Tbilisi Open Air – დასაწყისიდან დღემდე

ალბათ გვახსოვს სტეფანე და 3G, მათი სიმღერა “We Don’t Wanna Put In”, უარი ევროვიზიიდან და აღშფოთებული ქართული საზოგადოება. ეს ყველაფერი 2009 წელს ხდებოდა. წელს ამ ამბის წყალობით დიდი ამბავი იქნება თბილისში, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ ეს ნაწილობრივ სტეფანესა და 3G-ს დამსახურებაა. მივყვეთ მოვლენების განვითარებას…

tbilis open air

2009 წელს ევროვიზიიდან მოსული უარის შემდეგ Altervision Group-მა უკმაყოფილო ქართულ საზოგადოებას ევროვიზიის ალტერნატიული ფესტივალი შესთავაზა სახელწოდებით “Tbilisi Open Air”. ფესტივალზე მოწვეულ იქნა რამდენიმე საერთაშორისო მნიშვნელობის მუსიკოსი. მოგვიანებით ითქვა, რომ წარმატების შემთხვევაში დაიგეგმება მსგავსი ფესტივალების ყოველწლიურად ჩატარება. რეალობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ფესტივალზე დასწრება უფასო იყო და მას სამი დღის განმავლობაში 70 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო.

Tbilisi Open Air– მა გააერთიანა სხვადასხვა მუსიკალური ჟანრი და შეკრიბა მუსიკოსები მთელი მსოფლიოდან. ფესტივალს დიდი გამოხმაურება ჰქონდა ქართულ და საერთაშორისო მედიაში – 36 სიუჟეტი, 52 მონაწილეობა ახალ ამბებში და 75 პუბლიკაცია სხვადსხვა ინტერნეტ საიტზე, ბლოგებსა და ფორუმებზე.

ფესტივალში მონაწილეობა მიიღო 23-მა ჯგუფმა 9 ქვეყნიდან.

Tbilisi Open Air 2009 მონაწილეები:

15 მაისი
  1. Smile (საქართველო)
  2. Play Paranoid (საქართველო)
  3. The Traveling Band (გაერთიანებული სამეფო)
  4. Cheese People (რუსეთი)
  5. The Black and Reds (გაერთიანებული სამეფო)
  6. Transglobal Underground (გაერთიანებული სამეფო)

16 მაისი

  1. ქეთი ორჯონიკიძე და დრ. საგას Fანკ როკ პროექტი (საქართველო)
  2. ANDY (პოლონეთი)
  3. Curry and Coco (საფრანგეთი)
  4. ლაკი ლანი (პოლონეთი)
  5. The Haggis Horns (გაერთიანებული სამეფო)
  6. Motel Connection (იტალია)
  7. ჯაზანოვა და პოლ რანდოლფი (გერმანია)
  8. The Dhol Foundation (გაერთიანებული სამეფო)

17 მაისი

  1. Rook and the Ravens (გაერთიანებული სამეფო)
  2. Brooklyn (საფრანგეთი)
  3. სტრინგი (საქართველო)
  4. Cynic Guru (ისლანდია)
  5. The Blue Van (დანია)
  6. დაბსტეპლერი (უკრაინა/რუსეთი)
  7. Ten Bears (გაერთიანებული სამეფო)
  8. სტეფანე და 3G (საქართველო)
  9. ფრედ ფალკე (საფრანგეთი)
პირველ დღეს კონცერტი ჩატარდა შარდენის ქუჩაზე, ძველ ქალაქში. შემდეგი ორი დღის განმავლობაში მასშტაბურმა ღონისძიებებმა თბილისის იპოდრომზე გადაინაცვლა.
ეს იყო ჩემი პირველი ფესტივალი და დაუვიწყარი სიამოვნება. ის სიტუაცია, რაც იპოდრომზე დამხვდა ჩემთვის ვუდსტოკიც იყო და სამოთხეც… ნუ იფიქრებთ სად თბილისი ოუფენ ეარი, სად ვუდსტოკი და “სად ერეკლეო…”, უხეში შედარებაა, მაგრამ ჩემთვის პირველი ასოციაცია ეს იყო და ეს ნიშნავს იმას, რომ ფესტივალმა კარგად ჩაიარა, კარგი პრეცედენტი შეიქმნა მისი სახით და მომავალი კაშკაშა უჩანდა ამ პროექტს. ასეც მოხდა, 15-17 მაისი დიდი პროექტის დასაწყისად იქცა…
       2011 წელს Tbilisi Open Air 11-12 ივნისს ჩატარდა. ამ წელს დასწრება ფასიანი იყო (ერთი დღე 5 ლარი), მიუხედავად ამისა ფესტივალს 20 000 მდე ადამიანი დაესწრო. ღონისძიება გაშუქდა როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო მედია საშუალებებით. Tbilisi Open Air-ის დიდ სცენაზე ორი დღის განმავლობაში 19 მუსიკალური ბენდი გამოვიდა. მასში მონაწილეობა მიიღეს როგორც ქართულმა, ისე უცხოურმა მუსიკალურმა ბენდებმა.

Tbilisi Open Air 2011 მონაწილეები:

11 ივნისი

  1. Mutual Friends
  2. Smile
  3. Ketrine and Me
  4. Me and My Monkey
  5. Z for Zulu
  6. The Fades
  7. Herr Styler
  8. Willem Valborn
  9. The Forest

12 ივნისი

  1. Desiderata
  2. Pornopoezia
  3. Salio
  4. UR
  5. String
  6. Nice sharp pencils
  7. Moodorama
  8. greenbeam & leon

2011 წელიც ძალიან კარგი იყო, მაგრამ ვერ მოიტანა იმხელა სიამოვნება, რაც 2009-ს ჰქონდა, ალბათ იმიტომ, რომ უკვე ვგრძნობდი დიდი ვარსკვლავის ხილვისა და მოსმენის წყურვილს, ფესტივალი ფესტივალად ნაგემი მქონდა: ეს გარემო, გართობა, თავისუფლება, მინდორში კოტრიალი, სლემი და ალკოჰოლის ზღვა აღარ იყო ჩემთვის სიახლე და ამ ყველაფერს “სიკაშკაშე” აკლდა…

დადგა შემდეგი წელი და “სიკაშკაშეც” გამოჩნდა. 2012 წელს Tbilisi Open Air Tbilisi Valley–ზე გაიმართა, ფესტივალის ჰედლაინერები იყვნენ DDT და Dub fx, თუმცა ჩემთვის არანაკლებ სასიხარულო იყო ბელორსიული ზე-ჯგუფი “Ляпис Трубецкой” (они не панки, они белоруссы!). ფესტივალი ორ დღეს გრძელდებოდა და ბილეთი თითო დღეს 10 ლარი ღირდა. ორი დღის განმავლობაში ფესტივალს 60 000 ადამიანი დაესწრო.

2012 წელს პრომო და გაყიდვები ფესტივალამდე 1 თვით ადრე დაიწყო. გაყიდვების ქსელს ონლაინ გაყიდვები დაემატა. წინასწარმა გაყიდვებმა ჯამური ბილეთების 45%–ს მიაღწია. ამავე წელს მოეწყო ფესტივალის პრომო ტური საქართველოს დიდ ქალაქებში: რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში.

 

Tbilisi Open Air 2012 მონაწილეები:

2 ივნისი

  1. Svansikh (საქართველო)
  2. Pornopoezia (საქართველო)
  3. U.R (საქართველო)
  4. Outsider (საქართველო)
  5. Wasp’N’Hornet (ბელარუსი)
  6. Tai Chi Swayze (დიდი ბრიტანეთი)
  7. Ляпис Трубецкой (ბელარუსი)
  8. ელექტრონული მუსიკა დილამდე

3 ივნისი

  1. Plus Master (საქართველო)
  2. REMA (საქართველო)
  3. ZurGi (საქართველო)
  4. LOUDspeakers (საქართველო)
  5. TRANSMITTER (გერმანია/დიდი ბრიტანეთი)
  6. DUB FX (ავსტრალია)
  7. ДДТ (რუსეთი)

რა სიამოვნება მივიღე ამ დღეებში ძნელი გადმოსაცემია… ფესტივალის მეორე დღესაც კი, როცა ვცადე ამაზე პოსტის დაწერა, მივხვდი, რომ არ გამომივიდოდა არაფერი და ვერანაირად მოვახერხებდი იმ ემოციის პოსტში ჩადებას, მაგრამ ნაწერი გადასაგდებადაც დამენანა და “დაფაბლიშდა” – “Спасибо Юрий Шевчук”

2013 წელს კი Tbilisi Open Air განახლებული ფორმატით ტარდება და დიდება ამ განახლებას! წელს უკვე ბევრად მასშტაბური და ბევრისთვის სასურველი ღონისძიება იგეგმება. ამას ვეღარ დავარქმევთ ფესტივალს, ეს უფრო “ვარსკვლავური კონცერტი” იქნება ალბათ. ვინც მიცნობს ან მშვიდობიანი ბლოგის მკითხველია, ეცოდინება ჩემი დამოკიდებულება და სიყვარული Deep Purple-ს მიმართ, ხოდა მას შემდეგ რაც მათ კონცერტს ერევანში დავესწარი, მერე სტამბულში ჩავაკითხე, წელს უკვე თავად ჩამომაკითხავენ თბილისში და “გავასამებთ” ურთიერთობას. რა თქმა უნდა ყველაზე მეტად ეს ამბავი მახარებს, მაგრამ ფარფლით არ იწყება ყველაფერი, ფარფლით დამთავრდება… მანამდე კი ძალიან მაგარი ჯგუფები გამოვლენ და დარწმუნებული ვარ დიდ ცეცხლს დაანთებენ დინამო არენაზე, იქ სადაც, ორგანიზატორების გადაწყვეტილებით Tbilisi Open Air 2013 გაიმართება.

Tbilisi Open Air 2013 მონაწილეები:
  1. KID jesus (საქართველო)
  2. Modeselektor (გერმანია)
  3. Black Strobe (საფრანგეთი)
  4. The Subways (დიდი ბრიტანეთი)
  5. Tricky (დიდი ბრიტანეთი)
  6. Infected Mushroom (აშშ)
  7. Deep Purple (დიდი ბრიტანეთი)

tbilis open air 2013

ბილეთის ფასი 40 ლარიდან 500 (VIP) ლარამდე მერყეობს

ვინც ამ კონცერტს გამოტოვებს, ნურასდროს დამელაპარაკება მუსიკაზე, მელომანობაზე და ე.წ. ბლა ბლა ბლა “ხარისხიან მუსიკაზე”…

 გამოყენებული მასალა: ვიკიAltervision group.

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

4 Responses to Tbilisi Open Air – დასაწყისიდან დღემდე

  1. საღოლ, კარგი პოსტია. ბევრი გიჩალიჩია აშკარად და ყველაფერი რო გაგილინკავს ეგ ამბავი რულავს :))

    Uriah Heep ღირდა მინიმალური ბილეთი 50 ლარი თბილისში და თავიც უნდა მომეჭრა 40-დან ფარფლის და ამ ჯგუფების ბილეთი რო არ მეყიდა

    რა თქმა უნდა იქ ვარ 5-ში თუ დაგინახე კი გიცნობ ;))

  2. ana says:

    koncertis gamotovebaze didi problema isaa axla uceb yvel adeep purples fani rom gaxda😀 ra sasacilo eri vart😀

  3. Tsotne Meladze says:

    ნუ ახლა ფარფლები ლეგენდაა… არცერთ როკ ფესტივალს არ დავსწრებივარ და ყოველი სიამოვნების პწკარი თუ ბელტი, რაც ქილიფამ მიიღო და არამარტო მან, მე ვერ მივიღე. მაგრამ მიიღო ჩემმა კარავმა… ქილიფ, კარვისთვის დაგბრიდავ… : D … ხოდა, 5ში მე და ლექვინატორი დინამოზე ვიქნებით… ხო მართლა, მამაჩემიც მოდის… სწორედ მან შემაყვარა ფარფლები, თუმცა, როგორც მერე აღმიჩნდა, მარტო Highway Star ევასება…

  4. Pingback: Tbilisi Open Air 2015 | MARIAMMARCH

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: