“ხარისხიანი განათლება”

გუშინ, ერთ ნაცნობს ვკითხე, რას მირჩევ, სად შემიძლია გარემოს დაცვის კუთხით, განათლების მიღება (კოლეჯი, პროფი, მაგისტრატურა)–მეთქი, მისი პასუხი კი შემდეგი სიტყვებით დაიწყო:

საქართველოში ამ კუთხით ხარისხიანი განათლების მიღება ცოტა ჭირს…

მეცნო და მენიშნა ეს სიტყვები, დეჟა ვუსაც ვერ დავარქმევ, იმდენად ხშირად მსმენია და ამ პატარა პოსტის დაწერაც ამან გადამაწყვეტინა. ხოდა იმის თქმა მინდა, რომ ქვეყანაში “ხარისხიანი განათლება” (ნებისმიერი განხრით) ვერ იარსებებს, როცა:

  • უნივერსიტეტის რექტორს პრემიერი დანიშნავს
  • უნივერსიტეტის რექტორს პარლამენტი დანიშნავს
  • უნივერსიტეტის რექტორს პრეზიდენტი დანიშნავს
  • უნივერსიტეტის რექტორს ვინმე “დანიშნავს” და არ “აირჩევს”!

ganatleba=momavaliმადლობა ყურადღებისთვის, მხოლოდ ამის მოკლედ თქმა მინდოდა…

Advertisements

რა კავშირი აქვს ელექტრო ენერგიას ნაგავთან?!

ყველა ალაპარაკდა თბილისის მერიის ახალ ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც დასუფთავების გადასახადი უნდა გადავიხადოთ გამოყენებულ ელექტრო ენერგიასთან შეფარდებით (1 კვტ ელ.ენერგიაზე 0.05 ლარი). ინიციატივას ჰყავს მომხრეები და მოწინააღმდეგეები, აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები, მაგრამ მე არ მესმის ძალიან მარტივი რამ: რა კავშირი აქვს ელექტრო ენერგიას ნაგავთან, ან ნაგავს ელექტრო ენერგიასთან? Read more of this post

მილიონობით ადამიანს ჩემი შურს!

როგორც იქნა დავანებე… საბოლოოდ ვთქვი, რომ აღარ მინდა… ვთქვი და შევძელი… არადა ბოლო დროს მარკ ტვენივით (თუ ზუსტად მახსოვს) ვიყავი – ყოველდღე ვანეებებდი… ერთ ,,ბოლო დღეს” კი მართლა დავემშვიდობე… არ გაგიკვიდრდებათ და მიხარია 🙂 უკეთესად ვგრძნობ თავს და სიგარეტზე გაფიქრებისასაც კი გულისრევის შეგრძნება მეუფლება, როცა ჩემ სიახლოვეს ვინმე ეწევა ვიგუდები და ვგრძნობ, რომ უკეთესია მოწიო, ვიდრე სხვისი ,,ნაწოვარი” ისუნთქო… თუმცა, ამიერიდან მეგობრები აივანზე ეწევიან, სხვა შემთხვევაში კი თავად ვერიდები ამონაბოლქვს

ბევრი თქმულა, ბევრი დაწერილა, არაერთი ფოტო და ვიდეო სიუჯეტი გაკეტებულა სიგარეტის მავნებლობასთან დაკავშირებით… დამატებით ვერაფერს დავამატებ, მაგრამ, სიმბოლურად, რამდენიმე ფოტოს დავდებ ,,ვაჟკაცური ფილტვების” მონაწილეობით:

არამწეველი და მწეველი ფილტვები

Read more of this post

წინ გადადგმული ნაბიჯი უსინათლოთა წიგნიერებისკენ

წინა პოსტში აღვნიშნე, რომ 19-ში, ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, ბრაილის შრიფთით დაბეჭდილი თანამედროვე ქართული პროზისა და პოეზიის მცირე ანთოლოგიების პრეზენტაცია უნდა შემდგარიყო… ეს პრეზენტაცია დღეს შედგა და დავესწარი კიდეც…
არც ისე ცოტა ადამიანი დაესწრო პრეზენტაცია-გამოფენას, მაგრამ ვფიქრობ, მეტიც უნდა მოსულიყო
მოკლედ, მოვიხიბლე პროექტით ,,ვიმეგობროთ უსინათლოებთან” და ძალიან მინდა მცირედი წვლილი შევიტანო მათ დასახმარებლად, რამდენად ვახერხებ ამას, არ ვიცი, მაგრამ ვცდილობ… ასე რომ ნუ იფიქრებთ რა ტვინი გაბურღა ამ კაცმა ამ პროექტითო!

კრეატიული სტუდია iGEO-ს ინიციატივით, მარიანა ნანობაშვილის რედაქტორობით და ხათუნა გოგიძის (გამომცემელი) წყალობით, გამომცემლობა ,,ტიფლოპოლიგრაფიამ” გამოუშვა ეს უნიკალური ანთოლოგიები, რომელიც ბრაილის შრიფტით არის დაბეჭდილი და 40-მდე თანამედროვე პროზაიკოსისა და 60-მდე პოეტის ნაწარმოებებს მოიცავს. ამ ფაქტმა უზომოდ გაახარა უსინათლოები, რადგან ათეულობით წლების მანძილზე, მსგავსი არაფერი გამოცემულა…

გამოფენაზე ბევრი ჩემთვის საინტერესო და აქამდე ,,უნახავი” რამ ვნახე 🙂 ამ ყველაფერს და პრეზენტაციის მიმდინარეობას, თვალსაჩინოებებით, ფოტოკოლაჟის სახით წარმოგიდგენთ:

პოეზიის მცირე ანთოლგია

აუდიო ლიტერატურა უსინათლოთათვის

რუკა ბრაილის შრიფტით

ხმოვანი კომპიუტერი, რომლის მსგავსი, თანამედროვე აპარატურის შესაძენად ,,უსინათლოთა კავშირს” 100 000$ ესაჭიროება.

ტაქტილური (შეხებითი) ნახატი

ბრაილის შრიფტით საბეჭდი მანქანა

დაფა და ,,კალამი” ბრაილის შრიფტით საწერად

ადაპტირებული შაში უსინათლოთათვის

ადაპტირებული ჭადრაკი უსინათლოთათვის

გლობუსი უსინათლოთათვის (ჩემი რჩეული)

მე ვმეგობრობ უსინათლოებთან!

არაერთხელ მიფიქრია, საქართველოში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისადმი (შ.შ.მ.პ.) ხალხის დამოკიდებულების შესახებ… სამწუხაროდ, მოსახლეობის უმრავლესობა თანაგძნობით იმსჭვალება მათ მიმართ და ,,ეცოდება” ისინი, არადა არანაირი თანაგრძნობა, დაყვავება და სიბრალულით თავზე ხელის გადასმა არ ჭირდებათ, მათ მხოლოდ ის უნდათ, რომ ხალხმა გამორჩეულად არ აღიქვან ისინი და მიიღონ თავიანთ წრეში ისე, როგორც ჩვეულებრივი, სრულფასოვანი ადამიანი…

ადრე Facebook-ზე ვნახე ჯგუფი – ,,ვიმეგობროთ უსინათლოებთან”, შემდეგ მათივე ბლოგი და გავიგე, რომ განხორციელდება ძალიან კარგი პროექტი – გამოიცემა თანამედროვე ქართველი მწერლებისა და პოეტების 2 ლიტერატურული კრებული ბრაილის შრიფტით, ეს ფაქტი იმით არის აღსანიშნავი, რომ წლების მანძილზე, საქართველოში არ დაბეჭდილა ლიტერატურული ღირებულების მქონე მასალა ბრაილის შრიფტით. ამ წიგნების პრეზენტაცია კი 19-20 ივნისს, ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში შედგება:

ლიტერატურა და კულტურული განვითარება უსინათლოთათვის კარგია, მაგრამ მხოლოდ მათ ნაკლებობას არ განიცდიან ისინი… ზუსტად არ ვიცი რამდენი ხმოვანი შუქნიშანია თბილისში, მაგრამ იმ უამრავ შუქნიშნებს შორის, რომლებთანაც მე მიწევს მოხვედრა, მხოლოდ მარჯანიშვილისა და ისნის მეტროს მიმდებარე ტერიოტირიაზე დგას ხმოვანი შუქნიშანი… ანუ, თუ კეთილსინდისიერი პიროვნება არ გამოჩნდა და არ დაეხმარა გზაზე გადასვლაში, უსინათლო ადამიანი დამოუკიდებლად, ვერ გადავა უსაფრთხოდ… გარდა ხმოვანი შუქნიშნებისა, ქალაქში ყველა კიბეს არ აქვს მოაჯირი, რაც ძალიან დიდ სირთულეს უქმნის უსინათლოებს…

პროექტ ,,ვიმეგობროთ უსნიათლოებთან”-ის ფარგლებში, დღეს, გაიმართა აქცია, რომელშიც მონაწილეობა მწერლებმა და პოეტებმა: თამარ ფხაკაძემ, თეონა დოლენჯაშვილმა, გიორგი კეკელიძემ და დავით – დეფი გოგიბედაშვილმა მიიღო. მათ რამდენიმე დავალება ჰქონდათ შესასრულებელი: 1) რუსთაველის მეტროდან ,,კინო სახლამდე” მისვლა, 2) კიბეებზე ასვლა და 3) ფულის ,,ამოცნობა”, ოღონდ ეს დავალებები თვალებახვეულებს უნდა შეესრულებინათ…

სიმართლე გითხრათ, თავიდან ვფიქრობდი, რომ სისულელეა ეს თვალების აკვრა და ისე სიარული, ვითომ რას ამტკიცებ ამით? 1 დღე, 2 დღე, თუნდაც 1 კვირაც რომ იარო ასე, მაინც იცი, რომ უსინათლო არ ხარ და ვერაფერს შეცვლი ამ საქციელით, უსინათლოსთან ერთადაც რომ იარო, ამით მას სიკეთეს ვერ მოუტან და უკეთესობისკენ არაფერი შეიცვლება მისთვის… მოკლედ, ეს ყველაფერი, ბოდიში და ,,უაზრო სიცანცარედ” მოვნათლე, მაგრამ, როცა დავფიქრდი, აზრი შემეცვალა… მივხვდი, რომ ეს სიმბოლური თვალების ახვევა, დაგანახებს თუ რა რთულია უსინათლოდ ყოფნა, კარგად შეიგრძნობ მის განცდებს სიარულის დროს, ნახავ, რომ გზაზე ვერ გადახვალ ხმოვანი შუქნიშნის გარეშე და კიბეზე მოაჯირის დაუხმარებლად კისერს წაიმტვრევ და მაშინ მიხვდები, რომ მაქსიმალური უნდა გაიღო ამ ადამანების ხელშესაწყობად, გააგებინო მათ ვისაც არ განუცდია თუ როგორია უსინათლოდ ყოფნა და ყველამ ერთად იმდენი მაინც შევძლოთ, რომ ელემენტარული პირობები შევუქმნათ სრულფასოვნად ცხოვრებისათვის…

არ ვიცი, როგორ გაიგეთ ჩემი სათქმელი… ალბათ ზოგისთვის პათოსია, ზოგისთვის გულიდან ამოსული სიტყვები, ზოგისთვის ხმამაღალი ნაფიქრი და ვიღაცისთვის სისულელე… მაგრამ პირად მე ვისურვებდი, რომ ყველა ისე ფიქრობდეს ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორც მე…

ახლა კი დღევანდელი აქციის ამსახველი ფოტოკოლაჟი:
დეფის მზადება

დეფი, თამარ ფხაკაძე, დათო ყვირილიანი (უსინათლო), თეონა დოლენჯაშვილი, გიორგი კეკელიძე

აი, როგორი რთულია სწორად ორიენტირება

დეფიმ ყველაზე კარგად გაართვა თავი პირველ დავალებას

უმოაჯირო კიბეზე ასვლის წინ

დათო და დეფი

თამარი და თეონა

პირველ ცდაზე ვერ შეძლეს ფულის ამოცნობა

მეორე ცდაზე კი მხოლოდ 100 და 20 ლარიანი ამოიცნეს

როგორც უსინათლოები აღნიშნავენ, მათ ძალიან გაუხარდათ, რომ რკინის 1 და 2 ლარიანი მონეტები შემოვიდა ხმარებაში, ხურდა ფულის გარჩევას ძალიან ადვილად ახერხებენ ხელით, ქაღალის ფულის გარჩევა კი შედარებით უჭირთ… როგორც დათო ყვირილიანმა გვითხრა: დიდი სიამოვნებით ჩააყოლებდა სხვადასხვა რაოდენობის წერტილებს ქაღალდის ფულის ბეჭდვისას, რომ მეტად გაადვილებოდა მათი ერთმანეთისგან გარჩევა…

სასწრაფო – სასწრაფოდ!!!

საბედნიეროდ ცუდი არაფერი მომხადა და ყველაფერმა კარგად ჩაიარა, მაგრამ მაინც უნდა დავწერო ჩემი უკმაყოფილების შესახებ…

ე.ი. ჩემი ძმა იყო ჩემთან (აფრიკაში), ცოლმა დაურეკა და უთხრა დათუნას (5 თვისაა) მაღალი სიცხე აქვსო… დაიწყო რეკვა აქით-იქით, ბავშვის პირად ექიმთან… იყო ანტიბიოტიკი, იყო ძმარიც… მაგრამ სიცხემ 39.4-მდე აუწია… 😦 დავურეკეთ ისევ პედიატრს იქნებ ნახო ბავშვიო, მაგრამ გვირჩია სასწრაფო გამოიძახეთო… კარგი აზრია – სასწრაფო უფრო სწრაფად მოგვხედავს… მოკლედ 19:55 იყო როცა აფრიკიდან 033-ზე დავრეკეთ და გამოვიძახეთ ვარკეთილში (სადაც ჩემი ძმა ცხოვრობს)… დარეკვის შემდეგ ტაქსით გავედით ვარკეთილში. ჩემი ძმა სახლში ავიდა, მე კი დავრჩი ეზოში სასწრაფოს დასახვედრად, რადგან ჯერ არ იყო მისული… როცა ,,სირენის” ხმა გავიგე და ლურჯ-წითელი ნათება დავინახე, საათს დავხედე და 20:22 იყო… ანუ სასწრაფო დახმარების პატარა მანქანას, რომელსაც მხოლოდ პირველადი დახმარების აღმოჩენა ევალება და იმიტო მისცეს პატარა და მოსახერხებელი
მანქანები, რომ ძალიან მცირე დროში თბილისის ნებისმიერ წერტილში გაჩენილიყვნენ, ვარკეთილის II მ/კ-ში მისასვლელად 27 წუთი დაჭირდა…

საბედნიეროდ ბავშვს საჩქარო არაფერი ჭირდა… გასინჯეს, დაალევინეს წამალი და ,,პატარა კაცმაც” დაიძინა 🙂 ამ შემთხვევაში არაფერი დაშავებულა, მაგრამ მე მაინც მინდოდა ჩემი უკმაყოფილება გამომეხატა… ვფიქრობ რომ რაღაც შესაცვლელი, ან უკეთ გასაკონტროლირებელია – ასეთი დაგვიანებები არ უნდა ხდებოდეს…

,,თბილისის მოსახლეობას საჭიროების შემთხვევაში საშუალება აქვს მიიღოს სასწრაფო და გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.
დედაქალაქში ფუნქციონირებენ, როგორც კომერციული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები, ასევე უფასო სასწრაფო დახმარება 033.
ამჟამად, თბილისში 033-ის 70 სამედიცინო ბრიგადა მუშაობს.
033-ის ცენტრი 12 ქვესადგურს მოიცავს და ქალაქის სხვადასხვა რაიონში არის განლაგებული.
საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერ მოქალაქეს, თბილისის ნებისმიერი უბნიდან შეუძლია დაუკავშირდეს 033-ის ცენტრალურ სააპარატოს” – ეს არის ციტატა თბილისის მერიის საიტიდან…

ახლა გესმით ჩემი? – 12 ქვესადგური და 70 სამედიცინო ბრიგადა თბილისში, მგონი საკმაოდ კარგი მდგომარეობა აქვს ამ სტატისტიკის მხრივ ჩვენს ქალაქს, მაგრამ შედეგი???

"მე მაქვს უფლება ვისწავლო"

მომენატრა პოსტის დაწერა… ძალიან მომენატრა… დრო არ მქონდა და ვერ ვწერდი, არც ვიცოდი რა დამეწერა… როცა შენიშვნებიც კი მომცეს – რატო აღარაფერს არ წერო, მივხვდი რომ რაღაც უნდა დამეწერა, მაგრამ რა?!… მოულოდნელად კი, დაახლოებით 1 წლის წინ საკონკურსოდ დაწერილ ,,ნაშრომს” 😀 წავაწყდი და გადავწყვიტე ეს დავპოსტო…

,,რატო უნდა დავკარგო ძვირფასი დრო ვიღაცის ნაწერის კითხვაში, როცა შეიძლება ეს დრო ათასნაირი კომპიუტერული თამაშისათვის გამოვიყენო?!” – სამწუხროდ ასე ფიქრობს ახლანდელი მოზარდების უმრავლესობა… მათ არ უყვართ წიგნი და არც მოთხოვნილება აქვთ მისი. თუმცა მთელი პრობლემა მათში არ არის: მათი ამ ნააზრევის გამგონე მშობლები პრობლემას იმით წყვეტენ, რომ კომპიუტერთან მისვლასაც უკრძალავენ (წიგნის შეთავაზება აზრადაც არ მოსდით) და ურჩევნიათ ბავშვი ქუჩაში გაუშვან – წადი შენ ტოლებთან ითამაშეო! თავად კი, ბავშვისგან დასვენებულნი, მშვიდად მიირთმევენ ყავას და უყურებენ ტელესერიალებს.
რა გავლენას ახდენს ეს ქუჩა ბავშვზე? ნუ დაგვავიწყდება რომ საქართველოში ვცხოვრობთ… პატარა, გამოუცდელი გოგონა უმეტეს შემთხვევაში აყვება ხოლმე მასზე ოდნავ უფროსი ბიჭის არშიყს… გავა სულ ცოტა დრო და ეს გოგონა ან სასოწარკვეთილი ტირის თავის ოთახში და თავისმოკვლაზე ფიქრობს, ან ხდება უარესი და 13-14 წლის ასაკში თხოვდება… ფიქრობს ვინმე, როგორ გაზრდის მომავალში ეს ბავშვი – საკუთარ ბავშვს???

ეს ძალიან მოკლედ რაც გოგონას შეეხებოდა, მაგრამ მოზარდი ბიჭი? აი აქ კი ნამდვილად დიდი პრობლემა გვაქვს. ქართული ქუჩის მენტალიტეტი – ,,ქურდობა და კაიბიჭობა”… ამას წინათ, ჩემს ეზოში, ასეთ საუბარს შევესწარი:

– ,,ვააა გუჯის გაუმარჯოს, რავა ხარ ძმა?
– რავი ვარ რა ძაღლების ჯინაზე.
– ჰა რას შვები, თამაშობ ,,ქაუნთერს”?
– არა ძმაო, მე ქუჩის ბიჭი ვარ, ,,ქაუნთერს” აღარ ვთამაშობ!
– ვაა, ,,მგლების” კითხვა ხო არ დაგიწყია?
– აუ ძმაო ,,მგლები” ძაან მაგარია და ქურდულია, მაგრამ სად მაქვს მაგის კითხვის თავი? სულ ქუჩაში ვარ და წიგნით ხო არ ვივლი?…”

უნდა აღვნიშნო, რომ ეს ,,გუჯი” 14 წლის ბავშვია, რომელიც იმ მომენტში ფეხში იყო დანით დაჭრილი. რა თქმა უნდა ყველაფერს აღარ მოვყვები ამ საუბრიდან, მაგრამ ვიტყვი რომ, როგორც ამდროს ხდება ხოლმე, ,,გუჯიმ” ძალიან იქო თავი ამ ჭრილობით და ისიც თქვა, რომ ნაკერების ახსნის შემდეგ, ,,იმათ” (დამჭრელებს) ძალიან ცუდი დღე ელოდათ და მთელი საძმოთი ,,ზედ გადაუვლიდა”…

ეს ორი პატარა მაგალითი იმისთვის მოვიყვანე, რომ გავიგოთ ყველამ: არ შეიძლება ბავშვის ქუჩაში ,,გაგდება” და მისი წიგნის გარეშე გაზრდა! თუმცა არც ის წყვეტს ამ პრობლემას, მშობელი რომ წიგნის თაროსთან მიუშვებს შვილს და ეტყვის: აიღე და წაიკითხე რამეო… არ შეიძლება მულტფილმის ნახვის შემდეგ 9 წლის ბავშვს ,,პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი” მიაჩეჩო ხელში და მისი წაკითხვა და გაგება დაავალო. მშობელი უნდა დაუჯდეს შვილს, აუხსნას, ასწავლოს წიგნისა და ცოდნის ფასი და მის ასაკთან შესაფერისი წიგნი მისცეს, თუ იმ წიგნშიც ვერ გაიგებს ბავშვი რამეს, მშვიდად უნდა აუხსნას და გააგრძელებინოს კითხვა.

თუმცა ჩვენს ქვეყენაში ბევრ დედას, სამსახურიდან მოსვლის შემდეგ, ურჩევნია ბავშვი თავიდან მოიცილოს და მშვიდად დაისვენოს ტელევიზორის ეკრანთან…

P.S. ასე რომ, ჩემი აზრით ერთადერთი რაც გვიხსნის ამ პრობლემისგან და ქვეყანას წიგნისაკენ მოაბრუნებს, ეს არის დოჩანაშვილისეული – ,,კარცერი-ლუქსი”…
მოვრთოთ ქალაქი ,,კარცერი-ლუქსებით” და ბევრი პრობლემა გადაიჭრება…