პირველი მიმოხილვა “BIAFF”-ზედ

logo

ბათუმში ჩამოსული ადამიანი, მარტივად მიხვდება, რომ კვირის უმნიშვნელოვანესი მოვლენა ბათუმის მერვე საერთაშორისო საავტორო კინოფესტივალია. ხელოვნების უნივერსიტეტში, კინოთეატრში, ცენტრალურ მოედნებზე, ყველგან “BIAFF”-ია, მეც ამ ფესტივალის ერთ-ერთი რიგითი სტუმარი ვარ, რომელმაც როგორც იქნა, პოსტის დასაწერად მოიცალა…

სამწუხაროდ, ვერ მოვახერხე გახსნის დროს ჩამოსვლა დ 16 რიცხვიდან შევუერთდი ფესტივალს. პირველი ფილმი, რომელიც ვნახე, იყო პიტერ ბროსენსისა და ჯესიკა ვუდვორთის “მეხუთე სეზონი”. ფილმი მოგვითხრობდა ერთი პატარა ცრუმორწმუნე სოფლის ცხოვრების შესახებ, სადაც გარკვეული რიტუალის ვერ შესრულების შემდეგ, ქაოსი და ანარქია ისადგურებს. ფილმში რამდენიმე, უდავოდ, ძლიერი კადრია, ძალიან მაგარი გადაღება და ძალიან ემოციურია ყველაფერი, მაგრამ დასასრული იყო წიხლის კვრა და ზურგში დანის ჩაცემა ჩემთვის, რამაც ხაზის გადაუსვა ფილმის ყველა “სიკეთეს”. მაგიჟებენ და მაოცებენ რეჟისორები, რომლებიც უაზრო დასასრულით აფუჭებენ ძალიან კარგად დწყებულ ფილმებს. არ მესმის, რატო მოიხიბლა ამ ფილმით მთელი დარბაზი…

შემდეგი იყო ბენ უიტლის “მინდორი ინგლისში”, რომელზეც მოკლედ ვიტყვი, რომ “ვაა, რა “სტრანნი” კინოა, ე.ი. ძალიან მაგარია” – ფიქრებით დაიმსახურა ხალხის მოწონება, თუმცა რეალურად, სრულიად უაზრო და არაფრისმომცემი ფილმია.

ბოლოსთვის კი კიმ კი-დუკის “პიეტა” შემოვინახე, ჯერჯერობით, საუკეთესო რამ, რაც ამ დღეებში “აპოლო”-ში ვნახე. არაჩვეულებრივი სცენარით გადაღებული ფილმი დედა-შვილობაზე, ჩაგვრაზე, ცოლ-ქმრულ სიყვარულსა და შურისძიებაზე. რაღაც მომენტში, ქართველ მაყურებელს, სავარაუდოდ, აკაკის “გამზრდელი” გაახსენდება (მე ნათლად გავავლე პარალელი), ბოლოს კი “ერთხელ ამერიკაში”-ც ჩაგირბენთ თვალწინ. +18-ის მაგივრად +21-ს დავადებდი ამ ფილმს, ძალიან მძიმე საყურებელი და დამთრგუნველი კადრებია, მაგრამ აუცილებლად გირჩევდით პიეტას ნახვას. “აჩვენეთ ეს ფილმი მსოფლიოს და… ბევრი ცუდი რამ აღარ იქნება” კატეგორიის შედევრია…

P.S. გუშინ, 18 სექტემბერს, ორგანიზატორებმა გვამცნეს, რომ 22:00 საათზე, ერას მოედანზე, ღია ცის ქვეშ, ნაჩვენები იქნებოდა “სიურპრიზი” და ეს აღმოჩნდა პარკერის “კედელი” (The Wall). არაჩვეულებრივი სიურპრიზი გამოვიდა, კარგი იყო არაერთხელ ნანახი და საყვარელი შედევრის, დიდ ეკრანზე, სუფთა ჰაერზე, ლუდის ბოთლით ხელში, ყურება, ამ ყველაფერს კი თან გასდევდა ბათუმელი ბავშვების კომენტარები:

ამგენმა არ იციან რო ბაღნები ვზივართ აქ? რეებს გვაყურებინებენ?

აუ, რა “ბეჩია” ტიპი? დალეწა, დალეწა, მარა წარბებისგან რაღა უნდოდაა?

უი, აგი ფაშისტი ყოფილა?

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: