სათაყვანებელი სტუმარი – “ქართველთდამცინავი”

მიკვირს და მაოცებს ქართველების აღტაცება და აღფრთოვანება, “ვაიმე, დედა, დედიკო, 14 დეკემბერს ბეზრუკოვი ჩამოდის”-ით გამოწვეული სიხარული…

bezrukov tbilisi

ვინც მიცნობს, კარგად იცის, როგორი დამოკიდებულება მაქვს რუსულ მუსიკასთან, ლიტერატურასთან, კინოსთან, ხალხთან, რუსულ იუმორთან… მეგობრები ზოგჯერ “რუსეთუმესაც” კი მეძახიან ამ ჩემი “სიყვარულების” გამო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მიყვარს ყველაფერი რუსული, ან ყველა რუსი. ჩემთვის ათმაგად საზიზღარია რუსული პოლიტიკა, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყნის ბინძური პოლიტიკა. ათმაგად საზიზღარია რუსი შოვინისტი, ვიდრე ნებისმიერი სხვა ეროვნების შოვინისტი. ათმაგად გამაღიზიანებელია საქართველოზე ნათქვამი ცუდი სიტყვა რუსისგან, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყნის წარმომადგენლისგან…

რას მივედ-მოვედები? რა შუაშია ამ ყველაფერთან სერგეი ბეზრუკოვი?

რა შუაშია და 2012 წლის სექტემბერში, რომ ჩამოიყვანეს, ფეხქვეშ გაეგო ერი და ანშლაგით ჩაიარა სპეკტაკლმა სახელწოდებით “ზოგჯერ ბრძენიც შეცდება”, მარტო მე მახსოვს ბეზრუკოვის ცინიზმი სპექტაკლზე და მის შემდეგ?

ოლეგ ტაბაკოვის თეატრი საქართველოში ოსტროვსკის პიესის – „ზოგჯერ ბრძენიც შეცდება“ – დადგმით ჩამოვიდა. ერთ-ერთ სცენაში სერგეი ბეზრუკოვმა, რომელიც ეგორ გლუმოვის როლს ასრულებს, წარმოთქვა ქართულად დასწავლილი ფრაზა: „ხელქვეითი უნდა იყოს მორცხვი და მთრთოლავი“, და ჰალსტუხის ღეჭვას შეუდგა.

წყარო – საქინფორმი (მთლად გულში ჩამძრომი წყარო არ არის, მაგრამ ამათ შემოუნახავთ ეს ამბავი და დავუფასოთ ღვაწლი)

სპექტაკლს არ დავსწრებივარ, მაგრამ კარგად მახსოვს ჩემი აღშფოთებული რეაქცია საინფორმაციოს ყურების დროს, როცა არანორმალურად ირონიული და ცინიკური იყო ბეზრუკოვი ჟურნალისტების მიმართ. სამწუხაროდ, ახლა ვერსად ვიპოვნე ამ საინფორმაციოს ვიდეო (თუ ვინმეს მიგიწვდებათ ხელი და კომენტარებში “დამილინკავთ”, დიდად მადლობელი დაგრჩებით), თუმცა ვიდეოს გარეშეც შეგვიძლია გავიხსენოთ, სცენაზე ჰალსტუხის ღეჭვა და სიტყვები “ხელქვეითი უნდა იყოს მორცხვი და მთრთოლავი”. ნუთუ ვინმეს მიაჩნია, რომ ეს ყველაფერი დაუგეგმავად და “უწყინარი სიყვარულით” მოხდა? ნეტავ, რას ფიქრობდა სპექტაკლზე დამსწრეთა უმრავლესობა, როცა ტაშით ანგრევდა დარბაზს და მონუსხული უხდიდა მადლობას “დიდ მსახიობს”?

ან დღეს რას ფიქრობს ხალხი, რომელიც სულმოუთქმელად ელის ბეზრუკოვის ჩამოსვლას და ქვეყანას დაფასებულად მიიჩნევს ამ ვიზიტით? სპექტაკლის ბილეთები უკვე დატაცებულია; საინფორმაციოებს მთავარი თემა მიეცათ (რაც მთავარი და ხალხისთვის სანატრელია – პოზიტიური ნიუსია); კომპანია “სარაჯიშვილმა” კონიაკი ჩამოასხა ბეზრუკოვის სახელზე; სავარაუდოდ, ოქიტაშვილი, მისი ვარსკვლავის გახსნაზე ფიქრობს თბილისში; ალბათ, გარეჯშიც წაიყვანენ ექსკურსიაზე, რომ გულში ჩაიცინოს “ამ საწყლებს ამისთანა სამოთხე აქვთ და იმასაც აზერბაიჯანი ედავება”-ო…

მოკლედ, ერი, რომელიც ყველაზე მაგარია მსოფლიოში და სულ იმას გაიძახის “რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართ”-ო, ბედნიერია, ერთი ნაბიჭვარი შოვინისტის სტუმრობით, რომელიც ცინიკურად და ირონიულად დაჰყურებს ზევიდან მთელ ქართველობას და 2 წელიწადში ერთხელ, თვითკმაყოფილი, გაბადრული სახით ბრუნდება საქართველოდან მშობლიურ “ძერჟავაში”…

გილოცავთ! უფრო ხშირად ჩამოვიყვანოთ ხოლმე, უფრო მეტად გავიხაროთ, უფრო დიდი გრძნობით დავანახოთ, როგორ გვიყვარს და ვაფასებთ მის ზე-ნიჭს. მერე კი შვილებს და შვილიშვილებს მოვუყვეთ, რომ ამ დიდებული ადამიანის სპექტაკლებზე და მის “აეორპრტში დახვედრებზე” ვართ ნამყოფები…

“დარეჯანის სასახლეში” მცხოვრებ მის უმაღლესობას (თუ უმაღლესობებს) მინდა შევთავაზო, ბეზრუკოვისთვის რაინდის ტიტულის მინიჭება, მისთვის ქართული სახელიც კი მოვიფიქრე თქვენს მაგივრად – სერგო არსაკიძე…

პოსტს კი ვალენტინ გაფტის სიტყვებით დავასრულებ: “Умереть не страшно. Страшно, что после твоей смерти о тебе снимут фильм, и тебя сыграет Безруков”

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

43 Responses to სათაყვანებელი სტუმარი – “ქართველთდამცინავი”

  1. პროფესიონალიზმი ერევათ ღირსებაში… მე ყოველთვის მეყვარება მისი ნათამაშები როლები… მაგარმ თვითონ ჩემს თვალში არაკაცია… მტერია… ჩემი სამშობლოს დამამცირებელი… შოვინისტი… და ვერასდროს ვერ შევხვდები ამს აღფრთოვანებით… თუმცა მისი ნიჭის არ აღიარება სიბეცე იქნება…

  2. ethnorevaz says:

    ეს ის მომენტია, როცა ნიჭის დედაც მ$%^&#ნ🙂

    კრისტალს ბაზრობ ქილიფ.

  3. Tina says:

    აზრზე ხარ, საერთდ არმის ??? შენ ჯურნალისტი ხარ ??? დანებე ამ საქმეს თავი ვინემს შემოაკვდები…რა საჭიროა ეს უაზრო პროპაგანდა ??? ფუუუ ძალან გაიბანძეთ თავი ,საკუთარ აზრს რატომ ახვევთ ხალხს ? შენი საქმეა გაშუქო და არა შენი აზრი ჩააქსოვო….. თუ ვინმეს ცოტა განათლება მაინც აქვს მიხვდება მაგრამ , დიდი მასას ასე ასულელებთ !!!!!

    • Qilipa says:

      არ ვარ ჯურნალისტი, არა :დ

      სანთელი მინთია სიბნელეში და სულ ნუ უბერავთ ძალიან გთხოვთ ))

    • ethnorevaz says:

      ვახ ვახ ვახ :))

    • აგილა says:

      თინა რატომ აღელდა ესე?? ))))) უეჭველი ბლეთი აქვს ნაყიდი და დაიძაბა, პონტი არ გაუბანძდეს))))

  4. Goga says:

    loool “სერგო არსაკიძე” epic :d sg sg :d

  5. cannabis says:

    ბეზრუკოვის დედაც მოვტყან და მაგის დამხვედრებისაც🙂
    თუმცა ჯერ სად ვართ😦

  6. mariam says:

    “ერთი ნაბიჭვარი შოვინისტის სტუმრობით” — tkveni azrit amis damcer adamians akvs upleba sxva kveynis tundac shovinisti magram mainc saxalxo artisti landzgos? uzrdeloba uvicobis pirveli nishania. bodishis moxdit. adamiani romelic erkveva xelovnebashi.

    • ethnorevaz says:

      და ადამიანი, რომელიც აფასებს ნიჭს, თუნდაც ეს ნიჭი შენს ქალაქში სცენაზე ჰალსტუხს გიღეჭავდეს და ქვეშევრდომს გიწოდებდეს, არა?🙂

  7. antitaburet says:

    ტრაკის სიამაყით და განსაკუთრებული რირსებით მიცემა – ძალიან კარგად ჯდება ქართულ მენტალიტეტში

  8. Nato says:

    ამ პუტინის ეპოქაში გაბლატავებულ გოპნიკზე ძალიან კარგად თქვა გაფტმა – «Умереть не страшно. Страшно, что после смерти могут снять фильм и тебя сыграет Безруков!» :))

  9. Nato says:

    აი მისი შემოქმედების მშვენიერი ანალიზი:)) http://lurkmore.to/%D0%91%D0%B5%D0%B7%D1%80%D1%83%D0%BA%D0%BE%D0%B2

  10. ყველაზე საოცრება რაც სოცქსელებში ამის თაობაზე წავიკითხე; „მიშას დასცინა, მერე რა?! ეგ დასაცინი იყო“🙂

  11. ზონგა says:

    ერი კი არა მონები ხართ. ალალი იყოს მონათმფლობელი რუსეთი თქვენზე

  12. vaitqventrias says:

    berzukovi berzukovad

    mara tqven vis etayvanebi

  13. vaitqventrias says:

    jer gaerkiviet sad ra ari

    erti rchevac

    rustavi2-s didxans nu uyurebt, janmrtelobistvis sazianoa

    • Qilipa says:

      რა შუაშია რუსთავი 2 ან სხვა ტელევიზია? :დ

      მონტაჟი იყო ყველაფერი? :დ

  14. Kate Alukard says:

    მე ძალიან მიყვარს რუსული ლიტერატურა, ფილები, იუმორი, მუსიკა და კიდევ ბევრი რამ:/ ენაც კი.. ბეზრუკოვიც ძალიან მიყვარს მისი ნათამაშები როლები ის ფილემიც რომლებშიც თამაშობს სხვა თუ არაფერი მისი იეშუა :////
    ეს ფაქტი არ ვიცოდი და ძალიან ძალიან მეწყინა :||||

    ლუბეს რამდენიმე სიმღერაც ძალიან მიყვარს მაგრამ რომელ წელს არ მახსოვს 27 სექტემბერს აფხაზეთში ჩავიდნენ და აფხაზებს ჩვენზე გამარჯვება მიულოცეს.😦
    რას იზამ ზოგს ნიჭი არასწორად აქვს -_-
    ბეზრუკოვი რატომღაც ძალიან კარგი და უშუალო ტიპი მეგონა -_- შოვინიზმისგან და მსგავსი უაზრობებისგან თავისუფალი ტიპი მართლა ძალიან სამწუხაროა.

  15. როდე says:

    პირველად მესმის ამ ადამიანის შესახებ.
    ამ სიტყვებს ნამდვილად შესაბამისი რეაქცია უნდა მოჰყოლოდა, ვიზიარებ ქილიპა შენს განწყობას.

  16. mari says:

    saidan amdeni bogma? male daberdebit:/

  17. Kate Alukard says:

    ძალიან სასაცილოა ეს რეაქციები ბაი ზი ვეი: “რრაც არ იცით იმაზე ნუ ლაპარაკოოოოობთთთთთ” “ბოღმები ხააააართ” :დდდდდ და ა,შ..

    • Qilipa says:

      შენ ფბ-ს სხვადასხვა გვერდზე აწეული ამბები უნდა ნახო :დ

      “Хатия Халваши: azrze ar xart arafris da enebs atiktikebt tyuilad ! xuliganis axsareba tu icit es raa ? martla madloba unda gadavuxadot qartvelebma imis gamo rom chvens scenaze dadgams mas”

      “JuZi Brown – რუსებზე რაც თავი მახსოვს , კაი სატყნავები (ქალებზე რასაკვირველია) და ბასიაკი ლოთები (კაცებზეც და ქალებზეც) ყველა მაგას გაიძახის….
      ჩვენ რომ ვიქადნებით ვყეყეჩობთ ვიბოღმებით და ერთმანეთს ვჭამთ…. იმიტომაც ბასიაკობაშიც გავასწარით პროცენტულად და გაბოზება-მმრუშობაშიც….
      ჩვენ თავებს მივხედოთ და ჩვენსგარშემომყოფებს კიდე თუ დრო დაგვრჩა…..
      სანამ ისეთი ფასი დაგვედო დასაცინადაც , რომ აღარ ვღირდეთ….”

      “Nino Didishvili – ram gagamcarat ase! rogor cxovrobt aseti sizulvilit”

      “Eka Oshkhereli – Da es vinc cers kompetenturi blogeri da marto magan sheamchnia bezrukovis kedmagluri kureba,rato unda daujero am vitom ” rusetume “kritikoss raxan es kartvelia da bezrukovi rusi,unichieresi msaxiobia da ak erovneba arafer shuashia”

      “Bella Shonia – es upro eseninis sagamoa vidre misi … qartvelebs rom ver itans saidan daaskvenit dzalian sainteresoa ..da zogadad ratom unda apanatebdes chvenze yveaa amasac ver vxvdebi …mgoni hcvenshi aes chia rom mteli ruseti ver gvitans ..ise magashi arc chven chmovrchebit aravis …”

      “Eka Chadadze – ar mogbezrdat am sxvebshi mtris xatis dzebna??? da chven ras vaketebt rom kargebi vikot da dzlierebi da ertmanets gverdit vudget??? arafers da kidev sxvaze laparakobt fuf”

      “Maia Gogsadze – ხელოვნებას ეროვნება არ აქვს.. ბეზრუკოვი უნიჭიერესი მსახიობია..ჭორებს ნუ ავრცელებთ.”

      ერთადერთი “ნორმალური” კომენტარი ეს იყო :დ “Lela Melikidze – ბილეთი ვერ იყიდა და დაიბოღმა:))” :

      და სხვა მრავალი…

  18. Tiko says:

    ყველაფერში 100%. გაფტის ეს სიტყვები ჩემი ყურით მაქვს მოსმენილი და ხშირად ვყვები ხოლმე, როცა ბეზრუკოვზე იწყებენ აღტაცებით საუბარს!

  19. Nino says:

    am cerilshi tavad igrdznoba didi kompleqsi da monuri azrovneba.. gamodit am charchoebidan da tavad gagiadvildebat cxovreba! ase verasdros miagcevt tavisuplebas..

  20. khatia says:

    მიხარია რომ ეს პოსტი წავიკითხე. ნამდვილად არ ვიცოდი ეს ამბები და კაია რომ ახლა ვიცი. მიყვარს ბეზრუკოვი და ბევრი რუსი მსახიობი, მაგათთან ასოცირდება ჩემთვის ბავშვობა. შესაბამისად, ბეზრუკოვის ჩამოსვლა გამიხარდა, იმიტომ რომ უფრო ახლოს მივედი იმასთან, რაც ბავშვობაში შეუძლებელი მეგონა. ბეზრუკოვზე კი არ ვიძახი, ზოგადად რა, ტელევიზორში რომ კაცი ჩანდა ის ხომ მიუწვდომელი იყო ხოლმე :)) ხოდა, ეს შეგრძნება მაქვს ყველას ჩამოსვლაზე, ვისთანაც ბავშვობაში ხშირად მქონდა “ურთიერთობა”.

    მადლობა შენ ამ პოსტისთვის, ახლა ვნახე რუსულ საიტებზეც რაღაცები და ამოვიცანი “ჭეშმარიტი ბეზრუკოვი” :)) ისე, ერთ რაღაცას მივხვდი – როგორი ნიჭიერიც არ უნდა იყოს ადამიანი, ასეთი დამოკიდებულების შემდეგ შეუძლებელია მიყვარდეს. როგორ დავაფასო რობერტ სტურუას შემოქმედება მას შემდეგ, რაც სომხებზე ილაპარაკა? როგორ დავაფასო ბეზრუკოვი ან იგივე ნიკოლაი რასტარგუევი? რავი, მე მიჭირს :))

  21. Ikato says:

    ai ra dawera sergei bezrukovma oficialur web-saitze… waikitxet (tu shedzlebt) da grcxvenodet!

    Тбилиси – это ещё не вся Грузия! Но впечатления всё равно потрясающее, хватит на целый год))) Невозможно не полюбить этот замечательный народ с его вековыми традициями! Вспомните, как часто мы поём наши национальные песни в момент застолья? Про танцы я и не говорю! Мы забыли их! Перестройка! Развитой капитализм! Лихие девяностые! И всё! Суррогат из американского попкорна и и телевизионной жвачки! В кого мы превратились? А у них каждый праздник – это песни и танцы, свои,национальные! С такой заводной энергией! С таким темпераментом,что хочется приезжать сюда снова и снова! Мечтаю теперь привезти в Грузию Пушкина!
    Спасибо за теплый прием, Дорогие мои, хоррошие!!!))) Есенина, кстати, со мной в Тбилисской Филармонии читал практически весь зал, а это 2,5 тысячи человек!)
    Мне в конце спектакля подарили чоху. Это национальный грузинский наряд, белая чоха, свадебная, нарядная! Не удержался,станцевал лезгинку, просто импровизация)

    • el says:

      DAI BOG SERGEJU MNOGO ENERGII SHTOB ON ISHO MNOGO RAZ PRIEZJAL V GRUZIU I DAI BOG NASTAYASHIX GRUZIN EMU NA VSTRECHU !!!!!!

      • Qilipa says:

        ძალიან თბილი სიტყვებია, თხოვნა იქნება გააზიაროთ❤ თუმცა ესეც ნახეთ, ბარემ

  22. el says:

    Me piradad var am adamiantan nasaubrevi 2006 wels, rodesac unda mowyobiliyo “kinos festivali” da chven e.g. mashindelma mtavrobam dzalian cudi ambebi moaxdina, dzalian dasanania umecrebit adaminis sheuracyoba da samarcxvinoc ase mimachnia me. Am statiis avtori dzlian gaunaltebelia, seregis mama msaxiobi, mteli cxovreba is iset wreshi izrdeboda rac samwuxarod bevr vai qartvels arc axsovs da arc gaugonia da jobi es sheasworot sxvebis kicxvas, piradad mivige sigeli Fax-it sesliali tayvaishvilis 110 wlis agsanishnavad gamartuli yvela msaxiobis xelmowrit, rodesac aq saqartveloshi arc ertma biznesmena, arcertma saxlemwifo mogvazem araferi arc daafinasa imaz eom araferi vtavt ragac sasacilo erti broshura rom gamofines mxolod marjanishvilis taertan… sxvebis gakicxvas sjobs chvens sehcdomebs shevxedot da momaval taobas is gadavcer rac damarxulia….

  23. galstukis gechva dasacinia aba ar unda ikaifos kacma mishikoze? da radgan eg fraza tqva amitom mas szuls saqartvelo da qartvelebi? da ra shexeba aq am kvelafers xelovnebastan? xalxi misi xelovnebis sanaxavad mivida tuchebshi sazasaod ki ara. am post gaqanebuli naci da mishisti tu dacerda aba sxvas tavshi arc mouvidoda. POSTIS AVTORO pusghkini cagikitxavs? Tolstoi? Lermontovi? kvela matgans saqartvelo rusetis imperiis shniri miachnda mere ra???? amit mati leqsebi da poemebi uaresi gaxda?

    • Qilipa says:

      არ ვარ ნაცი და მიშისტი, ეს არ ყოფილა კონრეტული ერთი ადამიანის, მხოლოდ მიშას დაცინვა, ყველა ქართველს დაცინა ამით, მაგრამ რატომღაც არ გინდათ ამის გაგება და “დასაცინი იყო აბა რა იყოო, გაიძახით” სირცხვილია, სირცხვილი…

      ხელოვნებას არ ვეხები, კონკრეტულ, ადამიანზე და მის პიროვნებაზე ვწერ, რომელიც არის ლიცემერი ნაბიჭვარი

  24. MK says:

    Irakli,martali xar,getanxmebi.
    Ise problma bezrukovshi sulac araa,problema chvenshi,qartvelebshia.aseti ra chagvitara rusetma rom elementaruls ver xvdeba xalxi.

  25. Ikato says:

    “Умереть не страшно. Страшно, что после смерти могут снять фильм и тебя сыграет Безруков” yvelafers tavi rom davanebot, sawyali gaftis sityvebi ra shuashia saertod?? gartymashi ar xart ra igulisxmeboda… prezidents dascina? guli getkinat? nw nw nw… metis girsebi vart! mteli samyaro dagvcinis, bezrukovi ra shuashia!!! eg erti da meore (kide bevrs vityodi, meshinia ginebashi ar gadamivides) am kacze nichieri adamiani ar gamachnia da sul pexebze mkidia ras piqrobs is saakashvilze!!! P.S. chven didebulad ro vimgeret WE DON’T WANNA PUTIN kai iyo???!!! RA UPLEBIT??????!!!!!!!

    da ai tu kaia: “Каждый народ имеет то правительство которое он заслуживает!!!”

  26. Ikato says:

    exla FB-shi vnaxe foto… am qilipas poto BULGAKOVIS dzegltan! tu rusebi monstrebi arian ragas igeb potoebs mtrebis klasikobtan?????

  27. მხოლოდ ერთი კომენტარი მინდა დავწერო: ხალხო ანძრევთ, აი ადექვატურად შეფასების უნარი არ გაქვთ, ყველგან, სადაც ქართველები აკომენტარებთ უმეტესობას წარმოდგენა არ გაქვთ რაზე აკომენტარებთ და არ იცით რას ამბობს ავტორი.

  28. Emilly says:

    რამდენი ხანი უნდა მიღიმოდეს ახლა ეს ბეზრუკოვი ამ ბლოგზე შემოსვლისას?!!
    ვაჰ!

  29. teateako says:

    ძალიან მიყვარს ბეზრუკოვი და მგონია რომ ასეთი მსახიობი ბევრი არ არის რუსეთში …რაც შეეხება მიშას დაცინვას ,დიახაც იყო დასაცინი ისიც და ჩვენც ,,ასეთი პრეზიდენტის პატრონები რა,არ ვიმსახურებდით ?და რა ,რადგან აქ ჩამოვიდა .დორბლები უნდა ეყარა ?სარკე მოგიტანა და ჩაგახედა ,,რაც ხარ ,როგორიც ხარ ..ნაკლი დაგანახა და შენ ჯიოტად არ ხედავ ,,,მსახიობის და თეატრის დანიშნულება ნაწილობრივ ესეცაა….ნახეთ ამ ადამიანის შესრულებული იეშუა და მერე ილაპარაკეთ რაღაცეები …გაფტიც დიდი სიამოვნებით ითამაშებდა ყველას და ყველაფერს ,მაგრამ დაბერდა და ასე უნდა თქვას ,აბა რა …

  30. Pingback: ბეზრუკოვი, ლეპსი… ტაში… და, თავმოყვარეობა? | მშვიდობიანი ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: