დოპსი, ,,ჯოჯოხეთის ამწეები”, ბლუზი და დაუვიწყარი სიამოვნება

კონკრეტულად არ მახსოვს რომელიმე პოსტი, მაგრამ დარწმუნებული ვარ დაწერილი მექნება ისეთი რამ, სადაც ჩემი ემოცია ჩანს, მკითხველი ხედავს ამას, შეუძლია საკუთარი თავი წარმოიდგინოს ჩემ ადგილზე და დაახლოებით მაინც იგრძნოს ის, რასაც მე ვგრძნობდი იმ კონკრეტული პოსტის წერის პროცესში… მაგრამ რის შესახებაც ახლა ვწერ, უბრალოდ, დარწმუნებული ვარ, ამ ზე-ემოციის პოსტში ჩადება და გაზიარება შეუძლებელი იქნება, იმიტომ რომ ამ ყველაფრის შესაგრძნობლად  აუცილებელია, ყოფილიყავი ივენთ ჰოლში 22 მარტის 21:00 საათიდან 00:00 საათამდე…

მოკლედ, გუშინდელი ჯაზ-სერიების დახურვა – Dwayne Dopsie-სა და უძლიერესი ჯგუფის Zydeco Hellraisers-ის კონცერტი, ჩემთვის მართლა დაუვიწყარი და ერთერთი საუკეთესო იქნება ალბათ… ვყოფილვარ ჰიუ მასაკელას კონცერტზე, სადაც უდიდესი სიამოვნება მივიღე და იქ დაგროვილი ემოცია რამდენიმე დღის მანძილზე გამყვა, თუმცა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დვეინ დოპსიმ დაჩრდილა, თვით, მასაკელაც კი (ნუ იფიქრებთ რომ მასაკელას ხაზი გადავუსვი ამით, ეს უბრალოდ შეუძლებელია და ,,ნამუსიც კარგი საქონელია”)… Read more of this post

Advertisements

ივენთ ჰოლი ,,ცეცხლოვანი” ბლუზის მოლოდინში

საქართველოს ბანკისა და ექსკლუზიური პერსონალური საბანკო მომსახურება SOLO -ს ტრადიცია გრძელდება… ჯაზ-სერიები კი სრულდება და სრულდება ნიუ-ორლეანელი ცეცხლოვანი აკორდეონისტის – დვეინ დოპსის ბლუზური საღამოთი…

არ იცით ვინ არის დვეინ დოპსი? არაუშავს… არც მე ვიცოდი, სანამ მისი ჩამოსვლის ამბავს გავიგებდი… მაგრამ რომ გავიგე ოოო… მხოლოდ მაშინ ვინანე, რომ მანამდე არ ვიცნობდი. კარგი ვინმე ყოფილა, გადასარევი და ,,ჩასაყლაპიო” (ასეც ამბობენ), თუმცა მამამისი ზაიდეკოს (ბლუზის ერთერთი მიმდინარეობა) მეფე (როკინ დოპსი) ყოფილა და რა გასაკვირია თუ შვილი არანაკლებ ნიჭიერი გამოვიდა? – მამულს ხომ ის ურჩევბნია, რომ შვილი მამას ჯობდეს? Read more of this post