RPT Tbilisi – Start

Rpt

დღეს 15 ნოემბერია და თბილისის სპორტის სასახლეში ხურდება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პოკერ-ტურნირი საქართველოში “RPT Tbilisi”.

მიმდინარეობს უწყვეტი რეგისტრაცია:

Main Event – 100 000$ For 1ST Place GTD – Buy In 550$

Big Satellite To Main Event/Freezeout/GTD 7 Tickets – Buy In 75$

Satellite To Main Event/NL R&A/GTD 2 Tickets – Buy In 25$

მქონდა მცდელობა და ვერ მოვხვდი Main Event-ზე, Big Satellite To Main Event-ზე, თავიდანვე მიმტყუნა ნერვებმა და მესამე დარიგებაზე დავოლინდი. მაგრამ ყველას წარმატებას გისურვებთ ვინც მოხვდებით და ითამაშებთ…

ტურნირში მონაწილების შანსი ჩემივე დაუდევრობის გამო დავკარგე, თუმცა მაქვს იმის საშუალება, რომ დავესწრო ტურნირის მიმდინარეობას და ჩემსავე ბლოგზე გავაშუქო.

ნებისმიერი კითხვით შეგიძლიათ მომმართოთ კომენტარებში >

Tbilisi Open Air – დასაწყისიდან დღემდე

ალბათ გვახსოვს სტეფანე და 3G, მათი სიმღერა “We Don’t Wanna Put In”, უარი ევროვიზიიდან და აღშფოთებული ქართული საზოგადოება. ეს ყველაფერი 2009 წელს ხდებოდა. წელს ამ ამბის წყალობით დიდი ამბავი იქნება თბილისში, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ ეს ნაწილობრივ სტეფანესა და 3G-ს დამსახურებაა. მივყვეთ მოვლენების განვითარებას…

tbilis open air

2009 წელს ევროვიზიიდან მოსული უარის შემდეგ Altervision Group-მა უკმაყოფილო ქართულ საზოგადოებას ევროვიზიის ალტერნატიული ფესტივალი შესთავაზა სახელწოდებით “Tbilisi Open Air”. ფესტივალზე მოწვეულ იქნა რამდენიმე საერთაშორისო მნიშვნელობის მუსიკოსი. მოგვიანებით ითქვა, რომ წარმატების შემთხვევაში დაიგეგმება მსგავსი ფესტივალების ყოველწლიურად ჩატარება. რეალობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ფესტივალზე დასწრება უფასო იყო და მას სამი დღის განმავლობაში 70 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო.

Tbilisi Open Air– მა გააერთიანა სხვადასხვა მუსიკალური ჟანრი და შეკრიბა მუსიკოსები მთელი მსოფლიოდან. ფესტივალს დიდი გამოხმაურება ჰქონდა ქართულ და საერთაშორისო მედიაში – 36 სიუჟეტი, 52 მონაწილეობა ახალ ამბებში და 75 პუბლიკაცია სხვადსხვა ინტერნეტ საიტზე, ბლოგებსა და ფორუმებზე. Read more of this post

“დროის მანქანის გენერატორი” თბილისში

Makarevich-v-Tbilisi

”ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მივხვდი ერთადერთი მუსიკა, რომელსაც დღეს გაღიზიანების გარეშე ვუსმენ, 40-50-იანი წლების ამერიკული საესტრადო ჯაზია – დაიან ვაშინგტონი, ჩეტ ბეიკერი, ელა ფიცჯერალდი. ეს მუსიკა გამოირჩევა დახვეწილი  მელოდიურობით, გამაოგნებელი არანჟირებით, ცოცხალი შესრულებით, რაც თანამედროვე სამყაროს ძალიან აკლია. მშვენივრად მესმის, რომ მე არ ვარ და არასოდეს გავხდები ჯაზმომღერალი, მაგრამ იმ ყველაფრისგან, რასაც ამჟამად მუსიკაში ვქმნი, რაღაც საინტერესო დაიბადება.” – ამბობს ანდრეი მაკარევიჩი, რომელიც 24 მარტს თბილისს ესტუმრება და გრიბოედოვის თეატრის სცენაზე კონცერტს გამართავს. Read more of this post

Tbilisi Open Air 2012

ДДТ (DDT) – ეს არის ჯგუფი, რომელიც 1980 წელს ქალაქ უფაში ( Уфа ) ჩამოყალიბდა. მისი ლიდერი, ტექსტების უმრავლესობის ავტორი და ჯგუფის ერთადერთი უცვლელი წევრია, ძალიან მაგარი კაცი/ადამიანი/მუსიკოსი/მშვიდობის მქადაგებელი/თავისუფლების მოტრფიალე – იური შევჩუკი (Юрий Шевчук). lyapis trubetskoy

ДДТ არის პირველი რუსული როკ ჯგუფი, რომელსაც მოვუსიმენე და შევიყვარე! შემდეგ აღმოვაჩინე ,,Кино”, ,,Машина времени”, ,,Аквариум”, ,,Наутилус Помпилиус“, ,,Земфира” და კიდევ რამდენიმე კარგი ჯგუფ/შემსრულებელი, მაგრამ ДДТ ყოველთვის პირველ ნომრად რჩებოდა. როცა პირველად ,,Осень” მოვისმინე, მაშინ არც ტექსტი მესმოდა და არც ჯგუფის შესახებ ვიცოდი რამე, მაგრამ შევიყვარე ეს სიმღერა მელოდიურობისა და პოზიტიურობის გამო. თუმცა, ახლა, დანაშაულად მიმაჩნია, ის რომ შევჩუკის სიმღერებს მელოდიურობის გამო უსმინო და ყურადღება არ მიაქციო ყოვლისმომცველ, აზრიან და ძალიან ლამაზ ტექსტებს. რამდენიმე ციტატა ტექსტებიდან > თბილის ველი – (მთაწმინდის პარკის გადასახვევის მიმდებარე ტერიტორია

იური შევჩუკი არის ის კაცი, რომელიც ყოველთვის ხმამაღლა გამოთქვამს პროტესტს მილიტარიზმის წინააღმდეგ, ქადაგებს მშვიდობას და თითქმის ყველაფერში ეწინააღმდეგება პუტინს. 2008 წლის ომის დროს, მან ორი კონცერტი ჩაატარა მოსკოვსა და პეტერებურგში, სახელწოდებით – ,,Не стреляй”, ომის შეწყვეტას თხოვდა რუსებს და სოლიდარობას უცხადებდა სქართველოს. ამ ორი კონცერტიდან ერთერთზე, ნინო ქათამაძეც მიიწვია… Read more of this post

,,ტრიუმფისთვის” გამეტებული ZEMFIRA და მსმენელი

რამდენიმე დღის წინ ფეისბუქზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ MS Company-ს 31 მარტს თბილისში ჩამოჰყავს ზემფირა (ZEMFIRA). როცა მეგობარმა  ეს ამბავი მითხრა ძალიან გამიხარდა და მაშინვე ვიფიქრე, აუცილებლად წავალ ამ კონცერტზე-მეთქი. მაგრამ სახლში მისულმა, ამ კომპანიის გვერდზე ვნახე აფიშა, საიდანაც გავიგე რომ ეს ,,ამხელა ზემფირა” კლუბ ,,ტრიუმფში” ჩაატარებდა კონცერტს, ბილეთის ფასი კი 60 ლარი და 130 (მაგიდასთან) ლარი იქნებოდა. გამიკვირდა და არ მესიამოვნა, რომ ამ პატარა და უბადრუკ კლუბში ჩატარდებოდა ეს კონცერტი. არაერთხელ ვყოფილვარ კონცერტზე ტრიუმფში და არცერთხელ არ გამოვსულვარ იქიდან ,,რა მაგარი კლუბია”-ს განწყობით… ფასს რაც შეეხება, მიუხედავად იმისა, რომ 60 ლარზე ნაკლებად ჯაზ-ფესტივალებზე ბევრად დიდი ვარსკვლავების მოსმენა შეიძლება ხოლმე, ვთვლი რომ ზემფირა მაინც ზემფირაა და ეს თანხა ნამდვილად არ არის ძვირი მისი კონცერტისთვის, სწორედ ამიტომ ვფიქრობდი, ფული რომც არ მქონდეს ვიშოვნი და კონცერტს დავესწრები მეთქი, მაგრამ იყო ერთი ,,მაგრამ” რაც მაფიქრებდა… Read more of this post

თბილისს ,,სიამოვნების მომტანი ტალღა” უახლოვდება

წლევანდელი ,,შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი” ტრადიციულად, დახუნძლული იყო ვარსკვლავებით,  ბათუმის ქუჩებში ხარისხიანი მუსიკა ჟღერდა და ამ ქუჩებს მომავალ ზაფხულამდე ემახსოვრება ის ჰანგები, რომლებიც მეისი გრეიმ, იელოუჯეკეტსმა და სტენლი ჯორდანმა დაუტოვა, 2012-ში კი ახალ მელოდიებს აჩუქებს Eastern Promotion-ი, შემდეგ ისინი დარჩებათ სამომავალწლოდ და ასე დაუსრულებლად… (იმედია).

სანამ ბათუმი ,,ივლისის მელოდიებს” ღიღინებს, თბილისი ოქტომბრის დაუვიწყარი საღამოებისთვის ემზადება. ამ ორ ქალაქს შორის გამართულ, თითქოს და, კონკურენტულ მუსიკალურ პაექრობას 27-30 ოქტომბერს Charles Lloyd-ისა და თამაზ ყურაშვილის კვარტეტები, Larry Coryell-ის ტრიო და Sonny Emory შეუერთდებიან, საბოლოო დარტყმას კი 4 გრემის მფლობელი, ნეო-სოულის დედოფალი ერიკა ბადუ (Erykah Badu) განახორციელებს.

იმის გამო, რომ წელს ბათუმში მხოლოდ რამდენიმე კონცერტს დავესწარი, ცოცხლად მოსმენილი ჯაზის აშკარა უკმარისობა დამრჩა, დიახ, ვთვლი რომ ცოცხლად მოსმენილი ჯაზი 51-ჯერ უფრო სასიამოვნოა ვიდრე აიპოდში მოსმენილი, 51-ჯერ ეფექტურია ვიდრე, სახლში, უზარმაზარი ხმის გამაძლიერებლებით მოსმენილი, 51-ჯერ სანახაობრივია ვიდრე youtube-ზე ნანახი ლაივი და 51-ჯერ დაუვიწყარია ვიდრე, ნებისმიერი სხვა ჟანრის მუსიკალური კონცერტი. Read more of this post

,,საფილარმონიედ” აღტყინებული ლელა

როცა ტელე-რეკლამა ვნახე, რომელიც ფილარმონიაში ლელა წურწუმიას სოლო კონცერტზე მეპატიჟებოდა, გაკვირვებისგან ოხვრა აღმომხდა: ჰოი, საოცრებავ? ნუთუ ახლა, 2011 წელს, როცა არავინ აღარანაირ ინტერესს არ იჩენს ამ ადამიანის მიმართ, მაინც ჰყოფნის გამბედაობა (მსუბუქად რომ ვთქვა) და მართავს სოლო კონცერტს, თანაც თბილისის ფილრმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, რომელიც განახლების შემდეგ 2260 ადამიანს იტევს…

დღეს დავრეკე სალაროში და ბილეთის ფასი ვიკითხე, აქ უკვე მეორე ოხვრა აღმომხდა: ,,ბალკონი – 30 ლარი, პარტერი – 40-50 ლარი”… მაშინვე გამახსენდა იგივე საკონცერტო დარბაზი, რომელიც არ გავსებულა მაშინ, როცა Uriah Heep ან ტანია მარია იდგნენ სცენაზე, ბილეთის ფასი კი 50 ლარი ღირდა (Eastern Promotion-ის ჩამოყვანილ სხვა ჯაზ-ლეგენდებზე აღარაფერს ვამბობ).

წლები გავიდა და ლელა დაიხვეწა?

წლები გავიდა და ,,ბედისწერას” ან ,,მარტოობას” ტექსტი და მელოდია შეეცვალა?

წლები გავიდა და ლელას შესრულებული ,,ჯუჯა-ლარი” მოენატრა ხალხს?

წლები გავიდა და გიო ხუციშვილთან შესრულებულ დუეტს სხვა ეშხი/პეწი და ელფერი აქვს?

სიმფონიურ ორკესტრთან შესრულების შემთხვევაში ლელა წურწუმია – ლელა ო’კონორად წარმოჩნდება? Read more of this post