არა, წამო! – გვეშველება რამე?

როგორც ამ ბლოგის ავტორი, თავს დამნაშავედ ჩავთვლი, რომ არ შევეხო, ამჟამად, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და არაფერი დავწერო ამ ყველაფრის შესახებ. ვეცდები ვიყო მაქსიმალურად კორექტული და ლაკონიური…

სასჯელაღსრულების სისტემაში ჩადენილ ფაქტებთან დაკავშირებით, პროტესტის გრძნობა დიდხანს ექნება ხალხს, ალბათ მანამ, სანამ არ დაისჯება ყველა ის ადამიანი, რომელსაც წვლილი მიუძღვის მაპტიმრების წამებაში, იქნება ეს: დამკვეთი, შემსრულებელი თუ ამ ქმედების ვერ/არ აღმომფხვრელი და შემჩერებელი. შესაბამისად აქციები უფრო და უფრო ხშირი და ხალხმრავალი იქნება, ამასთან დაკავშირებით იმის თქმა მინდა, რომ ეს პროტესტი მოდის ხალხისგან ამ კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით, ეს არის საზოგადოებრივი აზრი და არა “პოლიტიკური დოღი”, ამიტომ ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს მინდა ვთხოვო, რომ აქციებზე დასწრების დროს არ აპიარონ თავიანთი პარტიები და არ იარონ პარტიის მაისურებითა და რაც მთავარია დროშებით, ამ ყველაფრით მანიპულირება და რაღაც “ქულების ჩაწერა” ამაზრზენია… მათთვის ვინც ფიქრობს, რომ ეს ფაქტი მათ არ შეხებიათ და პროტესტის გამოხატვა საჭირო არ არის, მოვიყვან პატარა ციტატას, რომელიც არც კი ვიცი ვისია:

ისინი ჯერ კომუნისტებს მიადგნენ, მაგრამ არ ვიყავი კომუნისტი და არ ამოვიღე ხმა. შემდეგ პროფკავშირელებს მიადგნენ მაგრამ არ ვიყავი პროფკავშირელი და არ ამოვიღე ხმა. შემდეგ ებრაელებს მიადგნენ მაგრამ არ ვიყავი ებრაელი და არ ამოვიღე ხმა. შემდეგ მე მომადგნენ, მაგრამ უკვე აღარავინ იყო დარჩენილი რომ  ხმა ამოეღო.

ასე რომ, არ არის აუცილებელი, მაინცდამაინც, ჩვენ ან ჩვენ ახლობელ ადამიანს შეგვეხოს ნებისმიერი სახის კანონდარღვევა… ხმა უნდა აღიმაღლოს ყველამ…

ამის შემდეგ, მინდა მივმართო იმ ჟურნალისტებს, რომლებიც ტელევიზიებში მუშაობენ და უსირცხვილოდ აშუქებენ საზოგადოებრივ პროტესტს. ამაზრზენია იმის თქმა, რომ ღამით, ფილარმონიასთან გამართული აქცია იყო “ქართული ოცნების” ორგანიზებული, ამაზრზენია დღის მანძილზე, სხვადასხვა ადგილას და სხვადასხვა ქალაქში გამართული აქციების გაშუქება პოლიტიკური პარტიების სახელებით. “საზოგადოებრივო მაუწყებელო”, “იმედო” და “რუსთავი ორო”, დაანახეთ ხალხს ის რაც რეალურად ხდება და თავადაც ისიამოვნეთ მიუკერძოებელი ჟურნალისტიკით, თუნდაც უკომენტაროდ გააშუქეთ აქციები, ეგეც დიდი მიღწევა იქნება. არ გაძლევენ მაგის საშუალებას? არ ხართ თავისუფლები სამსახურში? მიატოვეთ თანამდებობები და ღიად დააფიქსირეთ თქვენი პირადი პოზიცია, შედეგად ადამიანები იქნებით, მერე რა, თუ – დროებით უმუშევარი ადამიანები?..

ბოლოს, მინდა მივმართო იმ ხალხს, რომლებიც “აპრავებენ” საპატიმროებში ჩადენილ ფაქტებს და ამბობენ, რომ ქურდები და ქურდული მენტალიტეტის მქონე ადამიანები იმსახურებენ იმას, რასაც ის სადისტები უკეთებდნენ ციხეში. მინდა გითხრათ, რომ თქვენ იგივეს აკეთებთ ვერბალურად, რაც იმ სადისტებმა რეალურად ჩაიდინეს, თქვენ არაფრით განსხვავდებით არც გადამღებისგან, არც დამრტყმელისგან და არც ხელკეტის, ცოცხისა და პრეზერვატივების “დამტარებელი” ნაძირლებისგან. შეგიძლიათ ცოცხი გაიკეთოთ უკანალში, აღმა-დაღმა ირბინოთ და ხმამაღლა იძახოთ, რომ არც ისე მტკივნეული და საშინელია ეგ ყველაფერი, როგორც ხალხს წარმოუდგენია და დასძინოთ, რომ ცოტათი სასიამოვნოც კია… მოგი**ნთ აზროვნება, რომ იმასაც ვერ ხვდებით, რომ ადამიანი რომელიც საპატიმროშია უკვე იხდის სასჯელს, საკუთარი საქციელის, ან თუნდაც “მსოფლმხედველობის” გამო და მასზე განხორციელებული არაადამიანური ძალადობა, მისი გამოსწორებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ნაცვლად, უფრო აბოროტებს მას და ციხიდან გამოსვლის შემდეგ შურისძიების გარდა სხვა მამოძრავებელი ძალა არ დარჩება ცხოვრებაში.

პ.ს. ამ ყველაფერთან დაკავშირებით ჩემი მეგობრის ფეისბუქის სტატუსის ციტატას მოვიყვან და დავასრულებ:

ძელზე გავსვათ, ეშაფოტზე გავაკრათ, ტრაკში ლომი გავურჭოთ, შვილები დაეხოცოთ” – ამ ფრაზებს ბარბაროსობით აღშფოთებული მოქალაქეები პოლიციელების მისამართით ამბობენ. სხვა რა უნდა თქვა ამაზე, თუ არა ბანალური “რაც ერიო, ის ბერიო”. ადამიანთა საკმაოდ დიდი ნაწილი ბარბაროსობას და არაადამიანურობას მხოლოდ ცალი ყბით გმობს, მეორე ყბით კი იმაზე ოცნებობს, ახლა უკვე თავად იქცნენ მტარვალებად, ოღონდ ამჟამად პოლიციელების წინააღმდეგ. ამ ქვეყანაში მის აღმატებულება კონსტიტუციას და კანონს მგონი სამუდამო დეპორტაცია აქვს მინიჭებული.

გიორგი კიკონიშვილი

სანამ ამ ქვეყანაში აგრესიის დამხობა, უფრო მძლავრი აგრესიით იქნება სასურველიც და განხორციელებადიც,  არაფერი გვეშველება…

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

7 Responses to არა, წამო! – გვეშველება რამე?

  1. mdinare says:

    როგორ უნდა დასაჯოს ისინი საზოგადოებამ? იქნებ ოფიციალურად შევუცვალოთ გვარები და ახალაიების, სააკაშვილების, კალმახელიძეების ნაცვლად გახდნენ წამებაძეები, წამებაშვილები, წამებავები, წამებაურები ან რაღაც მსგავსი ფორმის გვარი. თან ისე, რომ რაღაც პერიოდი გვარის შეცვლა მათ შვილებსაც არ შეეძლოთ.

    აი როგორც დანაშაულის სიმძიმის მიხედვით განისაზღვრება თუ რამდენ ხანს გაატარებ ციხეში ისე განისაზღვროს გვარის ტარების ხანგრძლივობა.

  2. karamelka says:

    ეგენი ფოტოზე “არა, წამო” ღადაობენ?o_O

    • Qilipa says:

      ვისაც ხელში უჭირავს კი იცინის გადაღების მომენტში, მაგრამ ფოტოზე რა ღადაობას ხედავ? ძალიან მაგარი ნახატია, ყველაზე მეტად მომეწონა დღეს

      • karamelka says:

        არა, არა სიცილზე არ მითქვამს. ნახატს არ დავაკვირდი სათნადოდ ისე ვიყავი ტექტით გართული🙂

  3. Lord Vader says:

    ჰო ისიც მოვისმინე – აბა, ბრეივიკივით კომფორტში უნდა ვაცხოვროთო…

    ადამიანი უნდა მოიხადოს ის ბრალი და იმ ფორმით, რაც მისჯილი აქვს. წამება არსად წერია განაჩენში.
    ვისაც ეს არ ესმის, საერთოდ ვერაფერს გაიგებს.

  4. mmmmmmm says:

    Pastor Martin Niemoller -ის სიტყვებია:

    ისინი ჯერ კომუნისტებს მიადგნენ, მაგრამ არ ვიყავი კომუნისტი ……

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: