Mortal Childhood

მე 2 ბოცა მიმქონდა, ჩემ ძმას წყლით სავსე 2 დიდი “კანისტრა” და სახლისკენ მივდიოდით გვერდითა უბნიდან (იმ კორპუსებში არასდროს წყდებოდა წყალი). მივდიოდით და ვლაპარაკობდით, ჩვევა მქონდა, სიარულის დროს რაც წინ შემხვდებოდა ფეხის წაკვრით ვაგორავებდი, ან გზიდან გვერდზე ვაგდებდი. იმჯერად, უბრალო პოლიეთილენის პარკს მოვუქნიე ფეხი და აშკარად, ხურდის დავარდნის ხმა მოგვესმა, შევათვალიერეთ გზა და 50 თეთრიანი ვიპოვნეთ.  ვიღაცისთვის 50 თეთრი ხაჭაპური იყო, ვიღაცისთვის “2 პაჩკა ბაბოლი”, ვიღაცისთვის – ცხელი შოთი და ლიმონათი, ჩვენთვის კი, ეს 50 თეთრი, ნახევარ საათ “მორტალ-კომბატის” თამაშს უდრიდა, რამაც ისე გაგვახარა, რომ სირბილით ავიტანეთ წყლები სახლში და სირბილითვე დავეშვით ზე-ემ-კისკენ “ტარიელას გარაჟში” სათამაშოდ.

8-9 წლის ვიქნებოდი, და არც ისე ცოტა გასართობი გვქონდა იმ დროს, მაგრამ არც “კორპუსი-კორპუსზე”/”უბანი-უბანზე” ფეხბურთის თამაშს, არც “კრიშკების” თამაშს და არც “გრენდაიზერის” ყურებას არ ჰქონია იმხელა სიამოვნება, რაც SEGA-ზე “მორტალ-კომბატის” თამაში იყო. სეგა ძვირი ღირდა და არავის ჰქონდა მისი ყიდვის საშუალება, კორპუსში ცხოვრობდა 117 ოჯახი და აქედან 3 ოჯახში გვქონდა “დენდი” და “სიუბორი” (ჩემმა 7 წელი გაძლო), ვთამაშობდით “კონტრას”, “ტანკებს”, “მარიოს”, “ჩიპი დეილს”, “რობო-კოპს”, “სუპერ მარიოს”, მაგრამ ფიქრები მაინც მორტალ-კომბატისკენ გვქონდა და მხოლოდ “ტარიელას გარაჟში” ვგრძნობდით თავს ბედნიერად. კაბალით დაწყებული დილა ფატალიტებითა და ბრუტალიტებით მთავრდებოდა.

რატომ ვწერ ამ პოსტს და რამ გამახსენა მორტალ-კომბატი? რამდენიმე დღის წინ წავაწყდი რვეულს, რომელსაც “მორტალ ალმანახს” ვუწოდებ აწი, ეს არის რვეული, რომელმაც გამახსენა, როგორ გვქონდა ამ თამაშზე “გაჭედილი” მე და ჩემ ძმას. ეს არის რვეული, რომელიც ინახავს ხელით ნახატ, თამაშის ყველა გმირს და მათ საჩხუბარ კომბინაციებს… როგორც კი წავაწყდი, მაშინვე სკანირება დავიწყე და განახებთ კიდეც რამდენიმე მათგანს:

kabal kano nightwolf scorpions sonia

 

Brutality

ხედავთ ალბათ მიკი მაუსს და “ნაკლეიკებს”, გეცნობათ ეგ ბეჭედი? დაწყებით კლასში, ეგეთი ბეჭდებით გვიფასებდნენ მასწავლებლები საკონტროლოებს, ეგ “მიკი” ბოლომდე გასდევს ამ რვეულს და მახსოვს, როგორ სიამოვნებას მანიჭებდა ყოველი ბეჭდის დასმა, დაორთქვლა და დასმა, დაორთქვლა და დასმა…

ამ რვეულის ნახვის შემდეგ, არ გამოვრიცხავ SEGA ვიყიდო და ჩავუჯდე ამ თამაშს, დარწმუნებული ვარ, მინიმუმ 1 თვე მაინც არ მომბეზრდება, თან ფატალიტები და ბრუტალიტებიც აქვე მაქვს… ან შეიძლება “ტარიელას გარაჟს” მივაკითხო, მაგრამ სეგა ალბათ არ დამხვდება. ბოლოს (2-3 წლის წინ) ტარიელის ამბავი რომ ვიკითხე, იქაურებმა მითხრეს “ეხლა უკვე პენწიუმები აქვს და სონი 3-ის დადგმასაც აპირებსო”…

დასასრულს მინდა ამ რვეულის ყდაც გაჩვენოთ, გახსოვთ ალბათ “ველური გული”

1

“აი ემ ე დისკო ტანცოორ,
ხუანი იბანს თავსო,
მონიკა უსხამს წყალსო,
კატარინა ეკითხება – ტილები ხო არ გყავსო?”

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

20 Responses to Mortal Childhood

  1. Lasha Meskhi says:

    ჩემი ანგელოზი!
    მომენატრე მაგრად გოჩოვიჩ შენც და ბავშვობაც🙂

  2. Qilipa says:

    აგერ მორტალ-კომბატის ფატალიტებიც, მათთვის, ვისაც არასდროს უთამაშია და არ იცის ამ სიტყვის მნიშვნელობა – http://www.youtube.com/watch?v=eVq1kvXaMMM

  3. ვაა საღოლ კაი პოსტი იყო ისე მორტალ კობმატში ფატალიტებს ვერ ვაკეთებდი ხოლმე ერთხელ ძმაკაცის მამამ გააკეტა და მეთქი როგორ გააკეთე😀

    • Qilipa says:

      ფატალიტი მგონი მარტო ლიუ-კენგის მახსოვდა ზეპირად, ახლაც ეგ ჩავთვალე იმის მიზეზად რომ, ლიუ-კენგის კომბინაციები არ მიწერია საერთოდ ამ რვეულში. კაბალი მევასებოდა და უფრო ხშირად მაინც ლიუ-კენგს ვირჩევდი :დ

      ხოდა ვერც გააკეთებდი ფატალიტებს, თუ გადამკვდარი იგროკი არ იყავი, ან მუხლზე არ გედო ფურცელი და არ გეწერა ყველაფერი : ))

  4. LiLaC says:

    აუ, მეც მქონდა ესეთი მორტალ ბავშვობა :)) ჩემს სახლთან, ვერის ბაღის პაძემკაში იყო სონის კომპიუტერები (იყო კიარა ეხლაც არის და სულ სხედან ხოლმე 20-22 წლის ბიჭები : )), ჰოდა მამას დავყავდით მე და ჩემი ძმა. მე სულ სონიას ვირჩევდი ხოლმე და თამაშის დროს ისე ვიჭრებოდი როლებში, ჯოესტიკთან ერთად დავხტოდი :)) გამიხარდა ეხლა ეს პოსტი, გამახსენა ბავშვობა❤
    მერე ჩვენც გვიყიდეს სონი და ტეკენი და ქრეში შემიყვარდა :))

    • Qilipa says:

      სონიზე მორტალ-კომბატი სულ სხვა იყო, ვერ ქაჩავდა სეგას მუღამს, არ კეთდებოდა ფატალიტები და სულ შეცვლილი იყო.

      სონიზე კრაში მეც მევასება, ორივენაირი : ))

      • LiLaC says:

        ჰო, ეგრე დეტალებში ვერ ვერკვევი :))) ყველაზე მეტად მაინც დენდი მიყვარდა, ზემოდან ცასადები კასეტებით და მარიოთი😀

  5. კანისტრა თუ კალისტრა?

  6. Lord Vader says:

    ეჰ… ჩემ ბავშვობაში სად იყო მორტალკომბატები და რამე.
    მრგვალი ვირი იყო ყველაზე დააფგრეიდებული თამაში🙂

    • Qilipa says:

      ჰაჰ :დ მაგარია მრგვალი ვირი ^^ ჩემ ბავშვობაშიც იყო, მაგის მერე მაქვს ფობია, სუნთქვისთვი ფართო სავრცე თუ არ მაქვს, პანიკაში ვვარდები :დ

  7. siyvarulovna says:

    მე სონიკი მიყვარდა :დ

  8. notespost says:

    გულის ფანცქალით წავიკითხე,🙂 რატომ არის ხოლმე ეს “ნაფტალინის სუნი” ასეთი სასიამოვნო?🙂

  9. Lord Vader says:

    საერთაშორისო ტურნირი მრგვალ ვირში – ვორდპრესელები ბლოსპოტელების წინააღმდეგ.

    • Qilipa says:

      მრგვალმა ვირმა პლატფორმა არ იცის. თუ ზედახორაა, ზედახორა იყოს ბარემ და ბლოგსპოტელებმაც სწორუფლებიან ადამიანებად იგრძნონ თავი 1 თამაშის დროს მაინც :დ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: