ნაჩქარევი თუ ხარისხიანი დაზღვევა?

health insurance georgia

როგორც ცნობილია, თებერვლიდან საქართველოს დაუზღვეველი მოქალაქეების დაზღვევა დაიწყება. ასეთი ადამიანების რაოდენობა 2,2 მილიონს შეადგენს და ბიუჯეტიდან გამოყოფილია 350 მილიონი ლარი. სადაზღვევო პაკეტის ღირებულება იქნება 5 ლარი, რაც 3-ჯერ ნაკლებია, ამჟამად მოქმედი “საყოველთაო” დაზღვევის ღირებულებაზე, რომელიც 5 წლის ჩათვლით ბავშვების, ასაკით პენსიონერების, სტუდენტების, შეზღუდული შესაძლებლობებისა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე დაზღვევას ითვალისწინებს.

საინტერესოა, რამდენად ეფექტური იქნება ეს 5 ლარიანი დაზღვევა და მოიტანს თუ არა რეალურ შედეგს. გვახსოვს, რამდენიმე წლის წინანდელი 5 ლარიანი დაზღვევა, რომელმაც არ გაამართლა…

ეს არის პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო სპეციალისტებთან ვიზიტების შესაძლებლობა (ოჯახის ექიმი, ასევე ვიწრო სპეციალისტი), საბაზო სამედიცინო გამოკვლევები. მეორე ეტაპი, რომლის დაწყება ივლისიდან არის ნავარაუდები, გულისხმობს გადაუდებელი მდგომარეობების მართვას როგორც ამბულატორიულ დონეზე, ასევე სტაციონარულად. ზაფხულიდან 5-ლარიანი პაკეტი, სავარაუდოდ, 15 ლარამდე გაიზრდება.

კვირის პალიტრა

ამ ამბავში, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, თუ ვინ განახორციელებს ამ საყოველთაო დაზღვევას და ვის დაეკისრება ეს პასუხიმგებლობა? სახემლმწიფო მიანდობს კერძო სადაზღვევო კომპანიებს, თუ თავად შექმნის ერთიან სახელმწიფო ფონდს და თავად იქნება დამკვეთიც, გადამხდელიც და შემსრულებელიც? თუ კერძო კომპანიებს არ მიენდო ეს დაზღვევა და სახელმწიფომ თავის თავზე აიღო ამის განხორციელება, ჩემი აზრით, ხარისხის კონტროლი იქნება შეუძლებელი და ეს პოლისები იქნება, მხოლოდ, სიმბოლური დანიშნულების მატარებელი, რეალურად, ჩვეულებრივი მოქალაქეები ვერ შევძლებთ ამ დაზღვევის ჩვენდა სასიკეთოდ გამოყენებას და ყოველი აქით-იქით სირბილის შემდეგ, გავიგებთ, რომ რაზეც დავრბოდით, იმის ანაზღაურება არ გვეკუთვნის. პროტესტსაც ვერავისთან გამოვთქვამთ…

გარდა ამ ყველაფრისა, გაჩნდება კერძო სადაზღვევოების ბაზრიდან გაქრობისა და მონოპოლიის საფრთხე:

თუ სახელმწიფომ დაზღვეულებს უფასოდ ძალიან მაღალი ხარისხის დაზღვევა შესთავაზა, მოსახლეობა დამატებით მომსახურებას აღარ იყიდის და შესაძლოა, სადაზღვევო კომპანიები ჯანდაცვის სექტორში კონკურენციას გამოეთიშონ. კონკურენციის გარეშე დარჩენა კი ფასების ზრდის და ხარისხის დაცემის წინაპირობაა.

კვირის პალიტრა

აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ არ უნდა იჩქაროს სახელმწიფომ გადაწყვეტილების მიღება და სანამ ყველაფერი არ გაითვლება წინასწარ, არც პროგრამის დაწყებაა აუცილებელი. გარდა იმისა, რომ “სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს”, ვთვლი, რომ “სჯობს გვიან, ვიდრე უხარისხოდ”. შესასწავლია თუნდაც ის, ექნება თუ არა რეალური შედეგი ამ 5 ლარიან დაზღვევას, სავარაუდოდ, რომლის გაზრდასაც 15 ლარამდე აპირებენ? იქნებ პირდაპირ 15 ლარიანი პოლისის ამოქმედება და მანამდე ყველაფრის კარგად შესწავლა და გათვლა ჯობს?

და საერთოდ, ვთვლი, რომ არანაირ დაზღვევას არ ექნება აზრი, თუ ქვეყანაში მედიკამენტების ფასების დაწევაზე არ იმუშავებენ, რადგან ჯანდაცვის დანახარჯებს შორის, საქართველოს მოქალაქეები, ყველაზე ბევრს სწორედ წამლებზე ხარჯავენ.

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ამბობს, რომ უნივერსალური დაზღვევა არ ნიშნავს იმას, რომ მოქალაქეებს სრულიად უფასო ჯანდაცვა ექნებათ:

“უნივერსალური დაზღვევის მოდელი უფასო მედიცინას არ ნიშნავს. ეს ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობის 100% -ს ექნება დაზღვევა, თუმცა ზოგ მათგანს ექნება საბაზისო, ზოგს – უფრო მეტი. ორიენტირებული იქნება სოციალურ და ასაკობრივ კატეგორიებზე. ეს იქნება ძირითადი და აუცილებელი სამედიცინო სერვისების უზრუნველყოფა,” – ამბობს ჯანდაცვის მინისტრი.

ნეტგაზეთი

არ ვითხოვთ, ბატონო, სრულიად უფასო ჯანდაცვას, მაგრამ რაც იქნება, იყოს  ორგანიზებული, გარანტირებული და შედარებით ხელმისაწვდომი, ვიდრე ამჟამად არის, ამ უკანასკნელში, ისევ და ისევ მედიკამენტების ღირებულებას ვგულისხმობ…

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

2 Responses to ნაჩქარევი თუ ხარისხიანი დაზღვევა?

  1. LiLaC says:

    ანუ, სტუდენტებს რომ დაგვირიგეს რაღაც დაზღვევები ის უქმდება?

    • Qilipa says:

      არა, არ უქმდება ეგ. 1 წლიანი იყო და მოქმედებს ჩვეულებრივად

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: