Camping And Nature – Gif Collection

CAMPING

Read more of this post

Autumn GIFs

 

 

 

26

25 Read more of this post

Street Stone Art

ფრანგი სამხატრო ხელმძღვანელი ალექსის პარსანი თანამშრომლობდა ფრანგ ფოტოგრაფ ლეო კაილარდთან, რომ შეექმნათ მოდური ქანდაკებების სერია სახელწოდებით “ქუჩის ქვა”.

ანსამბლი შეიქმნა სურათის მანიპულაციებით. გამოიყენეს ფოტოშოფი რომ ქანდაკებებისთვის მოდის უკანასკნელი სიტყვის მიხედვით ჩაეცვათ. პარსანმა და კაილარდმა შექმნეს პროექტი, რომელიც თანამედროვე და კლასიკურ კულტურას იუმორისტულად აღწერს. პროექტი წარმოადგენს იმ უშველებელ მეტამორფოზას, რომელიც საზოგადოებამ განიცადა და განიცდის.

Read more of this post

ბინძური მანქანები – Art

This slideshow requires JavaScript.

ტეხასელი მხატვარი სკოტ უეიდი, კოლეგებისგან განსხვავებით, სახატავ ტილოდ ბინძურ მანქანებს იყენებს. ის დამტვერილ უკანა მინებს ხელოვნების ნიმუშებად აქცევს, რომელთა არსებობაც მხოლოდ იქამდე გრძელდება, სანამ ძლიერი ბრიზი ამოვარდება ან სულაც მოულოდნელად გაწვიმდება…

Pencil Art (ფოტოკოლაჟი)

This slideshow requires JavaScript.

მასაჩუსეტში მოღვაწე, უნიკალური, ფანქრის ქანდაკებების ავტორი ჯენიფერ მაესტრი, 1959 წელს სამხრეთ აფრიკის ქალაქ იოჰანესბურგში დაიბადა.  დაამთავრა უელსის კოლეჯი და აღებული აქვს მასაჩუსეტსის სამხატვრო კოლეჯის ბაკალავრის ხარისხი.

მისთვის შთაგონების ძირითადი წყარო ზღვის ზღარბის ფორმა და ქსოვილია. ქანდაკებების შესაქმნელად ჯენიფერი მრავალგვარ ფანქარს, ლურსმანსა და ნაწიბურს იყენებს. ის ასობით ფანქარს პატარა, ერთინჩიან ნაწილებად ჭრის, შემდეგ თითოეულ მათგანს ხვრეტს, პირს უწვეტებს და ერთმანეთს აკერებს.

Read more of this post

ფრანგის თვალით დანახული თბილისი

This slideshow requires JavaScript.


გუშინ, ოფიცერთა სახლში ვიყავი ძალიან მაგარ გამოფენაზე, სახელწოდებით ,,Portraits De Ville” (,,ქალაქის სახეები”)…  გამოფენის ავტორია ფრანგი ფოტოგრაფი ვინსენტ ლაპარტიენი (Vincent Lappartient). ამ გამოფენამდე ვინსენტმა საქართველოში განახორციელა 2 პროექტი: ,,Vestiaires” (,,რეპორტაჟი პოდიუმის მიღმა”) და ,,Vine to Wine”…

ახლა კი რუსთაველის 16 ნომერში მისი შექმნილი წიგნის ,,თბილისი”-ს ნახვაა შესაძლებელი… 6 თვის მანძილზე ფოტოგრაფი 6-ჯერ ჩამოვიდა თბილისში და თითო კვირა მუშაობდა, შედეგად მისი თვალით დანახული თბილისი ერთ წიგნად გამოიცა. გამოფნაზე წარმოდგენილია ის ფოტოებიც, რომლებიც წიგნში არ არის შეტანილი, მაგრამ ფოტოაპარატის ობიექტივში მოხვდნენ. Read more of this post

სონი ემორი და ,,Cachet Fusion”

This slideshow requires JavaScript.

მართალია თბილის 14-ე ჯაზ ფესტივალი ჩარლზ ლოიდმა გახსნა, მაგრამ ეფექტურ გახსნას კიდევ უფრო ეფექტური გაგრძელება მოჰყვა იმავე საღამოს, ივენთ ჰოლში, სადაც გრემის მფლობელი დრამერი სონი ემორი, უმაგრეს ჯგუფ ,,Cachet Fusion”-თან ერთად წარსდგა მსმენელის წინაშე. მუსიკოსებმა  ივენთ ჰოლში ისეთი ,,ცეცხლი დაანთეს”, დიდ საკონცერტო დარბაზში, მართლა რომ ხანძარი გაჩენილიყო, ალბათ სულ დაიწვებოდა მთელი ფილარმონია, რადგან არცერთი მეხანძრე არ ავიდოდა საქმის გასაკეთებლად და ივენთ ჰოლში დარჩენას გადაწყვეტდა. Read more of this post