ახალი წლის დამკვეთები… უნდა აღვნიშნოთ თუ არა ახალი წელი?!

ახალი წელი არის შეკვეთილი დღესასწაული და ვეცდები დამკვეთებს მივაკვლიო:

  • ფეიერვერკის (ან ფოიერვერკის) მწარმოებელი კომპანიები… (,,ხლაპუშკები” და მისთანანიც აქ შედის)
  • ნაძვის ხის სათამაშოებისა და ხელოვნური ნაძვის ხეების მწარმოებელი კომპანიები.
  • ხის მჭრელი ადამიანები (ლიცენზიით მჭრელი და ულიცენზიოდ მჭრელი).
  • უმუშევარი კაცები, რომლებსაც წითელი მოსასხამი და ხელოვნური, თეთრი, წვერი აქვთ სახლში.
  • უმუშევარი ,,ლამზმანები”, რომლებსაც თეთრი მოსასხამი და ქერა ნაწნავები აქვთ.
  • ნიგვზის პლანტაციების მეპატრონეები.
  • პურის საცხობი ქარხნები, იგულისხმება ლავაშზე და შოთზე მომუშავე საცხობები… (საშუალოდ, ერთი თბილისური ოჯახი იმდენ ლავაშს ყიდულობს 31 დეკემბერს, რამდენსაც დარჩენილი 363-364 დღის მანძილზე ერთად).
  • ქართული ესტრადის ვარსკვლავები (წურწუმია, სეფაშვილი და მისთანანი).
  • ტაქსისტები.
  • ,,რატომღაც” ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ერთერთი დამკვეთი ,,კოკა-კოლაც” არის.
  • ხეზე მომუშავეები, კონკრეტულად – მეჩიჩილაკეები.
  • ასევე ერთერთი დამკვეთია სტეფანეც, რომელმაც შეუკვეთა ახალი წელი, დაელოდა ,,Wham”-ს როდის ჩაწერდა ,,Last Christmas”-ს, მერე კი გადააკეთა და ბალიშის ქვეშ შეგვაყოფინა ხელები.

ახლა კი დავფიქრდეთ რისთვის აღვნიშნავთ საერთოდ ახალ წელს? ნუთუ სხვა დროს არ შეიძლება, ,,საზეიმო განწყობა” შეგქვექმნას?

წარმოიდგინეთ, თუკი არ აღვნიშნავთ ახალ წელს:

  • არ გაგვაყრუებს ბათქა-ბუთქი და სიმშვიდეში ვიცხოვრებთ.
  • დავზოგავთ ფულს ნაძვის ხისა და მისი სათამაშოების არ-შეძენით… ჩიჩილაკის 4-5 ლარიც აქ შედის…
  • არ გაიჩეხება ხე-ტყე, კონკრეტულად – ნაძვი.
  • შვილებს გავზრდით ტყუილის გარეშე და არ ვეტყვით, რომ არსებობს თოვლის ბაბუა და სანტა კლაუსი… ,,სნეგუროჩკა” და ფიფქია-ფერიაც აქ შედის…
  • ნიგოზს შევიძენდით 7 ლარად (ია ტაკ დუმაიუ).
  • არ დავდგებოდით ლავაშის რიგში, იმის გამო რომ სტუმართან არ შევრცხვეთ ,,ჩვეულებრივი პურის” სუფრაზე დადებით.
  • წურწუმიას, სეფაშვილს და მათ მსგავსებს არ გადაუხდიდნენ ფულს ახალი წლის შესახვედრად სიმღერისთვის, რის შედეგადაც მიხვდებოდნენ, რომ სიმღერა არ არის შემოსავლიანი, დაეუფლებოდნენ სხვა პროფესიას (ოჯახების სარჩენად) და ჩვენი ყურებიც დაისვენებდა ,,გაღიმებული პატარისა” და ,,ღამე ქუჩას გაყოლილი” ფიქრებისგან…
  • არ დავთვრებოდით ისე და ისეთ ადგილას, რომ ტაქსით წასაღები ვიყოთ სახლში.
  • კოკა-კოლას ალბათ ისევ დავლევდით, ნუ ფანტას მაინც ❤
  • სტეფანეც ვეღარ შეგვაყოფინებდა ხელებს ბალიშის ქვეშ და ჩვენც, კაცურად, ჯიბეში ხელებჩაწყობილები ვივლიდით…


Advertisements

ფეხით აფრიკამდე…

როგორც იქნა მოვიცალე ,,ჩქიმ ბლიოგისთვის” 🙂 და მაქვს საშუალება დავწერო, როგორ შევხვდი 2010 წელს…
უკვე 4 წელია, ტრადიციულად ახალ წელს ძალიან დიდი სიამოვნებით ვხვდები… ეს სიამოვნება იმაშია, რომ 00:00-ზე ვარ სახლში, 00:30-ზე კი მთელი სამეგობრო ვიკრიბებით ძმაკაცის (ლექვინას) ბაღში და ვათენებთ ცეცხლის, მწვადის, სიმღერის (ხანდახან გიტარის გარეშეც), ღვინო – არყისა და დიდი სიყვარულის თანხლებით…
თუმცა წელს ტრადიციულ შეხვედრას ვერ მოვახერხებდით, რადგან უახლოესი მეგობარი ფეხმძიმედაა და ვერ შეძლებდა სიცივეში ღამისთევას… შესაბამისად სხვა ალტერნატივა უნდა გვეძებნა და ისიც მალე გამოჩნდა… სიგუნას ნათლიამ ყველანი ბარში დაგვპატიჟა და 2010 წელს პეროვსკაიაზე ,,ოქროს ნიღაბში” შევხვდით… კარგი სიტუაცია იყო დროც მშვენივრად გავატარეთ… ძაალიან მაგრად მღეროდა ერთი ასე თუ ისე ასაკიანი კაცი და ასე განსაჯეთ, ბოლოს Louis Armstrong-ის ,,Go Down Moses”-იც კი იმღერა… თუმცა ყველაზე გამაოგნებელი და მაგარი მაინც ინდურ მუსიკაზე შესრულებული ,,მუცლის ცეკვა” იყო, რომელსაც კაააი ღიპიანი და ნაკეცებიანი რუსის გოგო ასრულებდა 😀

6 საათზე გამოვედით ბარიდან და მთავარი თავგადასავალი და კაი მოსაგონარი მერეღა ,,გადავიხდინეთ” მე და ლექვინამ, როცა რეკორდი დავამყარეთ და პეროვსაკიადან აფრიკამდე ფეხით მოვედით (ვინც ,,დალოცვილ” აფრიკაში ნამყოფი არა ხართ, გაგიჭირდებათ ამ სიამოვნების გაგება 🙂 ), ამ რამოდენიმე კილომეტრის დაფარვა სულ რაღაც 3 საათში მოვახერხეთ… ამასობაში გამოვფხიზლდით კიდეც და იმდენად დავიღალეთ, რომ ტკბილად დაგვძინებოდა… 🙂
მოკლედ, კმაყოფილი ვარ 2010 წლის დასაწყისით და იმედი მაქვს კარგი წელი იქნება… იმედი რააა… მინდა კარგი იყოს და… ნავხოთ აპა…
ახალი წელი! ფეხით სიარული! ფეხით სეირნობა! პლანი! მოსაწევი! დაბოლილი! მოცეკვავე ბოზი! პუტანკა! ლუდი გზაში! პივა! ნატახტარი! ყაზბეგი! მაგარი მომღერალი! ლუი არმსტრონგი! ცეცხლი, მწვადი, სიმღერა…

ჩემი საუკეთესო წელი…

Tomushka-ს პოსტის წაკითხვისა და მისი მოწოდების შემდეგ – ყველას დაგვეწერა 2009-ის ,,შედეგებზე”, გადავწყვიდე მეც დავწერო, ოღონდ რაც შეიძლება მოკლედ ვიზამ ამას და ცოტა ამსახველ მასალასაც დავურთავ 🙂

საკმაოდ კმაყოფილი ვარ ამ წლით და შეიძლება ითქვას, რომ ჩემი საუკეთესო წელი იყო 🙂

2009 წლის მთავარი სიხარული ძმისშვილი იყო, რომელიც 2 თვის წინ მოევლინა ამ ქვეყანას :*

დავით-ნიკოლოზი

ამავე წელს მეწვია პირველი სიყვარული და უკანვე გაბრუნდა… 🙂

დავიწყე მუშაობა და დავანებე კიდეც თავი…

დაოჯახდნენ ჩემი უახლოესი მეგობრები, რომელთა მეჯვარეც მე ვიყავი…

ლაშა და სალო

2 დაუვიწყარი დღე გავატარე იპოდრომზე – ,,Tbilisi Open Air”…

2009 წლის ზაფხული: ეს კი სასწაული იყო… არდადეგები დამეწყო თუ არა პირველ რიგში, მეგობრებთან ერთად წავედი სიონში, ტყეში, კარვებით (ტრადიციულად)…
ჩვენი სახლი სიონში 🙂
 

 

სიონიდან ჩამოსვლის შემდეგ, 1 კვირით ვიყავი ალპინიადაზე ყაზბეგში, ხდეს ხეობაში, სადაც დავიპყარი მწვერვალი – ,,უნივერსიადა 62” და პირველად ცხოვრებაში, 25 ივლისს ვიდექი მუხლამდე თოვლში…
ცოტა მზე და ბევრი თოვლი
რამდენიმე დღიანი შესვენების შემდეგ წავედი კვლავ ალპინიადაზე, ამჯერად გუდამაყარში და დავიპყარი მწვერვალი – ,,გორგასალი”, ვიყავი გოდერძი ჩოხელის სახლში და გავიცანი მისი მამა და დედინაცვალი…
მწვერვალი – ,,გორგასალი”

გუდამაყრიდან ლექვინასთან ერთად წავედი ქობულეთში 1 კვირით…

ქობულეთიდან პირდაპირ – ციხისძირში 1 კვირით… (მართლა სასწაული იყო)…

ციხისძირი – პეტრას ციხე

ციხისძირიდან კი 5 დღით მანგლისში მეგობრებთან ერთად, მეგობრის სახლში…

მგონი ჩამონათვალი ღირდა იმად რომ მეთქვა კარგი წელი მქონდა თქო, მითუმეტეს მაშინ როცა წლის მთავარი მოვლენა არ აღმინიშნავს 🙂 რა მოვლენაა? რა და:
თბილისი… 2009 წელი… 14 ივლისი… 19 საათი… ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრი და ჩემი უსაყვარლესი ქეთი მელუა… იმ დღეს ოპერიდან რო გამოვედი, გადატვირთულ რუსთაველზე ისე მოვდიოდი რო ვერავის ვხედავდი და ვერავის ვამჩნევდი… უბედნიერესი და შოკირებული ვიყავი… არ მჯეროდა რო მე ქეთის Live-ში ვუსმინე… იმ დღის მერეც, ყოველ გახსენებაზე, არაჩვეულებრივი გრძნობა მეუფლება ხოლმე…


აი ეს იყო ჩემი 2009 წელი…

რაც შეეხება 2010-ს ვისურვებდი, რომ 2009-ზე ცუდი არ ყოფილიყოს!

ყველას გილოცავთ ახალ წელს :* :* :*
პირველი სიყვარული! ლუდი! კარავი! სექსი კარავში! პივა! ქეთი მელუა! ციხისძირი! პეტრას ციხე! მზე და თოვლი! ალტერვიზია! ახალი წელი! საუკეთესო წელი! გულავი და დასვენება! მწვერვალი! მაგარი ქორწილი!