“IKA + EKA”

ხომ არსებობს გარკვეული ადგილები, რომელთან გავლის დროსაც, რაღაც კონკრეტული ამბავი გახსენდება და გეღიმება, ან – პირიქით… ერთ–ერთი ასეთი ადგილი, ჩემი სახლიდან, გაჩერებისკენ მიმავალ გზაზეა და ყოველდღე გაღიმებული ავუვლი–ჩამოვუვლი ხოლმე, რკინის დაჟანგულ კარებზე, 10 წლის წინ, პულივიზატორით მიწერილ “IKA + EKA”–ს…

მეექვსე–მეშვიდე კლასში ვიყავით ეს რომ დავწერე. იდეაში “IKA + EKA = ❤” უნდა დაგვეწერა, მაგრამ საღებავი არ გვეყო მე და ჩემ ძმაკაცს. კლასელებთან ერთად, მე და ეკა ბევრს ვიცინოდით ხოლმე ამ წარწერაზე, მაგრამ დროის გასვლის შემდეგ, კიდევ უფრო, სასიამვნო მოგონებად დარჩა ჩვენი შეყვარებულობის ამბავი და ეს “უკვდავი წარწერა”. Read more of this post

Mortal Childhood

მე 2 ბოცა მიმქონდა, ჩემ ძმას წყლით სავსე 2 დიდი “კანისტრა” და სახლისკენ მივდიოდით გვერდითა უბნიდან (იმ კორპუსებში არასდროს წყდებოდა წყალი). მივდიოდით და ვლაპარაკობდით, ჩვევა მქონდა, სიარულის დროს რაც წინ შემხვდებოდა ფეხის წაკვრით ვაგორავებდი, ან გზიდან გვერდზე ვაგდებდი. იმჯერად, უბრალო პოლიეთილენის პარკს მოვუქნიე ფეხი და აშკარად, ხურდის დავარდნის ხმა მოგვესმა, შევათვალიერეთ გზა და 50 თეთრიანი ვიპოვნეთ.  ვიღაცისთვის 50 თეთრი ხაჭაპური იყო, ვიღაცისთვის “2 პაჩკა ბაბოლი”, ვიღაცისთვის – ცხელი შოთი და ლიმონათი, ჩვენთვის კი, ეს 50 თეთრი, ნახევარ საათ “მორტალ-კომბატის” თამაშს უდრიდა, რამაც ისე გაგვახარა, რომ სირბილით ავიტანეთ წყლები სახლში და სირბილითვე დავეშვით ზე-ემ-კისკენ “ტარიელას გარაჟში” სათამაშოდ.

8-9 წლის ვიქნებოდი, და არც ისე ცოტა გასართობი გვქონდა იმ დროს, მაგრამ არც “კორპუსი-კორპუსზე”/”უბანი-უბანზე” ფეხბურთის თამაშს, არც “კრიშკების” თამაშს და არც “გრენდაიზერის” ყურებას არ ჰქონია იმხელა სიამოვნება, რაც SEGA-ზე “მორტალ-კომბატის” თამაში იყო. სეგა ძვირი ღირდა და არავის ჰქონდა მისი ყიდვის საშუალება, კორპუსში ცხოვრობდა 117 ოჯახი და აქედან 3 ოჯახში გვქონდა “დენდი” და “სიუბორი” (ჩემმა 7 წელი გაძლო), ვთამაშობდით “კონტრას”, “ტანკებს”, “მარიოს”, “ჩიპი დეილს”, “რობო-კოპს”, “სუპერ მარიოს”, მაგრამ ფიქრები მაინც მორტალ-კომბატისკენ გვქონდა და მხოლოდ “ტარიელას გარაჟში” ვგრძნობდით თავს ბედნიერად. კაბალით დაწყებული დილა ფატალიტებითა და ბრუტალიტებით მთავრდებოდა. Read more of this post

TBC Hell

ახლა მოგიყვებით ამბავს, თუ როგორი ჯოჯოხეთი მომიწყო ბანკმა, რომელიც ყოველთვის საუკეთესოდ მიმაჩნდა და რომელიც მეუბნებოდა, რომ ,,ჩვენ, ვაძლიერებდით ერთმანეთს”…

გუშინ, ღამის 2 საათამდე დოლიძის დასაწყისში ვიყავი მეგობართან. იქიდან რომ გამოვედი, ფული საერთოდ აღარ მედო ჯიბეში, მაგრამ თიბისი ბანკის ერთერთ ბარათზე მქონდა გარკვეული თანხა და გავუყევი გზას პეკინის 6-ში მდებარე ბანკომატისკენ, რომ ტაქსით წავსულიყავი სახლში. ჩავდე ბარათი, ავკრიფე პინ-კოდი და თანხის გატანაზეც და ნაშთის ნახვაზეც მიწერდა ,,უარი გეთქვათ ტრანზაქციაზე” (შეიძლება სიტყვები სხვა თანმიმდევრობით ეწერა, მაგრამ აზრი ეს იყო), დავრეკე ბანკში და ოპერატორს შევჩივლე პრობლემის შესახებ, თან წვიმა დაიწყო და ვჩქარობდი… ოპერატორმა მირჩია სხვა ბანკომატისთვის მიმემართა და 2 უახლოესი ფილიალის მისამართი მომცა: პეკინის 29 ,,ოკაიდი” და საბურთალოს ქუჩა. საბურთალოს ქუჩაზე ზუსტად გამახსენდა სადაც იყო ბანკი და გადავწყვიტე იქ მივსულიყავი. სიარულში ვსველდებოდი, მაგრამ მთლად თავსხმაც არ იყო, ვიტანდი. ბანკომატთან რომ მივედი 24-25 წლის ბიჭი დამხვდა, რომელიც ბანკომატიდან ელოდებოდა ბარათს მაინც, რადგან აპარატი ჭედავდა, ფულს არ იძლეოდა და კარტა მაინც დამიბრუნოსო ამბობდა. რამდენიმე წუთში ბარათი დაუბრუნა ბანკომატმა, ბიჭმა იფიქრა, იფიქრა და კიდევ ერთხელ ცდა გადაწყვიტა, მაგრამ შედეგი ისევ ისეთი აღმოჩნდა… Read more of this post

სამარშრუტო ტაქსით იაფად მგზავრობის საიდუმლო

,,მარშუტკების” 80 თეთრამდე გაძვირებამ დიდი უკმაყოფილება და პროტესტი გამოიწვია (დიდის რა მოგახსენოთ, მაგრამ ჰო…). ჩემთვისაც უსიამოვნო იყო ეს ფაქტი, ვფიქრობდი მეტრო-ავტობუსს არ ავცდები-მეთქი, მაგრამ ზოგჯერ გადაჯდომა-გადმოჯდომა და ნახევარი საათი გაჩერებაზე დგომა დამღლელია, რაც გაფიქრებინებს 40 თეთრის დედაც ვატირე ოღონდ მე ვიყო კარგადო და ადიხარ ,,მარშუტკაში”, ჩასვლისას ხელის კანკალით აძლევ მძღოლს 80 თეთრს და ფიქრობ, რომ კარგი მოზრდილი ბანანი ჩაუდე ხელში იმ ,,საისკვდილეს”. თუ მეგობარი დაგემგზავრა და გადაგიხადა, უხერხულობას გაგრძნობინებს მისი ფიქრები, მაგრამ დაზოგილი ფულით ბანანს ყიდულობ  და სიამოვნებისგან იკიდებ მის ,,წყევლა-კრულვას”. Read more of this post

მიღალატე, მაგრამ ბედნიერებას გისურვებ

მე, მისი ერთი მოსმენით მოვიხიბლე და ერთი ნახვით შევიყვარე…

მიყვარდა წრფელად, ალალად, ღრმად და უანგაროდ…

მასზე ვესაუბრებოდი ყველას, ვაქებდი, ვადიდებდი, ვიცავდი, ვეაჯებოდი, ვესარჩლებოდი და ვქომაგობდი…

ვიცოდი, რომ არ იყო მზად სიყვარულისთვის, თავად მითხრა:

,,I was fine, feeling strong,
Didn’t want to fall in love with anyone”

მეც ვიცდიდი და ველოდებოდი, არ ვაწუხებდი და თავს არ ვაბეზრებდი. გავიდა ცოტა ხანი და ის შეიცვალა, გამოცოცხლა, ულამაზესი თვალები სინათლით აევსო და თქვა:

,,But I do believe in love”

ამ სიტყვება მეც გამომაცოცხლა, სიცოცხლის ხალისი დამიბრუნა და მაგრძნობინა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა… Read more of this post

Best Feedback From Facebook Fan Page

უნდა მოგიყვეთ პატარა ამბავი, რომელიც მეტად მოულოდნელი და ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის… Facebook-ზე Elit Electronics-ის Fan Page-ზე დავასტატუსე შემდეგი ტექსტი:

არ გინდათ რომ კონსულტანტებს მეტი ყურადღებიანობისკენ მოუწოდოთ? ანუ დახმარებას და კონსულტაციის გაწევას რომ ცდილობდნენ და არა კლიენტის თავიდან მოშორებას?

მაგ: შევედი ერთერთ ფილიალში და მინდოდა ტაფა, მითხრეს აღარ გვაქვს ტაფაო. იქნებ მითხრათ სხვა ფილიალი სადაც ექნებათ და იქ მივალ მეთქი. მათი პასუხი იყო: ,,წაბრძდით ვაგზალზე ან მარჯანიშვილზე და შეიძლება ქონდეთ, მარა ნამდვილად არ ვიცი ექნებათ თუ არა”…

ანალოგიურ შემთხვევაში ნებისმიერი წესიერი კომპანიის წესიერი თანამშრომელი აიღებს ყურმილს და გადარეკავს სხვა ფილიალებში და გაიგებს საერთოდ შემორჩენილია თუ არა სადმე ტაფა და ეტყვიან კონკრეტულად სად უნდა მივიდეს კლიენტი…

გვერდის ადმინისტრატორისგან მივიღე პასუხი კითხვის სახით: Read more of this post

ჯარიმა მძღოლის თავმოყვარეობის შელახვის გამო

– მოპედი, გადააყენე!

ეს ხმა შემომესმა პატრულის მანქანიდან საავიაციო უნივერსიტეტთან… (ისედაც სულ ,,გადაყენებული” არ დავდივარ? – გავიფიქრე)

გავაჩერე. პატრულის მანქანამაც გააჩერა და ორივე თანამშრომელი გადმოვიდა… გული ამიჩქარდა და ფიქრებმა შემიპყრო რა შეიძლებოდა დამერღვია? მინი-მოპედით ვარ, წესით არაფერი მომეთხოვება, ველოსიპედისგან არაფრით განვსხვავდებით კანონის წინაშე… წითელზე გავიარე? – მერე რა? მარჯვენა მხრიდან გადავასწარი მანქანას?  – მერე რა? ვხვდები, რომ არანაირი ჯარიმა არ უნდა მემუქრებოდეს, მაგრამ მაინც არასასიამოვნო შეგრძნებაა…

გამეცნო ორივე თანამშრომელი, მეც გავეცანი…

– უნდა დაგაჯარიმოთ!

– რისთვის?

– როგორ ფიქრობ რისთვის?

– წარმოდგენა არ მაქვს.

– ოოო, ძალიან ცუდი თუ წარმოდგენა არ გაქვს, ე.ი. ეგ შენთვის არაფერს ნიშნავს და ჩვეულებრივი ამბავია…

– რა რას უნდა ნიშნავდეს? რა არის ჩვეულებრივი ამბავი? არაფერი დამირღვევია. ვერ ხედავთ ,,ველოსიპედით” ვმოძრაობ?! 60 აქვს მაქსიმალური სიჩქარე და 50-ზე მეტს ვერც წევს. Read more of this post