მამების დღე საქართველოში

ვინც დარეგისტრირებული ხართ სხვადასხვა ონლაინ მაღაზიის საიტზე, ალბათ თქვენც  მოგდით ბოლო დროს მეილზე შეტყობინებები, რომ მამების დღესთან დაკავშირებით დიდი ფასდაკლებებია და ა.შ.

ამ წერილებამდე არაფერი მსმენია მამების დღესთან დაკავშირებით და არც არასდროს მიფიქრია ამაზე, მაგრამ ახლა დავგუგლე, მოვიძიე მცირედი ინფორაცია და ვნახე, რომ თითქმის მთელ მსოფლიოში აღინიშნება ეს დღე. თარიღები განსხვავებულია, მაგრამ ყველაზე მეტი ქვეყანა, ივნისის მესამე კვირა დღეს (Third Sunday of June) აღნიშნავს “მამობას”…

fathers day Georgia 1

 

fathers day Georgia 2

 

fathers day Georgia 3

 

fathers day Georgia 4

 

ხოდა, რა დააშავეს ქართველმა მამებმა? რა იქნება იმაში ცუდი, თუ ჩვენც ავირჩევთ რომელიმე 1 დღეს წელიწადში და “მამების დღეს” დავარქმევთ? გვაქვს დედის დღე, გვქონდეს მამის დღეც. მსგავსი დღეების აღნიშვნა სიმბოლურია და არასდროს არაფერს აშავებს. ზოგიერთ ქვეყანაში უქმე დღედაც კი ითვლება და ორმაგად საყვარელია…

ბოლოს კი ისევ ვიკიპედიიდან აღებული სქრინით დავამთავრებ და კარგი იქნება თუ მართლა ჩაჯდება ეს წარწერა, სანამ რომელიმე დღეს დავაკანონებთ : )

fathers day Georgia last

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

4 Responses to მამების დღე საქართველოში

  1. კახი says:

    ვა რა მაგარი აღმოჩენაა🙂
    რა მოხდება მართლა რომ იყოს საქართველოში ერთი დღე მამებისაც,
    ბოლოსდაბოლოს ქალებს ორი დღე აქვთ (3 და 8 მარტი) და ერთი დღე არამგონია დანანოთ მამებისთვის :დ კაი პოსტი იყო

  2. M.K. says:

    ჩემი ერთერთი პირველი პოსტი გამახსნედა… მართლა გულით მინდა მამაჩემს მივულოცო-ხოლმე, მაგრამ მაშინ კი არა, როცა რამე საიტი მომწერს, მამების დღეა და იცოდეო… ისეთ დღეს მინდა, ყველა რომ აღნიშნავს გარშემო და მილოცვისას არ იფიქრებს, რომ “ვეკაიფები” ან რამე სათხოვარი უნდა მოვაყოლო🙂

  3. ent says:

    მაგასაც მიაწერენ თეთრგვარდიელების დღეაო ან რამე ეგეთ დებილობას :დ

  4. საერთოდ არ მსმენია ამ დღის შესახებ აქამდე ,საინტერესოა ძალიან!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: