი თბილისური ბრაზილიიდან

გადავწყვიტე, ფოტოკოლაჟი გავაკეთო და ნაკლები დავწერო… არა იმიტომ, რომ კონცერტი არ მომეწონა, არა – ნამდვილად კარგი იყო და დიდი სიამოვნებაც მივიღე, უბრალოდ არ იყო ის, რასაც ველოდი… ალბათ ყველაფერი მასაკელას ბრალია, იმიტომ რომ ჩემი ბოლო ,,ლაივ-ჯაზი”, სწორედ, მასაკელას  კონცერტი იყო ,,შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალზე”…

იყო კარგი მუსიკა და იყო მძაფრი შეგრძნებები, იყო განცდა იმისა, რომ თვალდახუჭულს, არაფხიზელმდგომარეობაში ყოფნა და ამ მელოდიებში სამუდამოდ დაკარგვა გინდოდა… უბრალოდ, კონცერტს აკლდა კონტაქტი მომღერალსა და მსმენელს შორის. თავიდან ტანია მარიას არ გამოუვლენია მსმენელის გააქტიურების სურვილი, ამასობაში ხალხი მოდუნდა და სმენად იქცა, ხოლო როცა გადაწყვიტა ხალხის აყოლიება უკვე გვიან იყო…

ასევე, აღვნიშნავ კონცერტის გამორჩეულ შემთხვევას: ტანია მარიამ ერთი სიმღერა ქართველ გიტარისტთან – გია ფეიქრიშვილთან ერთად შეასრულა.

უხდება ამ ქალს სიცილი

Read more of this post

პირველი შეხვედრა ტანია მარიასთან და პირველი საჩუქარი

მიყვარს ,,შერატონ მეტეხი პალასში” ივენთებზე სიარული, მაგრამ იქ მისვლის სიამოვნება ათმაგდება, როცა განსაკუთრებული და სასიამოვნო სტუმრის შესახვედრად მიდიხარ. მაგალითად, როგორიცაა ჯაზის იურისტი დედოფალი – ტანია მარია!

ჩამოფრინდა თბილისში, შეხვდა კარგ მეგობარს (ზაზა შენგელია – ,,ბრავო რეკორდსის” დამფუძნებელი), გაისერინა ძველი თბილისის ქუჩებში, იპოზიორა და გადაიღო ღიმილიანი სურათები, დაესწრო ,,ბრავო რეკორდსის” გახსნას და ორგანიზატორებთან ერთად გამოემართა სასტუმროსკენ, საკონფერენციო დარბაზში კი ისეთი სახით შემოვიდა, რომ დაღლილობის არანაირი ნიშანი არ ეტყობოდა, ალბათ ,,იმპორტული” ,,რედ ბული” ან ,,ლაღიძის წყლები” დაალევინეს ბევრი, რომ ენერგია შემატებოდა…

წინასაკონცერტო პრესკონფერენციაზე სტანდარტული კითხვა-პასუხი გაიმართა ჟურნალისტებსა და მომღერალს შორის. აღნიშნა რომ:

  • უყვარს საქართველო
  • ქართველი მსმენელი განსაკუთრებული და გამორჩეულია
  • ხვალ საინტერესო სიურპრიზს უნდა ველოდოთ კონცერტზე
  • თუ ზაზა შენგელია თხოვს, კიდევ ერთხელ, სიამოვნებით ჩამოვა საქართველოში
  • ,,ბრავო რეკორდსის” გახსნა სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯია ქართული მუსიკალური სფეროს განვითარებისთვის. Read more of this post