“დროის მანქანის გენერატორი” თბილისში

Makarevich-v-Tbilisi

”ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მივხვდი ერთადერთი მუსიკა, რომელსაც დღეს გაღიზიანების გარეშე ვუსმენ, 40-50-იანი წლების ამერიკული საესტრადო ჯაზია – დაიან ვაშინგტონი, ჩეტ ბეიკერი, ელა ფიცჯერალდი. ეს მუსიკა გამოირჩევა დახვეწილი  მელოდიურობით, გამაოგნებელი არანჟირებით, ცოცხალი შესრულებით, რაც თანამედროვე სამყაროს ძალიან აკლია. მშვენივრად მესმის, რომ მე არ ვარ და არასოდეს გავხდები ჯაზმომღერალი, მაგრამ იმ ყველაფრისგან, რასაც ამჟამად მუსიკაში ვქმნი, რაღაც საინტერესო დაიბადება.” – ამბობს ანდრეი მაკარევიჩი, რომელიც 24 მარტს თბილისს ესტუმრება და გრიბოედოვის თეატრის სცენაზე კონცერტს გამართავს.

სავარაუდოდ, მაკარევიჩს თბილისთან ტკბილი მოგონებები აკავშირებს, რადგან ის და მისი არაჩვეულებრივი ჯგუფი “Машина Времени” 1980 წელს, საბჭოთა კავშირში ოფიციალურად ჩატარებულ პირველ როკ-ფესტივალს ესწრებოდნენ, რომელიც თბილისში, ფილარმონიის დარბაზში ჩატარდა. ამავე ფესტივალზე, საუკეთესო სიმღერის პირველი ორი პრიზიც ამ ჯგუფს ერგო:

Машина времени – Хрустальный город

Машина времени – Снег 

უკვე წლებია “მაშინა ვრემენი”-ს ვუსმენ და ძალიან გამიხარდა, რომ მაკარევიჩი ჩამოდის და შევჩუკის შემდეგ, ამ ლეგენდასაც ვიხილავ და მოვუსმენ. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო იქნება მის მიერ შესრულებული ჯაზი და ცოცხალი იმპროვიზაციები. მიხარია, რომ გრიბოედოვის თეატრში გაიმართება კონცერტი და არა ფილარმონიაში, დარწმუნებული ვარ, მშვიდი, თბილი და საინტერესო საღამო იქნება…

მაკარევიჩთან ერთად კონცერტს გამართავს ევგენი ბორეცი – ცნობილი ჯაზპიანისტი და Jazz Town Band-ის წამყვანი მუსიკოსი. მისი ტრიო კინოკომპოზიციების ორიგინალური ინტერპრეტაციებითაა ცნობილი. თეატრს ასევე სტუმრობენ დუეტი Brill Brothers და მომღერალი ეთერ ბერიაშვილი.

მოკლედ, მოდით 24-ში 21 საათზე გრიბოედოვის თეატრში და ისიამოვნეთ. ბილეთის ფასი 25-50 ლარია.

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

2 Responses to “დროის მანქანის გენერატორი” თბილისში

  1. ვაა ეგ არ ვიცოდი რო პირველი როკ-ფესტივალი სსსრ-ში თბილისში ჩატარებულა. სგ სგ ბრატცი. მაკარევიჩის ჩამოსვლა ძაან მაგარი ამბავია. რას დაუკრავს ცნობილია უკვე?

    • Qilipa says:

      არ ვიცი, მგონი არ არის წინასწარ ცნობილი, მაგრამ დიდია ალბათობა რომ მაშინა ვრემენის ვეშები არ დაუკრას საერთოდ და სულ ჯაზ-იმპროვიზაციები ჰქონდეს. ბტწ, ძაან მაგარი და საინტერესო იქნება ^^

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: