ჩემი Facebook Friend-ების 10 საუკეთესო სტატუსი #8

ეს სერია ისე გამოვიდა, რომ რამდენიმე ადამიანის, რამდენიმე სტატუსი მოხვდა ერთ პოსტში, მაგრამ რას ვიზამთ? რაც კარგია, კარგია…

Facebook
დაწყვეტა იყვეს ჩემი მეზობლების! საყვარელი რომ მომდიოდა სახლში ყველა ხედავდა, ქურდები რომ შევიდნენ ვერავინ ვერ დაინახა.

ფანჯრიდან უნდა ვიგებდე, რომ წვიმს? არავინ არ უნდა დაპოსტოთ ბლიად?

‎2010-2011-2012 წლებში, 83 „ყველაზე რეიტინგული ტელენოველა” გამოვიდა და ყველა მათგანი „იმედზე” გადის. ნელ-ნელა ვიჯერებ, რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ.

რატომ არის კარგი ელექტრო სიგარეტი გოგოსთვის? (განსაკუთრებით შვილიანისთვის)
1. ზამთარში მოსულა სახლში, სამსახურში – შენობაში მოწევა და არავინ არ იწყებს წუწუნს “ფუუუ რა სუნიაო” და ბავშვიც არ ცოფდება (არცერთი ქალი იმდენს არ ეწევა რო მართლა ბუღი დააყენოს…) პლიუს, როგორც დამატება – ძაან კომფორტულია მოწევა მუშაობისას ან საუბრისას, ისე რო აივანზე არ უნდა გაციმბირდე…

2. როცა გეზასავებიან – საფერფლეს არ ეზასავებიან. ეზასავებიან “ალუბლის არომატს”, ყავის არომატს და ა.შ. – შესაბამისად მოწევა მოსულა არა მხოლოდ სექსის შემდეგ, არამედ სექსის წინ და სექსის დროსაც.

3. აღარასოდეს აღარ მოგიწევთ ზაჟიგალკის ძებნა

4. არავინ არ გთხოვთ “1 ღერს მოგპარავო”

5. არ გჭირდებათ საფერფლე(მაგალითად მანქანაში მოწევისას – არაა საჭირო ფანჯრის ჩამოწევაც კი)

6. და ძალიან ვაჟნი რატომაც ყველაზე მეტად ეხმარება ელექტრო სიგარეტი გადაგდებაში და ამაზე ბევრი არ ფიქრობს – ეწევი ზუსტად იმდენს და ისეთი სიხშირით(1 მოწევსისას) რამდენიც გინდა – და არაა საჭირო ბოლომდე მოწიო(ბიჩოკამდე) და არაა საჭირო ჩქარ-ჩქარა მოწიო რო არ ჩაიფერფლოს…

ყველა რომ გაიფიცება ანუ “მარშრუტკების”, ავტობუსების და მეტროპოლიტენის თანამშრომლები, თავიანთ მოწყობილ აქციაზე მისვლას როგორ აპირებენ?

იმხელა სიცხე მაქვს სიგარეტს იღლიაში ვუკიდებ იმენა :@

Dato Gorgiladze

მესაფლავე, შენ ამბობ რომ, ქვეყანაზე ვინც კი კვდება

ყველას პოვნა ცესკო-ს მიერ შედგენილ სიებში შეიძლება?

ტეტჩერს დაკრძალავენ თუ გადაადნობენ ნეტავ:/

მესმის, ყველას გვიმძიმს იმ ტრაგედიაზე საუბარი, რაც დღეს მოხდა. თუმცა, ცხოვრება ტკივილითა და მოულოდნელობებითაა აღსავსე და მოგვიწევს თვალი გავუსწოროთ მას. მითუფრო მაშინ, როცა მსოფლიო ლაპარაკობს ამაზე, ჩვენ რომც დავდუმდეთ ქვები დაიწყებენ ღაღადს.
უნდა ვაღიაროთ – ანუკისა და ბიჭოლას პროფესიული გაყრისგან გამოწვეულ ტკივილს, თავისი მასშტაბებით, მხოლოდ სამოქალაქო ომი თუ შეედრება. სხვა სევდა ამასთან შედარებით უბრალოდ არაფერია.
და მაშინ, როცა ეპოქა სრულდება, ჩვენ ისეთ წვრილმანზე გადაგვაქვს თემა, როგორიც რუსების მიერ საზღვრის 300 მეტრით გადმოწევა და თალიბების ყალბი მუქარაა.
აგრემც მოვკვდები.

იდეალურ დროში ვცხოვრობთ -ქვეყნის მთავარსარდალმა ერთადერთხელ გაილაშქრა წარმატებით და ისიც ტობავარჩხლზე.
ქვეყნის პრემიერი თავის იუმორს მაინცდამაინც წარუმატებელი გალაშქრების სიმბოლოზე ლესავს.
ქვეყნის მომავალი პრეზიდენტი – ღმერთმა დაგვიფაროს და – მარგველაშვილია.
უარესი.
ქვეყნის მომავალი პრეზიდენტობის ერთ კანდიდატს ჰგონია, რომ ღმერთის გამოგზავნილია და მეორეს გონია, რომ თავად არის ღმერთი.
ქვეყნის მთავრობა სუქდება (უღმერთოდ).
კუკავაც.
დავით აღმაშენებელს ისევ ცენტრისკენ მოაჭენებენ. ალბათ, ველოსიპედზე უნდა გადასვან.
ბენზინის ფასს არაფერი დააკლდა. მაქსიმუმ ბენზინი დაგაკლონ სადგურებზე.
მთავრობა არათუ ფარულად, ღიადაც აღარ გვისმენს.
დაპირება დარჩა დაპირებად და ისეთი პირი უჩანს (თანამდებობის) – ასევე დარჩება.
შსს-მ, რომელმაც დიოგენეს გარდა ლამის ყველაფერი აღმოაჩინა ათასგან დამალულ კასრებში, ერთი ვიდეოს ამტვირთავი ვერ დაადგინა.
ბედნიერებამ გვითხრა, ნუ მეძებთო.
და მაგის მთქმელი კაცი კიდეც ჩვენ არ გვინდა.
ერთი ოცნება მაინც შეგვეძლო ხოლმე ქართველებს და ეგ ნიშაც დაიკავეს (თან, აი, კარგ დომენს რომ აიღებს ხოლმე ადამიანი, მერე საიტის გაკეთება დაეზარება და მიაგდებს, ისე).
ყველაზე დასამახსოვრებელი კანონპროექტი ამ ერთი წლის განმავლობაში პრეზერვატივებს ეხებოდა.
და ნაცარს კიდევ.
CV-ში ჩაემატა გრაფა: “ნათესავი (ვისი მხრიდან)”.
სამართლიანობის ნაცვლად ლამის ბაჩო ახალაიას იმიჯი აღდგეს.
ყველა კმაყოფილი და ბედნიერია… ხელისუფლებაში.
ამ ყველაფრის მერე ერთადერთ ალტერნატივად ისევ ის ჩანს, ვინც ერთი წლის წინ კინწისკვრით გავაგდეთ ხელისუფლებიდან.ჭირი აქა, ქატო აქა.
ვაიც აქა. ვუიც აქა.

Part 1

Part 2

Part 3

Part 4

Part 5

Part 6

Part 7

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

One Response to ჩემი Facebook Friend-ების 10 საუკეთესო სტატუსი #8

  1. spleet says:

    მეორე კაი იყო ;’დ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: