პრობლემები, სად არის სამართალი?

supportdontpunnish

პროგრესულად მოაზროვნე და განვითარებულ ქვეყნებში, ადამიანებმა დაასკვნეს, რომ “ნარკომანია” დაავადებაა და არა დანაშაული, მას მკურნალობა ესაჭიროება და არა – ციხე, დევნა ან ჯარიმა…

ქვეყანაში, სადაც: “გაუპატიურებად მიჩნეული იქნება სქესობრივი კავშირი, ან სხვაგვარი სქესობრივი კონტაქტი სხეულის ნებისმიერი ნაწილით, ან რაიმე საგნით, ჩადენილი ძალადობით, ან ძალადობის მუქარით, ან დაზარალებულის უმწეო მდგომარეობაში ჩაყენებით, ან ამ მდგომარეობის გამოყენებით.  ეს დანაშაული დაისჯება 4-დან 6 წლამდე პატიმრობით.” (ნეტგაზეთიხოლო, ადამიანი რომელიც არის ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ, ზის მშვიდი და მომღიმარი სახით, არის სრულიად უკონფლიქტო და უბოროტო, მასაც აპატიმრებენ და განუსაზღვრავენ თავისუფლების აღკვეთას 7-დან 12 წლამდე. სად არის სამართალი?..

იმ მარტივი ლოგიკიდან გამომდინარე, რომ ნარკომანია დაავადებაა და არა დანაშაული, გააზრებული უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს, რომ დაავადებულ ადამიანს, დასჯით და ძალით ვერ გაუქრობ დამოკიდებულებას. ნარკოტიკული თრობის ზემოქმედების ქვეშ “მხილებული” ადამიანი ჯარიმდება 500 ლარის ოდენობით, განმეორების შემთხვევაში 3 500 ლარით… ადამიანს როცა შია, ჭამა უნდა. თუ საკვებს გავაძვირებთ 3500 ლარამდე, ის ჭამას ვერ გადაეჩვევა, მაინც ყველაფერს გააკეთებს საკვების შესაძენად, უკიდურეს შემთხვევაში იქურდებს ან იყაჩაღებს… არც ისე დიდი ხნის წინ მომხდარ მაგალითს მოვიყვან, როცა ჩემი უბნელი 22 წლის ბიჭი ყაჩაღობაზე (ოქრო ჩამოწყვიტა ქალს) დაიჭირეს და 6 წლით ჩასვეს ციხეში, ყაჩაღობის მიზეზი კი მარიხუანის მოწევის გამო დაკისრებული 2 000 ლარიანი ჯარიმა იყო. მას არ ვამართლებ იმაში, რომ იყაჩაღა, მე კანონს ვადანაშაულებ, იმაში რომ ის ციხეშია… სად არის სამართალი?..

გარდა ამ ყველაფრისა, ნარკომანიის კუთხით, ქვეყანაში არაერთი პრობლემაა:

პრობლემა 1: 2008 წლიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მოქმედებს “ჩანაცვლებითი თერაპიის” ანუ “მეტადონის” პროგრამა, რომელიც ტანჯვას უმსუბუქებს საპატიმროში მოხვედრილ ნარკოტიკზე დამოკიდებულ მამაკაცს (!), ხაზს ვუსვამ მამაკაცს , იმიტომ რომ მსგავსი პროგრამა არ მოქმედებს ქალთა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. ეს არის მწარე და მტკივნეული დისკრიმინაცია! სად არის სამართალი?..

პრობლემა 2: “ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენცია”–ში წერია:

მუხლი 3
წამების აკრძალვა

არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას.

არ შეიძლება, მაგრამ რა ხდება რეალურად? შეხვედრიხართ თუნდაც ერთ ადამიანს, რომელიც “გონებრივი ეჭვის საფუძველზე” ნარკოლოგიურ განყოფილებაში წაუყვანიათ? თუ შეხვდებით, აუცილებლად მოგიყვებიან, როგორ დამამცირებელ და ღირსების შემლახველ პირობებში ხდება “ტესტირება”. გამოშვების შემდეგ, ექსპერტიზაზე უარყოფითი პასუხის მოსვლის შემთხვევაშიც კი “საეჭვო პირის” მონაცემები გადაეცემა შსს–ს და ფიქსირდება, ნარკოლოგიურ განყოფილებაში ნამყოფი ადამიანის სტატუსით, რომ შემდეგში, პოლიციელმა, “ეჭვის გაჩენის” შემთხვაში გადაამოწმოს მონაცემები, გაიმყაროს “გონებრივი ეჭვი” და ისე წაიყვანოს ადამიანი ნარკოლოგიურ განყოფილებაში. აქვე დავამატებდი, გარდა იმისა რომ მარაზმია, სირცხვილიც კია მუსიკალურ ფესტივალზე პატრულის შევარდნა და ასამდე, მუსიკისა და სიამოვნების მოყვარული ადამიანის “ნარკოლოგიურში” გადაყვანა. ახალგაზრდობა ერთობა, ცეკვავს, სვამს, იცინის, შენ კი მიდიხარ, ართმევ ამ სიამოვნებას და მიგყავს მისი შარდის ექსპერტიზაზე. სად არის სამართალი?

პრობლემა 3: პრეპარატები “ბა*****ნი” და “ტე*****ნი”, რომელთა შეძენაც ექიმის დანიშნულების გარეშე, წესით, არ შეიძლება, უპრობლემოდ იყიდება აფთიაქებში. აფთიაქიდან გამოსულ ახალგაზრდებს კი პატრული ხვდება და ნარკოლოგიურში გადაყვანის შემდეგ, ჯარიმებს უწერენ. მებადება კითხვა, რატომ არ შედის იგივე პატრული, იქვე, აფთიაქში და რატომ არ თხოვს პასუხს ფარმაცევტს, ურეცეპტოდ გაცემული პრეპარატის გამო? ჩნდება ეჭვი, რომ ვიღაცების ინტერესებში შედის ამ მედიკამენტების გაყიდვა ექიმის დანიშნულების გარეშე და შესაბამისად, არავინ აკონტროლებს რას ყიდის ფარმაცევტი აფთიაქში.

აქვე, ცალკე კონტროლის პრობლემაა პრეპარატ “ცი*****ლი”–ს შემთხვევა, რომელიც ფსიქოტროპულ პრეპარატად ითვლება და არ ყიდიან ექიმის “სამ ბეჭდიანი” დანიშნულების გარეშე, მაგრამ ფაქტია, რომ თავისუფლად ხვდება ახალგაზრდების ხელში და ე.წ. “კაიფისთვის” მოიხმარენ. (ამ პრეპარატების დასახელებები ყველა მომხმარებლისთვის ნაცნობია, თუმცა არ ვწერ, იმის გამო რომ ვინმემ არ ამოიკითხოს, არ იფიქროს კარგიაო და გასინჯოს)

თხოვნით მივმართავ ყველა შესაბამის სტრუქტურასა და დაწესებულებას, დროულად და ყურადღებით მიხედონ ამ პრობლემებს!

არ დაიჭირო, უმკურნალე!

Du MondeStudents Club logo

    

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

2 Responses to პრობლემები, სად არის სამართალი?

  1. polemos0108 says:

    არ დაიჭირო, უმკურნალე!
    კარგი გზავნილია.

  2. “თხოვნით მივმართავ ყველა შესაბამის სტრუქტურასა და დაწესებულებას, დროულად და ყურადღებით მიხედონ ამ პრობლემებს!”

    სამწუხაროდ თხოვნა საკმარისი არ არის. უკეთესია ერთად მოვითხოვოთ, ასეთი რეპრესიული ნარკოპოლიტიკის დასასრული.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: