მამების დღე საქართველოში

ვინც დარეგისტრირებული ხართ სხვადასხვა ონლაინ მაღაზიის საიტზე, ალბათ თქვენც  მოგდით ბოლო დროს მეილზე შეტყობინებები, რომ მამების დღესთან დაკავშირებით დიდი ფასდაკლებებია და ა.შ.

ამ წერილებამდე არაფერი მსმენია მამების დღესთან დაკავშირებით და არც არასდროს მიფიქრია ამაზე, მაგრამ ახლა დავგუგლე, მოვიძიე მცირედი ინფორაცია და ვნახე, რომ თითქმის მთელ მსოფლიოში აღინიშნება ეს დღე. თარიღები განსხვავებულია, მაგრამ ყველაზე მეტი ქვეყანა, ივნისის მესამე კვირა დღეს (Third Sunday of June) აღნიშნავს “მამობას”… Read more of this post

Advertisements

Mortal Childhood

მე 2 ბოცა მიმქონდა, ჩემ ძმას წყლით სავსე 2 დიდი “კანისტრა” და სახლისკენ მივდიოდით გვერდითა უბნიდან (იმ კორპუსებში არასდროს წყდებოდა წყალი). მივდიოდით და ვლაპარაკობდით, ჩვევა მქონდა, სიარულის დროს რაც წინ შემხვდებოდა ფეხის წაკვრით ვაგორავებდი, ან გზიდან გვერდზე ვაგდებდი. იმჯერად, უბრალო პოლიეთილენის პარკს მოვუქნიე ფეხი და აშკარად, ხურდის დავარდნის ხმა მოგვესმა, შევათვალიერეთ გზა და 50 თეთრიანი ვიპოვნეთ.  ვიღაცისთვის 50 თეთრი ხაჭაპური იყო, ვიღაცისთვის “2 პაჩკა ბაბოლი”, ვიღაცისთვის – ცხელი შოთი და ლიმონათი, ჩვენთვის კი, ეს 50 თეთრი, ნახევარ საათ “მორტალ-კომბატის” თამაშს უდრიდა, რამაც ისე გაგვახარა, რომ სირბილით ავიტანეთ წყლები სახლში და სირბილითვე დავეშვით ზე-ემ-კისკენ “ტარიელას გარაჟში” სათამაშოდ.

8-9 წლის ვიქნებოდი, და არც ისე ცოტა გასართობი გვქონდა იმ დროს, მაგრამ არც “კორპუსი-კორპუსზე”/”უბანი-უბანზე” ფეხბურთის თამაშს, არც “კრიშკების” თამაშს და არც “გრენდაიზერის” ყურებას არ ჰქონია იმხელა სიამოვნება, რაც SEGA-ზე “მორტალ-კომბატის” თამაში იყო. სეგა ძვირი ღირდა და არავის ჰქონდა მისი ყიდვის საშუალება, კორპუსში ცხოვრობდა 117 ოჯახი და აქედან 3 ოჯახში გვქონდა “დენდი” და “სიუბორი” (ჩემმა 7 წელი გაძლო), ვთამაშობდით “კონტრას”, “ტანკებს”, “მარიოს”, “ჩიპი დეილს”, “რობო-კოპს”, “სუპერ მარიოს”, მაგრამ ფიქრები მაინც მორტალ-კომბატისკენ გვქონდა და მხოლოდ “ტარიელას გარაჟში” ვგრძნობდით თავს ბედნიერად. კაბალით დაწყებული დილა ფატალიტებითა და ბრუტალიტებით მთავრდებოდა. Read more of this post

ბინ ლადენს პატარა ჰქონიაო

ბინ ლადენის ლიკვიდაციის ამბის გაგების შემდეგ, რამდენიმე ონლაინ თამაში გამახსენდა, რომლებსაც  უსაქმურობის დროს ვთამაშობდი ხოლმე. დავიწყე მათი ძებნა და სრულიად შემთხვევით ძალიან მაგარ ანიმაციას წავაწყდი, სადაც მოკლედაა მოთხრობილი ,,ყველაფერი” ბინ ლადენის შესახებ და ანიმაციიდან ვიგებთ 11 სექტემბრის ტერაქტის ნამდვილ მიზეზსაც 😀

E! Bin Laden  – სახალისო ანიმაცია

გარდა ანიმაციისა, გთავაზობთ ბინ ლადენთან დაკავშირებულ რამდენიმე პატარა და მარტივ ონლაინ თამაშს:

War On Terrorism

World Peace

Shoot Bin Laden

BinLatte’

Mission: 01 Kill Bin Laden

Osama in Return to Sender

A Bin Laden Halloween

Bin Blaster

Bend Over Bin Laden

Blow Up Osama Bin Laden

თუმცა გაფრთხილებთ! დღეის ამას იქით ამ თამაშებით გართობა მკრეხელობაა… ადამიანი გარდაიცვალა (მოკვდა, მოკტა, ჩაძაღლდა, გავიდა მარილზე, გევიდა გაღმა…) და მას პატივი უნდა მივაგოთ!

ქართული პოლიციის ჰიმნის ავტორი – ედიტ პიაფი!

ედიტ პიაფის ამ სიმღერას წავაწყდი, რომელიც ძალიან მეცნო… გასახსენებლად დავძაბე გონება და გავიხსენე, გავიხსენე  და რა გავიხსენე…

შეიძლება ვიღაცისთვის არც არის სიახლე, მაგრამ ვიცი რომ ჩემი ნაცნობების 95%-ზე მეტმა არ იცოდა…

ვინ უფრო მაგარია: მიშა თუ კიმ ტე ჯუნი?

ზოგიერთმა ალბათ უკვე ნახეთ, იუთუბზე დადებული ,,კორეული სიმღერა” და ტექსტის კითხვისას ბევრიც იხალისეთ… ვისაც არ გინახავთ ჯერ კიდევ წინ გაქვთ ეს სიამოვნება და თვალსაჩინოებისთვის ტექსტიც ამოვწერე, რომ უფრო გაგიადვილდეთ წაკითხვა.

Read more of this post

ნუ, რა აღარ მინახავს ამ ცხოვრებაში?!

  • კონსერვატორიაში მინახავს ,,თბილისის ბიგ ბენდის” კონცერტზე, ჩემ წინ მჯდომი და ტელეფონში ,,გალაქტიკის” მოთამაშე ლადო ბურდული.
  • მელიქიშვილზე მინახავს ახალგაზრდა ბიჭი, რომელმაც პატარა წვენის დალევა ნაგვის ურნიდან 2 მეტრის მოშორებით დაამთავრა, გახედა კიდეც სანაგვეს, მაგრამ მაინც ძირს დააგდო და გაიარა… თუმცა, იქვე ვნახე სტუდენტი გოგო, რომელმაც აიღო ეს ქილა, ნაგვის ურნაში ჩააგდო და სახეზე სიამოვნება აღებეჭდა. გაუხარდა, რომ კარგი რამ გააკეთა…
  • შარდენზე მინახავს უზომოდ მთვრალი მღვდელი, რომელიც 35 წლამდე, მშვენიერი გარეგნობის ქალს ხვეწნით ეუბნებოდა – ,,ამაღამ ჩემთან დარჩი და ყველა ცოდვას მოგინანიებო”.
  • კარაოკე ბარში მინახავს 30-მდე ქართველი ბლოგერი ერთად თავმოყრილი და, ჰოი, საოცრებავ! იმ დღით კმაყოფილი დავრჩი.
  • პეკინზე მინახავს, როგორ აგინა ვიღაც ღიპიანმა კაცმა თავისთვის მიმავალ ტრანსვევსტიტს და დასარტყმელადაც კი გაიწია, მაგრამ გაექცა ეს უკანასკნელი. საინტერესო კი ის არის, რომ ამ ყველაფერს ჩემ გარდა, 2 მომღიმარი პოლიციელი ადევნებდა თვალს.
  • მეტროში მინახავს ,,თავმოყვარე” მათხოვარი კაცი (აი ის, რომ უსტვენს ხოლმე), რომელმაც რაღაცაზე შეკამათების შემდეგ, ისთვის გაწვდილ ხურდას ხელი აუკრა და უზრდელ ახალგაზრდას უთხრა – ,,მე შენი მათხოვარი არა ვარ, შე, ნაბიჭვაროო”.
  • მინახავს სადარბაზოებსა და მიწისქვეშა გადასასვლელებში მორაკრაკე შარდის მდინარეები; სასტიკად ნაცემი და სახედალურჯებული მეძავი ქალები; მშობლების ცემით, მუდამ თვალებაცრემლებული პატარა ბავშვები; ცეცხლმოკიდებული და ხეზე ჩამოკიდებული კატა-ძაღლები………..

მოკლედ, ბევრი რამ მინახავს, მაგრამ უფრო მეტი ჯერ კიდევ სანახავი მაქვს. თავიდან იუმორისტულად დაწერას ვეცადე, მაგრამ რეალობას მაინც ვერ ავცდი…

  • და ბოლოს, მნახავს ალუკარდის პოსტი ,,ბლოგერებში”, სადაც მონატრებას გამოთქვამდა თეგ-თამაშების მიმართ, სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე ბლოგერულ თეგ-თამაშად ვაქციო ეს პოსტი და ვთაგავ, რაღა თქმა უნდა ალუკარდს, მანქის და ზურიუსს ❤ აბა თქვენ იცით 😉

პირველი შეხება ფოტოშოპთან

ვიქექებოდი კომპიუტერში და დაახლოებით 2 წლის წინანდელ ,,ნამუშევრებს” წავაწყდი… ჩემი პირველი შეხება ფოტოშოპთან, პოპოვის ვიდეო გაკვეთილების შედეგად გაკეთებული სამი ფოტო, მათ შორის ერთი, თვით, GIF გაფართოებით 🙂

Read more of this post