რუსულ-ქართული “ჯაზური ტრანსფორმაციები”

DSCN6065 [1024x768]

24. 03. 2014-ის სახით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი დღე შეემატა ჩემ ცხოვრებას. სწორედ ამ დღეს ჩამოვიდა თბილისში ის მუსიკოსი, როლმის შემოქმედებასაც, აგერ უკვე, 7 წელზე მეტი ხანია ვუსმენ და ძალიან ვაფასებ. ამ ადამიანს ჰქვია ანდრეი მაკარევიჩი, ხოლო მის მიერ თბილისში წარმოდგენილ პროგრამას – “ჯაზური ტრანსფორმაციები”…

გრიბოედოვის თეატრში, 21:00-ზე დაგეგმილი კონცერტი, მოსკოვში უამინდობის გამო გადაიდო და 2 საათის დაგვიანებით დაიწყო, მაგრამ ყველა მსმენელი დაელოდა მას და არცერთი ადგილი არ დარჩენილა ცარიელი. ამ ამბავს მაკარევიჩიც შეეხო და მსმენელს არანორმალურები გვიწოდა, რადგან, მისი თქმით, ნორმალური ადამიანები სახლში წავიდოდნენ და შუაღამემდე არ დაუცდიდნენ “ვიღაც” მომღერალს…

აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ კონცერტის დასაწყისში, მობილურების გამორთვის ნაცვლად, რამდენიმე წუთით ჩართვა და გიორგი ყორღანაშვილის დასახმარებლად  09 01 800 804-ზე რამდენიმე ზარის გაშვება გვთხოვეს (ამ პოსტის მკითხველებიც კარგს იზამთ, თუ აღნიშნულ ნომერზე დარეკავთ, ზარის ღირებულება 1 ლარია, 1 ლარი კი არაფერს დაგვაკლებს, 100 000 ადამიანის მიერ, თითოჯერ დარეკვა  კი 100 000 ლარს უდრის, რაც ძალიან დაეხმარება ახალგაზრდა მსახიობს და სიცოცხლეს შეუნარჩუნებს)…

შემდეგ კი, მაკარევიჩმა გიტარას ხმა დაურეგულირა, ჩამოჯდა და ჯაზური ციებ-ცხელებაც დაიწყო… არ მეგონა თუ ასეთ მაგარ ჯაზ შემსრულებლებთან ერთად ჩამოვიდოდა “დროის მანქანის როკენროლშიკი მამა”, მაგრამ მოულოდნელი სიამოვნება დამხვდა წინ და მათაც აქვთ თავიანთი სახელები: ევგენი ბორეცი – როიალი, სერგეი ხუტასი – კონტრაბასი, სერგეი ოსტროუმოვი – დრამი, Brill Brothers – ალექსანდრ ბრილი (ტენორ-საქსოფონი), დმიტრი ბრილი (სოპრანო-საქსოფონი) ძალიან მაგარი საქსოფონისტი, უდიდესი ენერგიისა და კლასის მქონე, სოლო-სოლოზე ჰქონდა და მოხიბლა დარბაზი…

ცალკე უნდა გამოვყო ვოკალისტი ეთერ ბერიაშვილი, რომელიც მოსკოვში მოღვაწეობს და თბილისში პირველი გამოსვლა ჰქონია. მოვიხიბლე მისი ვოკალითა და მისგან მომდინარე პოზიტივით, მიხარია რომ გავიცანი და იმედი მაქვს ხშირად გამართავს კონცერტებს საქართველოში, მართლა ძალიან მაგარი ქალია და სამწუხაროა, რომ აქამდე არ ჰქონია კონცერტი საქართველოში, თუმცა ამის მიზეზები ჩემთვის უცნობია…

რაც შეეხება კონცერტის მიმდინარეობას, ეს იყო 70-80-იანი წლების რუსულ-ინგლისურ-ამერიკული ჰიტების ჯაზური გადამღერება არაჩვეულებრივი შესრულებით, იმპროვიზაციებითა და სცენიდან მომდინარე რუსულ-ქართული პოზიტივით…

არაერთ კონცერტს დავსწრებივარ, ჩემი საყვარელი მუსიკოსის მონაწილეობით, მაგრამ ასე სწრაფად დრო არსად გამპარვია. როცა გვემშვიდობებოდა, სერიოზულად გაკვირვებული ვიყავი “სად მიდის ეს კაცი ამ ნახევარ საათში”-მეთქი, მაგრამ თურმე 1,5 საათზე მეტი იყო გასული კონცერტის დაწყებიდან…

მოკლედ, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირ “რუსულ კლუბს” ამ საღამოს ორგანიზებისთვის და იმედს ვიქონიებ, რომ მაკარევიჩის დანაპირები ახდება: ბაკურიანში ბინას იყიდის და ხშირად გამართავს კონცერტებს საქართველოში…

ესეც ჩემი ფოტოკოლაჟი:

 

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: