ბლოგი-მოგი ხალხი და Karaoke Party

სამშაბათს საქართველოს ბანკის ფეისბუქის ფეიჯზე, თვალი მოვკარი მიმართვას ბლოგერებისადმი, სადაც 40-მდე ბლოგერს კარაოკე ფართიზე ეპატიჟებოდნენ, მაშინვე გამოვთქვი დასწრების სურვილი და პასუხს დაველოდე… პასუხმაც არ დააყოვნა (არადა ბევრი გაითანგა ლოდინით :)) და მეორე დღესვე მომივიდა ,,თან წაიღეში” მოსაწვევი წერილი…

8 საათზე კაფეში მისვლამდე ვფიქრობდი, ნეტა რა მინდა იქ? 40 ბლოგერის ერთად ნახვას რა გაუძლებს? საშინელი ყაყანი, არეულობა და ,,დომხალი” იქნება-მეთქი… მერე კი გადავწყვიტე: წავალ, მონატრებულ სახეებს ვნახავ, ახლებსაც გავიცნობ იქნებ ივარგოს ვინმემ და სამომავლოდ მონატრებულ სახედ იქცეს, თუ არ მოვიხიბლე იქაურობით, დავთვრები და წამოსვლამდე ერთს მაინც ვიმღერებ-თქო… მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, აღმოჩნდა ისე, რომ მთელი ჩემი ნააზრევი ,,ჰაერში ავყარე” (არაქურდული საქციელი) და სიამოვნებისგან ვცქმუტავდი (ვერ გამოვხატავდი, მაგრამ მე ხო ვიცი რო ვცქმუტავდი)… ეს იყო საღამო, რომლის მსგავსიც არასდროს გამიტარებია და ვერ წარმომიდგენია უკეთესი დროის გატარება ამდენ ბლოგერთან ერთად… Read more of this post

Advertisements

ქართველ ბლოგერთა ფიქრები

  • ჯორჯ წყაროველის ფიქრები: მალე ხირურგი ვიქნები.
  • ბუ ალუკარდის ფიქრები: ლიუძი, მე თქვენზე ვგიჟდები.
  • ბექა გოთუას ფიქრები: Posts.ge-ს დაასკდით გნიდები.
  • ლითლ ეგოისტის ფიქრები: მალე ჭკვიანიც ვიქნები.
  • გოჩა გაბოძის ფიქრები: ცოტაც და გადავიწვები.
  • სალი ბარკერის ფიქრები: ჩემ უკანალზე ვგიჟდები :დ.
  • ნინო ტეფნაძის ფიქრები: მე კასმანავტკა ვიქნები.
  • Ado Doodlez-ის ფიქრები: ვინც მომცემს მისი ვიქნები.
  • სიყვარულოვნას ფიქრები: თეუსუს არ მოვცილდები!
  • ქურდაძე დუდის ფიქრები: არსენა ვენგერს მივცემდი.
  • დიდი კეისრის ფიქრები: მეც გაბოს ფიქრით ვიტყვნები.
  • ეთნო რევაზის ფიქრები: ვადიდოთ ყველამ ,,ფიცვერცხლი”.
  • ლადო ლომიძის ფიქრები: FML

ამ ,,გაფიქრებებიდან” გავიდა რამდენიმე წელი (ბევრი) და ალუკარდმა იყიდა უზარმაზარი სასახლე, სადაც ყველა ბლოგერი (ვისზეც გიჟდებოდა) ჩაასახლა და შეხმატკბილებულად ცხოვრობენ ერთად. თავად ბუ საერთოდ არ იცვლის ფეხს სასახლიდან, დანარჩენები კი 1–2 დღით, საქმეების გამო ტოვებენ ,,საერთო საცხოვრებელს” და ისევ იქ ბრუნდებიან… ანინამ ექსტრემალურ პორნორეჟისურას მიჰყო ხელი და 1 თვის წინ ღია კოსმოსში გადაიღო 32 წუთიანი პორნო–ვიდეო, რომელშიც მოქმედებები მარსის სიახლოვეს ვითარდება. პორნო–ექსპერტები და კრიტიკოსები არნახულ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ აღნიშნულ ვიდეოს… ,,ფიცვერცხლი” დაიშალა და რევაზმა სოლო კარიერას მიჰყო ხელი, ახლა ის 27–ე სოლო ალბომზე მუშაობს… ეგოისტი კი ისევ ისეთი ლამაზია…

ალუკარდის შენაძენი

 

ბლოგერებმა ლეგენდარული მუსიკოსი გააღიზიანეს და საკადრისი პასუხიც მიიღეს

რუსეთის პირველი ,,მემანქანე” ანუ ,,Машина времени”-ის ,,მამა” ანდრეი მაკარევიჩი გააღიზიანა რუსი ბლოგერების უსაფუძვლო კრიტიკამ და მათ მუსიკალური ვიდეოპოსტი მიუძღვნა…

მას შემდეგ რაც მედვედევი ერთერთ კაფეში რუს როკ-მუსიკოსებს შეხვდა, ისაუბრა სხვადასხვა პრობლემატურ საკითხზე და მათთან ერთად ლუდიც მიირთვა, მაკარევიჩმა საკუთარ ბლოგზე დაწერა, რომ მისი აზრით, მედვედევი განათლებული, სრულიად ადეკვატური ადამიანი და კარგი მოსაუბრე იყო. მუსიკოსმა თქვა, რომ ის წინა დღით არ დაბადებულა და კარგად მოეხსენებოდა რუსეთის პრეზიდენტის ლიბერალიზმის შესახებ, მაგრამ ბოლო დროს ის კმაყოფილი იყო მედვედევის ამა თუ იმ გადაწყვეტილებით (მაგ: ლუჟკოვის გადაყენება) და მხრას უჭერდა მის ქმედებებს.

მაკარევიჩის პოსტი ბლოგერთა უმრავლესობამ უარყოფითად შეაფასა და მას პირფერი უწოდა… მათი თქმით მომღერალი ანგაჟირებული იყო პრეზიდენტთან შეხვედრით და პირფერულად აპიარებდა ხელისუფლებას…

სანამ 1 წუთიანი სიმღერით უპასუხებდა ,,ცხვირმოუხოცავ ბლოგერებს”, მანამდე საკუთარი საიტიდან მიმართა მათ:

АНДРЕЙ МАКАРЕВИЧ: “Всем, кто пытается мне нахамить или научить жить: Господа! Идите в жопу. Вы мне неинтересны.”

Read more of this post