Tbilisi Open Air 2013 – მიმოხილვა

tbilis-open-air-2013

ჯერ იყო და დღეებს ვითვლიდი 5 ივნისამდე, გახდა ხუთი და საათების თვლა დავიწყე, ვცქმუტავდი და ვერ ვითმენდი ფესტივალის დაწყებამდე. რაღა თქმა უნდა ადრე მივედი დინამო არენაზე და ყველა სექტორის შემოვლა გადავწყვიტე, მოვიარე ყველა ადგილი და კმაყოფილი დავრჩი იმით, რომ არსაიდან ყოფილა სცენა იმდენად შორს, რომ მსმენელი უკმაყოფილო დარჩენილიყო, თუმცა კითხვის ნიშნის ქვეშ რჩებოდა, როგორი იქნებოდა ზედა სექტორებში ამავალი ხმა, როგორც ბოლოს აღმოჩნდა, არც ისე კარგი “ზვუკი” მიდიოდა იქამდე, იმედი მაქვს, სამომავლოდ გაითვალისწინებენ ორგანიზატორები და გამოასწორებენ ამ მნიშვნელოვან საკითხს.

მინუსი რაც ფესტივალს ჰქონდა ორგანიზატორული მხრიდან იყო “ქართული მინუსი” – 5 საათზე დაანონსებული კონცერტის, 7–ის ნახევარზე დაწყება, რამაც გამოიწვია ის, რომ Modeselektor–მა საერთოდ ვერ მოასწრო გამოსვლა და გაფრინდა…

თუმცა მთავარი მინუსი და ჩემი გულისწყვეტა იყო თითქმის ცარიელი სტადიონი, სავარაუდოდ, ადგილების მეოთხედიც არ შევსებულა. ამას ვერ შევადარებ მარადონას დროს ცარიელ დინამოს, იმიტომ რომ იქ უაზროდ ძვირი ღირდა ბილეთი და იმ სიმბოლური თამაშის სანახავად 50–200 ლარს არ გადაიხდიდა 55 000 ადამიანი, მაგრამ გაუგებარია ჩემთვის, როგორ შეიძლება თქვა ადამიანმა, რომ ამხელა ფესტივალისთვის, ასეთი ვარსკვლავური ლაინ აპისთვის 40 ლარიდან დაწყებული ბილეთის ფასი ძვირია? “რაღა დროს Deep Purple–ია” ხალხისთვის Tricky, Infected Mushroom, The Subways, Black Strobe–სთვის როგორ უნდა ყოფილიყო ძვირი ბილეთის ღირებულება? Deep Purple–ს მოყვარულ ადამიანს კი მხოლოდ ფარფლების 1,5 საათიანი კონცერტისთვისაც თვალდახუჭულს უნდა გადაეხადა მინიმუმ 40 ლარი. ასე რომ ნუ გამაგონებთ “ფუ, რა ხამები არიან ორგანიზატორები, დაედოთ ბილეთზე დაბალი ფასები და გაავსებდნენ სტადიონს”. მოედნის სიცარიელეში დამნაშავე მხოლოდ და მხოლოდ ქართველი მსმენელია, რომელიც არ არის ღირსი მსგავსი “ვარსკვლავთცვენის”, რომელსაც ისევ და ისევ “კოკო ჯამბო” და “მაკარენა” უნდა ასმენინო და რომელთა მეოხებითაც, მხოლოდ ბერას ძალუძს დინამო არენას გავსება…  სერიოზული შიში გამიჩნდა იმის, რომ შეიძლება, ორგანიზატორებმა აღარ გარისკონ ასეთი ვარსკვლავების ჩამოყვანა და “ვიღაც–ვიღაცების” დასაკრავ ადგილად იქცეს Tbilisi Open Air–ი.

ახლა გადავალ იმ პრობლემებზე, რომელიც ყველა Open Air–ს ახლავს:

1) რიგები სასმელთან – ამ მხრივ, 2009 წლიდან მოყოლებული, Tbilisi Open Air–ის ისტორიაში, ყველაზე მოწესრიგებული იყო და ხალხი არ ხოცავდა ერთმანეთს ლუდის გულისთვის.

2) ტუალეტის პრობლემა – უწყვეტი რიგები ლუდთან, თავისთავად იწვევს ტუალეტის ხშირი სტუმრობის სურვილს, ეს საკითხი ყოველთვის ყველაზე მტკივნეული იყო მინდორში განლაგებული კაბინების მცირე რაოდენობისა და მოუწესრიგებლობის გამო. წელს, პირადად მე, ტუალეტთან დაკავშირებით პრობლემა არ შემქმნია, მიუხედავად იმისა, რომ ლუდი არ გამიგდია ხელიდან და ხშირ–ხშირად მიწევდა “საქმეზე” გასვლა.

3) ჩხუბი, ჩაცუცქვა, კაჩავი და ამბავი – ჩხუბებისა და გაწევ–გამოწევის გარეშე, არცერთ ფესტივალს არ ჩაუვლია და არც ეს ყოფილა გამონაკლისი.

რა ქართველი ხარ, თუ ქართველობა,
მუშტის მოქნევით არ დაამტკიცე?

და რა მელომანი ხარ, თუ გილანის ხმის გაგონებისას არავის ჯვარცმა არ მოგინდა?

აქვე, ისევ დავუბრუნდები ბილეთის ფასს და აღვნიშნავ, რომ რაც უფრო ნაკლებია ბილეთის ფასი, მით უფრო მეტი “ამრევი” ტიპი მოდის, რომელიც მუსიკის მოსასმენად კი არა, ე.წ. “სეირის სანახავად” და “როკელებზე” საღადაოდ დადის…

ახლა კი გადავალ უშუალოდ შემსრულებლებზე:

Kid Jesus – არ არის ცუდი, მაგრამ როცა ფესტივალს ხსნი, “გამხურებელი” ტიპი უნდა იყო და არა ქიდ ჯიზეზი

Black Strobe – მა მენ > ძალიან მაგარი ჯგუფი, დიდი ენერგია, ზღვა პოზიტივი, გულიანი შემსრულებელი და კარგი მუსიკა, აი ეს იყო გახურება!

The Subways – ასევე, მაგარი ჯგუფი, კარგი მუსიკა, მონდომება, ხმის ჩახლეჩა და ყველფრის გაკეთება, მსმენელის დასაკმაყოფილებლად – Respect.

Deep Purple – ოოოოოოო… არც კი ვიცი რა ვთქვა და რითი დავიწყო. ამ ბლოგის მკითხველმა ალბათ იცის ჩემი დამოკიდებულება ამ ჯგუფის მიმართ, იცის, რომ ეს ჩემი მესამე კონცერტი იყო მათთან ერთად და უბედნიერესი ვარ ამ “გასამებით”. სკოლაში, ფიზკულტურის დარბაზში, გაკრული იყო დიდი ბანერი, წარწერით “ჯანსაღ სხეულში – ჯანსაღი სული” და მასწავლებელი დაამატებდა ხოლმე – “ჯანსაღი სხეული, ყოველთვის ინარჩუნებს ახალგაზრდობას”–ო, ხოდა იმის თქმა მინდა, რომ დიფ ფარფლის 5 წევრიდან არცერთი არ არის ჯანმრთელი, არც ერთი არ არის ასაკით ახალგაზრდა, მაგრამ ცეცხლი დაანთეს ახალგაზრდულად, სავსე ენერგიით, დაღლილობის შეუმჩნეველი – ხალისიანი ღიმილით. თითქმის 2 საათიანმა კონცერტმა, იმედი მაქვს გააჩუმა “რაღა დროს Deep Purple–ია” ხალხი, “დაბერდნენ ეგ ჩემისები” ხალხი, “გილანს აღარაფრის *რაკი აღარ აქვს” ხალხი და ა.შ. მე კი არც ერევანში და არც სტამბულში არ ვყოფილვარ, მგონი, იმაზე ბედნიერი, ვიდრე – გუშინ. ეს იყო მართლა დაუვიწყარი გამოსვლა, რომელმაც საკუთარი ხმა დამავიწყა და დღეს, დილიდან მენატრება…

Infected Mushroom – ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბეს, ეს იყო არანორმალურად მაგარი მუსიკა, ვუსმენდი და აღარ მქონდა ცეკვის თავი, მაგრამ მუსიკა არ იძლეოდა გაჩერების საშუალებას, ვცეკვავდი თავდავიწყებით და თავი სადღაც კოსმოსში, ყველაზე ბედნიერი მეგონა. განსაკუთრებული მადლობა ამ ფესტივალს, იმისათვის რომ ეს ჯგუფი ასე გამაცნო და ეს მუსიკალური მიმართულებაც ასე მიმზიდველად მაღიარებინა.

Tricky – ბევრად უკეთეს გამოსვლას ველოდი, იქნებოდა კიდეც, ოდნავი მონდომება მაინც რომ ჰქონოდა. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მხოლოდ მოვალეობის მიზნით გამოვიდა და “დახარჯვის” არავითარი სურვილი არ ჰქონია, “ფული უკვე აღებული გვაქვს, საქმეს მოვამთავრებთ და მოვხევთ ამ ქვეყნიდან”–ო, ტანია მარია იყო ზუსტად ეგრე ფილარმონიაში…

Modeselektor – იმედია მშვიდბიანად ჩაფრინდით, “ბრატცი”…

I'm Happy And I Know It

I’m Happy And I Know It

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

7 Responses to Tbilisi Open Air 2013 – მიმოხილვა

  1. Qilipa says:

    აგერ კომენტარში გადმოვიტან, ფესტივალის წინა დღეს დაწერილ სტატუსს, წაგეკითხათ და დაგეჯერებინათ, რა იქნებოდა? :

    “არ მინდა ისე ჩანდეს, თითქოს “Tbilisi Open Air 2013” მხოლოდ Deep Purple–ს კონცერტია ჩემთვის და მეტი არაფერი…

    ძალიან მაგარია – Tricky
    ასევე მაგარია – Infected Mushroom და The Subways
    თუნდაც მხოლოდ 1 ჰიტით (მაგრამ სასწაულად მაგარი ჰიტით) უმაგრესია Black Strobe

    Modeselektor და Kid Jesus–ს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ბევრისგან მსმენია, რომ კარგია

    Deep Purple–ს მაინც გამორჩეულად იმიტომ აღვნიშნავ, რომ ეს არის ჩემი უსაყვარლესი ჯგუფი, რომელიც არასდროს დაბერდება ჩემთვის, არასდროს მომბეზრდება და არასდროს ვიტყვი “ფარფლების დრო წავიდა და… ბლა ბლა ბლა…” 5 ივნისს მესამედ დავესწრები ამ ჯგუფის კონცერტს, მაგრამ ისეთივე ბედნიერი და გახარებული ვარ ამ ამბით, როგორც პირველად ვიყავი…

    ხოდა, იმის თქმა მინდა, რომ Deep Purple @ Tbilisi Open Air 2013 არ არის პატარა და ხელწამოსაკრავი ივენთი, მეორედ, ვარსკვლავური ჯგუფების ასეთი შემადგენლობა ერთ ფესტივალზე არასდროს მოხვდება. შემსრულებელთა ასეთი მრავალფეროვნება იმისთვის არის, რომ ერთ სივრცეში დააკმაყოფილოს სხვადასხვა მუსიკალური გემოვნების მქონე ადამიანები და ყველა ნასიამოვნები დატოვოს…

    ეს არის ივენთი, რომლის “გამაზვასაც” ბევრი ინანებს თვეების და წლების შემდეგ, იმიტომ რომ ბილეთის ღირებულება მართლა მიზერიულია ლაინ–აპთან მიმართებაში, ხოდა სანამ ჯერ კიდევ არის დრო, ყველას ალალად გირჩევდით ამ მუსიკალური დღესასწაულის გამოუტოვებლობას…”

  2. vasasi says:

    ფინალი, მოუდსელექტორზე..❤

    ;დ

  3. მომავალ წელს და კიდე იმის იქით ისე იზავს საქართველო რომ მართლა ბუთქუნდა და თამაზა იმღერებენ დი ფარფლის მაგივრად ;დ

  4. Qilipa says:

    იმის აღნიშვნა დამავიწყდა, რომ ბილეთებად სამაჯურები ძალიან მოსახერხებელი და კარგი აზრი იყო. არც დაკარგავდი, არც ჯიბეებში ქექვა გიწევდა, არც მიწოდება–მოწოდება დაცვასთან. ხელს აწევდი ზევით და მიდიოდი პირდაპირ. ამარტივებდა და აჩქარებდა შესვლა–გამოსვლას >

  5. Riddick says:

    ზვუკზე რა პრობლემა იყო)) ლოტკინზე ვუსმენდი მუსიკას.

  6. Tsotne Meladze says:

    კარგი ხარ, ქილიფ… ფარფლებმა მართლა მაგარი შეასრულეს რა, მაგრამ რომ მახსენდება მაგათი ლაივი Made In Japan, ცრემლი მადგება თვალზე, რაა მაინც ეს სიბერე… სტარასტ ნე რადასტ, ამაზეა ნათქვანი. Black Strobe მაგრა მევასა, მაგარი ხალხია. ფარფლებამდე რო ტიპებმა იმღერეს დედაზე, ნაშაზე, ძმაკაცზე და „თიბილისი, თიბილისის“ რო გაიძახოდნენ, ეს სასტავი კია ენერგიული, მარა ნამეტანი ჩხაოდნენ. ფარფლების მერე რო იყვნენ, მაგას ვერ შევაფასებ, უკვე მანქანაში ვიჯექი და Black Strobe-ს ვუსმენდი😀 არ ვიცი რა იქნება მომავალ წელს, მაგრამ თუ მე ვიქნები, აუცილებლად გავიჩითბი. p.s. ეს ეკრანები რა წამდაუწუმ ითიშებოდა ტო სტადიონზე და ამ Galaxy S4-მა თვინი წაიღო უკვე. ხო მართლა, ლაზერშოუც მაგრა გამისწორდა.

    • Qilipa says:

      ნებისმიერ ლაივს რო თავი დაანებო, მარტო Child in Time-ის ლაივში მოსასმენად სიცოცხლის 5 წელს გავწირავდი :შ მაგრამ ჰა, სტარასწ ნე რადასწ და სტარასწ ვაფშე ხრენოვა, არასდროს მეღირსება ამის ლაივში მოსმენა, მაგრამ მაინც ძალიან მაგარია გილანი და მაინც მაგრად უქაჩავს ხმის აწევა-დაწევებს. 67 წლის მე ან ცოცხალი არ ვიქნები, ან კალიასკით ვივლი ბლია :))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: