“IKA + EKA”

ხომ არსებობს გარკვეული ადგილები, რომელთან გავლის დროსაც, რაღაც კონკრეტული ამბავი გახსენდება და გეღიმება, ან – პირიქით… ერთ–ერთი ასეთი ადგილი, ჩემი სახლიდან, გაჩერებისკენ მიმავალ გზაზეა და ყოველდღე გაღიმებული ავუვლი–ჩამოვუვლი ხოლმე, რკინის დაჟანგულ კარებზე, 10 წლის წინ, პულივიზატორით მიწერილ “IKA + EKA”–ს…

მეექვსე–მეშვიდე კლასში ვიყავით ეს რომ დავწერე. იდეაში “IKA + EKA = ❤” უნდა დაგვეწერა, მაგრამ საღებავი არ გვეყო მე და ჩემ ძმაკაცს. კლასელებთან ერთად, მე და ეკა ბევრს ვიცინოდით ხოლმე ამ წარწერაზე, მაგრამ დროის გასვლის შემდეგ, კიდევ უფრო, სასიამვნო მოგონებად დარჩა ჩვენი შეყვარებულობის ამბავი და ეს “უკვდავი წარწერა”.

10 წლის განმავლობაში, იმ შენობამ, რომელზეც ეს წარწერაა, არაერთი “რეკონსტრუქცია” განიცადა, შეიღება კარებები და შეილესა კედლები (ერთ დროს ღია ლუდის ბარიც კი იყო და შიგნით მოექცა წარწერა), მაგრამ იმის გამო, რომ შენობის მეპატრონის შვილი ჩემი მეგობარია, ხელს არ აკიდინებდა კარებზე. გუშინ გავიარე და მივხვდი რომ დიდხანს ვეღარ გაჩერდებოდა ეს წარწერა, მაღაზია გაიხსნება მალე. კარებს ქვედა ნაწილიც კი მოაჭრეს უკვე, მეც მოვასწარი სურათის გადაღება და ამ ამბის შენახვა…

ika da eka

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

2 Responses to “IKA + EKA”

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: