ინტერვიუ ჩიპლიდერთან

Main Event (Day 1B)-ის ჩიპლიდერებს შორის მეორე ადგილზე, ქართველი მოთამაშე, 25 წლის, ვაჟა ქომეთიანია 187 600 ჩიპით. სწორედ ამიტომ, მასთან გასაუბრება გადავწყვიტე და პატარა ინტერვიუსაც შემოგთავაზებთ:

PIC_0017

რამდენი ხანია პოკერს თამაშობ?

2010 წელს დავიწყე, შეიძლება ითქვას, რომ თამაშის დაწყებაც და პოკერით სერიოზულად დაინტერესებაც, ამ წელს მოხდა.

ძირითადად სად თამაშობ ხოლმე?

ყველაზე ხშირად ვთამაშობ, აჭარაბეთში Live ტურნირებს.

გაქვს თუ არა, დიდ ტურნირებში მონაწილეობის გამოცდილება?

ხშირად ვთამაშობ და მითამაშია სხვადასხვა RPT ტურნირზე სადაც, ბაი-ინი 2 000 ევროც კი ყოფილა, თუმცა ყველაზე დიდი წარმატება SPT Kievi იყო, სდაც აჭარაბეთის დაფინანსებით წავედი, პირველი ადგილი დავიკავე და 24 000 ევრო მოვიგე.

როგორ აფასებ საკუთარ შანსებს RPT Tbilisi-ზე?

კარგი და იმედიანი განწყობა მაქვს. როგორც იცით ერთ-ერთი ჩიპლიდერი ვარ გუშინდელი თამაშის შემდეგ და თუ პირველი ადგილი არ გამოვა, დარწმუნებული ვარ რომ საპრიზო ადგილს აუცილებლად დავიკავებ.

თუ არის რომელიმე კონკრეტული მოთამაშე ამ ტურნირზე, რომელსაც მთავარ კონკურენტად მიიჩნევ?

არიან ძლიერი მოთამაშეები, მაგრამ ასე გამორჩეულად გამოკვეთილი არავინ მყავს. თამაშის მიმდინარეობისასვე შევატყობ ვინ უფრო ძლიერია და შესაბამისად, მოვერიდები მათთან თამაშს.

როგორ შეაფასებ მიმდინარე ტურნირის ორგანიზებას?

გამომდინარე იქიდან, რომ არაერთ საერთაშორისო ტურნირში მიმიღია მონაწიელობა, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერი საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მიმდინარეობს და ძალიან კარგად ორგანიზებული ტურნირია.

დიდი მადლობა, ვაჟა, წარმატებები…

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: