3 კვირიანი თავგადასავლის მოკლე შეჯამება

როგორც იქნა, 3 კვირიანი განშორების შემდეგ დავუბრუნდი სახლს და საყვარელ კომპიუტერს… მომენატრა ბლოგი და პოსტის წერა… გახსოვთ ალბათ, რომ ამ 22 დღის წინ 7.1 ლარად აფრიკიდან ქობულეთში ჩავედი, ხოდა ეს პერიოდი თითქმის სულ ქობულეთში გავატარე… ვეცდები მოკლედ, ვთქვა რა იყო იქ წაუ-განსხვავებულ/განსაკუთრებული:

1. პირველ რიგში, განსაკუთრებულად განსხვავებული იყო შავი ზღვა თბილისის ზღვისგან და წყალში პირველივე შესვლამ, კვლავ, მაგრძნობინა, რომ მხოლოდ მთა და კარავი კი არა, ზღვაც ძალიან მყვარებია…

2. იმავე დღეს ნავით შემოვლა მთელი ქობულეთის პლიაჟის, შედეგად კი სიამოვნებისგან დაღლა და ხელებზე ე.წ. ,,მაზოლები”…

3. მიდია (!)… ეს არის რაც არის… ვინაიდან თევზის დიდი მოყვარული არ ვარ, მიდია (მოლუსკი) ყოველთვის ზღვის უგემრიელესი წიაღისეული იქნება ჩემთვის… ვჭამე: მიდია – მოხარშული, მიდია – შემწვარი და მიდია – ფლავში შეზავებული სხვადასხვა სანელებლებითა და გემრიელობებით, აქიდან ნებისმიერ შემთხვევაში დასაყოლებელი იყო ლუდი და დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს მუქი ყვითელი სითხე და მუქი ყვითელი ხორცის ნაგლეჯი ერთმანეთისთვის არიან შექმნილები…

4. 3-ჯერ გამოვაცხვე კექსი ქიშმიშით და ვფიქრობ, რომ ბოლოს და ბოლოს დავამუღამე…

5. წელსაც წავიექსკურსიე ციხისძირში და პეტრას ციხიდან კიდევ ერთხელ გადავხედე ზღვას…

6. ქალაქი ბათუმი, რომლის მიმართაც საშინელი ანტიპათიით ვიყავი განწყობილი, ბოლოს მაინც მომეწონა… ახალმა ბულვარმა კი ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა…

7. კინაღამ დამავიწყდა, დეიდაშვილს კიბეები მთლიანად შევუღებე (მწვანედ :)) ანუ ,,მალიარობაც” დავამუღამე…

8. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად ზღვაზე 3 კვირის გატარებისა, არ გავრუჯულვარ და თითქმის ისეთივე თეთრი ვარ როგორიც წავედი… რა ვქნა, რომ არ ვარ ,,ზაგრის ხამი” და დღის 4 საათზე ზღვაზე არ ვხმები ხოლმე… ზღვაში ბანაობისგან სიამოვნების მიღების მსურველებს ვურჩევ – დილას 8 სთ.-მდე საღამოს 8 სთ.-ის მერე…

9. მადლიანი ზღვა ხანდახან გართობის უფლებასაც გვაძლევდა ხოლმე და ოდნავ ღელავდა ხოლმე, მოკლედ საკმაოდ კარგი ზომის ტალღები იყო რამდენიმე დღის განმავლობაში, იმისათვის, რომ ტალღაზე გაყოლისას ქვებზე ვეხეთქებინე, სახეში ,,ლოდი” ჩაერტყა და ქვიშაზე ვეხოხიალებინე… მოკლედ, მასაჟიც არაჩვეულებრივი იყო…

10. ნასტასიას წყალობით დავესწარი ,,შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალის” დახურვას და ,,Astro Georgia”-ს შემდეგ ლეგენდარულ ჰიუ მასაკელას ვუსმინე… მართლა არ ვარ ჯაზის გადაკლული მსმენელი, მაგრამ ცოცხლად შესრულებული და თან ასეთი ჯგუფის მიერ შესრულებული მუსიკა ფრიად სასიამოვნო და დასამახსოვრებელი იყო…

11. ამ დღეების მანძილზე, სულ ნასიამოვნები და გაღიმებული არ ვყოფილვარ… დეპრესიული განწყობა სტენდალის ,,პარმის სავანემ” შემიქმნა, რომლის კითხვის დროსაც ხან ფაბრიციო დელ დონგო ვიყავი, ხან გრაფი მოსკა; ხან ჯინა სანსევერინა მიყვარდა, ხან კლელია კონტი და წარმოუდგენელი გულისწყვეტა განვიცადე, როცა ყველა საყვარელი გმირი დაიღუპა და თან რა ტრაგიკულად დაიღუპა… ნერვებაშლილი ვიყავი სტენდალზეც და თავად გმირებზეც, რომლებსაც ,,დებილებს” ვეძახდი და მწარედ ვილანძღებოდი 🙂 მოკლედ დავასკვენი რომ ძალიან მგრძნობიარეც ვყოფილვარ და მართლა ,,დამგრუზა” ამ ერთმა ,,კინკილა” წიგნმა…

12. წამოსვლისას მაგარი რაე-ბანები ვიჩუქე და 3 სახის სათვალიდან, რომელიც მომწონს 2 უკვე მაქვს… სიმართლე რომ ვთქვა მესამე ისე მომწონს სხვას რომ უკეთია და მე თავს არ ვიკლავ მის საშოვნელად, სულ უსათვალოდაც მშვენივრად ვგრძნობ ხოლმე თავს…

მოკლედ, მეტი არაფერი მახსენდება… სამწუხაროდ, წელს ფოტო აპარატი არ მქონია და არცერთი სურათი არ გადამიღია… ეს ჩემი ძველი სურათებისა და გუგლის ფოტო გაფორმებაა…

Advertisements

ჩემი 5 სიყვარული

არ მიყვარს ეს თაგაობები და თეგ-თამაშები რის შედეგადაც ყველა ბლოგზე ერთი და იგივე იდება… მაგრამ ეგოისტმა მიმთაგა და მოვიხდი ვალს:

1)

ჩემი ძმისშვილი დავით ჯუნიორი :*

2)

ლუდი

3)

კარავში ძილი

4)

ჩემი ბლოგი

5)

კარგ კონცერტებსა და ფესტივალებზე დასწრება

მოკლედ, მგონი ასეთია ხუთეული… თამაშში კი ვრთავ აკუს