C ჰეპატიტი, იდეა – ზიანის შემცირება

C ჰეპატიტის რუკაზე საქართველო ცხელ წერტილად არის აღნიშნული და ამ დაავადების წინააღმდეგ საქართველოს მთვარობამ ქმედითი ღონისძიებების გატარება უნდა დაიწყოს.

ჩარლზ გორი – მსოფლიო ჰეპატიტის ალიანსის პრეზიდენტი

პოსტის წერას ამ ციტატით ვიწყებ, რადგან 2 წინადადებაშია გამოკვეთილი 2 უმთავრესი პრობლემა, რაც ამ კუთხით დგას ქვეყანაში:

1. საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანია  C ჰეპატიტით დაავადებული.

2. მთავრობა არაფერ ქმედითს არ აკეთებს, ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად!

მიუხედავად იმისა, რომ დღეს არ ვაპირებდი მეორე პუნქტზე წერას, ორიოდ სიტყვით მაინც აღვნიშნავ, რომ 4 დღის წინ, ჟურნალისტმა და უბრალოდ კარგმა ადამიანმა, ირაკლი იმნაიშვილმა აღნიშნა: “წელი შეიძლება ისე დასრულდეს, რომ 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში C ჰეპატიტთან საბრძოლველი თანხები არ იქნება გათვალისწინებული.”  ირაკლის, პასუხს არ ცემს არცერთი კომპეტენტური პირი მთავრობიდან (ჩემი აზრით, არც არავინაა ამ საკითხისადმი კომპეტენტური მთავრობაში, მაგრამ ვიღაცას ხომ ეკისრება პასუხიმგებლობა?) და თუ ეს დუმილი ბიუჯეტის დამტკიცებამდე გაგრძელდა, სავარაუდოდ, კიდევ უფრო სავალალო მდგომარეობა შეიქმნება ამ კუთხით საქართველოში, უფრო სწორად ც’აქართველოში…

cxovreva C diagnozit

ახლა კი, დავუბრუნდები პირველ პუნქტს და იმ მიზეზს, რა მიზეზითაც დავიწყე ამის წერა. ის, რომ ც ჰეპატიტით ინფიცირებულთა რაოდენობა კატასტროფულად იზრდება და ინფიცირებულთა უმრავლესობამ არც კი იცის საკუთარი დაავადების შესახებ, ეს არის მოსახლეობის არაინფორმირებულობის ბრალი. ხალხმა არაფერი იცის დაავადების შესახებ, არაფერი იცის გადადებისა და გავრცელების გზების შესახებ…

არ მიმაჩნია, რომ “არ ცოდნა, არ ცოდვაა” და სწორედ აქედან გამომდინარე გამიჩნდა იდეა, შეთავაზება თუ უბრალოდ სურვილი (არ ვიცი ზუსტად რა ვუწოდო, ან სამივე ერთად აღებული) ორგანიზაცია “Hepa+”-ის მიმართ (და ამ საკითხზე მომუშავე სხვა ორგანიზაციების მიმართაც, თუ არსებობენ სხვებიც). ვიცი, რომ ეს ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს და ყველაფერს აკეთებს C-სთან დაკავშირებული პრობლემების აღმოსაფხვრელად და მოსახლეობის ცოდნის ასამაღლებლად. დავსწრებივარ ამ საკითხთან დაკავშირებულ ტრენინგებს და გამიჩნდა აზრი, რომ სავსებით შესაძლებელი და რეალურია, C ჰეპატიტთან დაკავშირებული ტრენინგის მაქსიმალური “ლაკონიზაცია”, ისე რომ 5-10 წუთიან პრეზენტაციაში ჩაეტიოს მთავარი სათქმელი. ოღონდ, ეს ლაკონური პრეზენტაციები უნდა შეიქმნას, მხოლოდ, სტომატოლოგიური კაბინეტების, სილამაზის სალონებისა და Tatoo სალონებისათვის. იმის გამო აღვნიშნე,”არ ცოდნა, არ ცოდვა” არ არის -მეთქი, რომ ჩემი აზრით, ასეთ სამსახურებში დასაქმებულმა ბევრმა ადამიანმა, მართლა არ იცის დაავადების გადადების გზების შესახებ, არ იცის, რამხელა რისკის ქვეშ აყენებს “კლიენტს”, როცა არასტერილური ხელსაწყოთი უკეთებს ტატუს, კბილს, ფრჩხილს და ა.შ. ეს ჩემი იდეა კი იმაში დგომარეობს, რომ 2-2-მა ადამიანმა, ეტაპობრივად მოიაროს ყველა ასეთი დაწესებულება და თანამშრომლებს თხოვონ 10 წუთიანი ყურადღება (არ მგონია, 10 წუთით მოსმენაზე უარი უთხრას ვინმემ). მესმის, რომ არარეალურად ჟღერს ყველა დაწესებულების შემოვლა და თანამშრომელთა დატრენინგება, მაგრამ “სჯობს გვიან, ვიდრე არასროს”, ნელ-ნელა და ეტაპობრივად ყველა ასეთი წერტილის შემოვლაა შესაძლებელი და ამ ტრენინგების შედეგად, თითო დაწესებულებამ, თითო პაციენტის გადარჩენაც, რომ შეძლოს ინფიცირებისგან, საკმაოდ კარგი შედეგი იქნება…

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

One Response to C ჰეპატიტი, იდეა – ზიანის შემცირება

  1. fiqria says:

    ძალიან მნიშვნელოვან თემას შეეხეთ და არც მარტო ზემოაღნიშნული პროფესიების გატრენინგება არ არის საკმარისი. მართლა საგანგაშო და უპასუხისმგებლო სიტუაციაა ქვეყანაში ამ მხრივ.

    ერთ წელიწადში ახლობელმა ორი ოპერაცია გაიკეთა. წლის ფასაწყისში არ ჰქონდა ც–ჰეპატიტის ვირუსი ანალიზებში, წლის ბოლოს – აღმოაჩნდა. ოპერაციებს შორის პერიოდში კი მას არ ჰქონია ურთიერთობა არც სტომატოლოგთან, არც რაიმე სალონებთან. სისხლის გადასხმაც კი არ დასჭირვებია არასდროს. რა ვიფიქრო? საიდან აიკიდა ვირუსი? ადამიანი სრულიად ჯანმრთელ ცხოვრებას ეწევა – არ სვამს, ნარკომანი არ არის, სიგარეტსაც კი არ ეწევა…

    ტრაგედია არ არის ეს? ვის მივმართო? სად ვიჩივლო? პასუხს ვინ გამცემს რამეზე? ვინმემ ხომ უნდა აიღოს თავის თავზე პასუხისმგებლობა?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: