უსამართლო ფასები მედიკამენტებზე

ჯანდაცვის ეროვნული ანგარიშების  მონაცემების თანახმად, საქართველოში შინამეურნეობების მიერ სამედიცინო სერვისებზე გაწეული ხარჯების 45-50% მედიკამენტების შესაძენად არის მიმართული, ხოლო სახელმწიფოსა და კერძო სექტორების მიერ მედიკამენტების თანადაფინანსების წილი 1%–ს არ აღემატება. შედარებისათვის: ქვეყნებში, სადაც ჯანდაცვის სისტემა განვითარებულია, შინამეურნეობების დანახარჯები მედიკამენტებზე 5-20%–დე მერყეობს, ხოლო სახელმწიფოს ან/და კერძო წყაროებით თანადაფინანსების წილი 2/3-ს შეადგენს.

PSI

დავიწყოთ იმით, რომ ამის მთავარი მიზეზი, საქართველოში, მედიკამენტების ფასების არანორმალურობაა. სახელმწიფო არ არეგულირებს მათ ფასებს, არ არსებობს სახელმწიფო ორგანო, რომელიც ამ საკითხზე მუშაობს, დაიხურა ანტიმონოპოლიური სამსახურიც, თუმცა “ავერსის” დამფუძნებელი პაატა კურტანიძე მიიჩნევს, რომ მონოპოლიასთან ბრძოლა მას და სააფთიაქო ქსელებს ვერ შეეხება, რადგან მონოპოლია ფიზიკურად არ არსებობს ამ სფეროში და საქართველოში უამრავი წამლის შემომტანი და არაერთი მწარმოებელია… არადა, იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფო არ ახდენს მედიკამენტების ფასების რეგულირებას, ფარმაცევტულ ინდუსტრიას აქვს თავისუფლება თავად განსაზღვროს ფასები ბაზარზე. ეს უკანასკნელი კი გვევლინება ფარმაცევტული დანახარჯების ზრდის ერთ-ერთ განმსაზღვრელ ფაქტორად. (!შედეგად, საქართველოში მედიკამენტების ფასნამატის მარჟა 100%-ზე მეტს შეადგენს…

აღსანიშნავია, ისიც, რომ ჩვენს ქვეყანაში, არის გენერიული მედიკამენტების (ჯენერიკები) სიმცირე და ყურადღება არ ექცევა, მათი მასშტაბურად შემოტანის საკითხს. აქვე განვმარტავ რას ნიშნავს გენერიული მედიკამენტი: ორიგანალი ბრენდი არის წამალი, რომლის პატენტიც მხოლოდ ერთ კომპანიას ეკუთვნის და მისი დამზადების უფლება სხვა ფირმებს არ აქვთ. გენერიული დასახელების მედიკამენტს კი პატენტის ვადა უკვე გასული აქვს, ამიტომ მისი დამზადება სხვადასხვა ფარმაცევტულ კომპანიას შეუძლია და შესაბამისად, ბაზარზეც უფრო იაფი ღირს.

“წარმოიდგინეთ, რომ ერთი და იმავე ხარისხის პური ცხვება ორ სხვადასხვა ქარხანაში, ერთში ეს პური  10 ლარი ღირს და შესაბამისი ხარისხის პური, მეორე ქარხანაში ერთი ლარი, ეს პურიც ზუსტად ისევე დაგანაყრებს და ისეთივე კალორულია, როგორც პირველში დამზადებული. ხარისხიც თითქმის იგივეა.

ასევეა ბრენდი და გენერიკიც. თუკი ხარისხიანი გენერიკით მკურნალობა ვთქვათ, 12 ლარი მიჯდება, რატომ უნდა დავხარჯო ბრენდით მკურნალობაში 40 ლარი, თუკი იმავე შედეგს მივიღებ?” – განმარტავს საერთაშორისო ფონდ “კურაციოს” დირექტორი გიორგი გოცაძე. (ლიბერალი)

როგორც ვხედავთ, ჯენერიკების მასიურად შემოტანის შემთხვევაში, საგრძნობლად, იაფი დაუჯდება პაციენტს მედიკამენტი და შესაბამისად მეტი ადამიანი შეძლებს მკურნალობას. მითუმეტეს, რომ 2012 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 68 % ისურვებდა ჯენერიკების მიღებას.(მედიკამენტების დანიშვნის პრაქტიკის ზეგავლენა მომხმარებელთა ფინანსურ ხელმისაწვდომობაზე)

ვფიქრობ, რომ გენერიული მედიკამენტების შემოტანა არ აწყობთ მედიკამენტების ადგილობრივ მწარმოებლებს, როგორც ვიცი მედიკამენტების მწარმოებლები არიან “პე-ეს-პე” და “ავერსი”, ორი უმსხვილესი სააფთიაქო ქსელის მფლობელი საქართველოში, აღსანიშნავია ისიც, რომ მათ აქვთ საკუთარი სადაზღვევო კომპანიებიც “პსპ დაზღვევა” და “ალფა”, სავარაუდოდ, საკუთარი წარმოებული მედიკამენტებით დაზღვეულთა მკურნალობის შემთხვევაში, მნიშვნელოვანი თანადაფინანსების დროსაც კი დიდ მოგებას ნახულობენ აღნიშნული კომპანიები, რის შედეგადაც რთულ მდგომარეობაში რჩებიან ის სადაზღვევო კომპანიები, რომლებიც არ არიან დაკავებულნი მედიკამენტების წარმოებით და უწევთ დაზღვეულთა მიერ საყიდელი მედიკამენტების ანაზღაურება, რომელთა ღირებულებაც არარეალურად მაღალია. ეს ყველაფერი კი ხელს უშლის კონკურენციას და რთულ მდგომარეობაში აყენებს მოსახლეობას.

მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ, პაატა კურტანიძე სიტყვა მონოპოლიის მნიშვნელობას განმარტავდა (” მონოპოლია – საბაზრო სიტუაცია, როდესაც ბაზარზე არის ერთი მწარმოებელი და მრავალი მომხმარებელი”) და მიიჩნევდა, რომ აღნიშნული ტერმინი არ შეესაბამება საქართველოს ბაზარს, მე მაინც ვთვლი, რომ ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა, რომელიც მალე აღდგება, უნდა მიხედოს ამ საკითხს და სამართლიანად დაარეგულიროს მედიკამენტების საბაზრო ფასი.

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

6 Responses to უსამართლო ფასები მედიკამენტებზე

  1. გაიქეცით ამ ქვეყნიდან

  2. ყველაფერში პირველები ვართ რა ))

  3. lana says:

    “ნამეტნავად” უსამართლო ფასებია! ავადმყოფების უმრავლესობა სრულფასოვან მკურნალობას ვერ იტარებს,დაავადება უფრო რთულდება,ამას ემატება ექიმთან ვიზიტის არც თუ ისე დაბალი საფასური (((((

  4. Lord Vader says:

    არადა, მაღალი ფასები და მონოპოლიები სახელმწიფოს რეგულირებით იქმნება ზუსტად🙂

    ხელოვნურად თუ ჩაარტყამ თავში და ეტყვი – დაწი ფასიო, უბრალოდ შეიქმენბა დეფიციტი და დახლქვეშიდან ვაჭრობა.

    სხვა ამბავია, რომ სისტემა უნდა გაიხსნას, რეგულაცია შემცირდეს და არ მოიმატოს – მაშინ ბაზარზე შემოვლენ სხვა მოთამაშეები და კონკურენცია გაიზრდება და ფასები დაიწევს.

    ასე მუშაობს ეს სქემა და ეგ ამ დალოცვილმა ადამ სმითმა 300 წლის წინ აღლოაჩინა.🙂

  5. Dv0rsky says:

    ჯენერიკებს ნუ აპრავებთ!

    • Qilipa says:

      რას ერჩი? შენც “საცდელ კურდღელად” თვლი ჯენერიკის მომხმარებელ პაციენტს?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: