ID ბარათები სტუდენტებისთვის უფასოდ

ვადაგასული პირადობის მოწმობა შევცვალე და ID ბარათი ავიღე, მაგრამ ამ პოსტს იმისთვის არ ვწერ, რომ ჩემი ,,დაჩიპულობის” ამბავი გამცნოთ, ამ პოსტს ვწერ სტუდენტებისთვის, რომელთა უმრავლესობამაც არ იცის, რომ სტუდენტის ID ბარათის აღება არის უფასო და არ უწევთ 30+1+3 ლარის გადახდა.

იმ ქალაქებში, სადაც გახსნილია იუსტიციის სახლი, აიდი ბარათის აღება ხდება იუსტიციის სახლში, ხოლო თბილისში, ბარათს აიღებთ ე.წ. ,,საპასპოროტებში” ანუ  სამოქალაქო რეესტრის სააგენტოებში. უნდა გაითვალისწინოთ, რომ ,,საპასპორტოებში” ყოველთვის დიდი რიგებია და სულ ცოტა, ნახევარი საათი მაინც მოგიწევთ რიგში დგომა, როცა ფანჯარასთან მიაღწევთ, რეესტრის თანამშრომელს ეტყვით რომ სტუდენტი ხართ და ID ბარათის აღება გინდათ, ის მოგცემთ 3 ლარს ან ქვითარს, სურათის გადამღები აპარატით ფოტოს გადასაღებად (ზუსტად არ ვიცი რას მოგცემთ, რადგან მე წინასწარ გადაღებული ფოტოთი მივედი, რიგში დგომა რომ არ მომწეოდა მეორედ). ფოტოსურათსაც რომ მიიტანთ, ხელს მოგაწერინებენ და დაგემშვიდობებიან, 10 სამუშაო დღეში თქვენი ბარათი გამზადებული დაგხვდებათ, მაგრამ ასაღებად რიგში დგომა უფრო დიდხანს მოგიწევთ, იმის გამო რომ მზა საბუთს 18-20-დან მხოლოდ 2 ,,ფანჯარა” გასცემს.

ID ბარათი მისი უკონტაქტო ინტერფეისის საშუალებით შესაძლებელია გამოყენებულ იქნას სხვადასხვა სახის ბარათის ნაცვლად, კერძოდ:

  • საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამგზავრო ბარათი;
  • ელექტრონული საფულე – ერთი ბარათი რამდენიმე საბანკო ბარათის ნაცვლად;
  • სახელმწიფო შეღავათები – ჯანდაცვა;
  • დაზღვევის ბარათი;
  • სტუდენტური ბარათი;
  • სამსახურებრივი ბარათი;
  • დაგროვებითი ბარათი და სხვა.

სტუდენტური ID ბარათის მფლობელებისთვის მოქმედებს სხვადასხვა ფასდაკლების აქცია, რომელთა ნახვაც შეგიძლიათ www.studentcard.ge-ზე, ხოლო დაწვრილებით ინფორმაციას ბარათის შესახებ იხილავთ www.id.ge-ზე

მოკლედ, ყველა სტუდენტს ვურჩევ სასწრაფოდ აიღოს სტუდენტის ID ბარათი და მაქსიმალურად გამოიყენოს ყველა მისი შესაძლებლობა…

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

45 Responses to ID ბარათები სტუდენტებისთვის უფასოდ

  1. დებილობა უნდა ვიკითხო: პირადობას ცვლის?

    • Qilipa says:

      კი, კი. ახალი პირადობაა ეს აიდი ბარათი.

      უნის დამთავრების მერე სტუდენტური აქციები გამოერთვება (სავარაუდოდ) და ვადა რომელიც 2022-მდე აქვს იქნება პირადობის დამადასტურებელი საბუთი

      • ID says:

        Qilipa: tu sheidzleba eseti rame, ar minda rom id baratze gamochndes rom studenti var, iqneb ici rogor gavaketo

  2. temko says:

    მაგისტრატურაში თუ ჩავაბარე კი ავიღებ უფასოდ : ))))

  3. Kate says:

    ქილიფ, მარტში ავიღე მე. ჯანდაბას სტუდენტი აღარ ვარ. მაგრამ აი მაგ რაღაცეებით სარგებლობა მეც ხომ შემიძლია???

  4. karamelka says:

    სტუდენტი რომ ხარ დასადასტურებლად არაფერი გჭირდება?

    • Qilipa says:

      არა, ყველა აკრედიტირებული სასწავლებლის სიაები აქვთ და ბაზაში ნახავენ ხარ თუ არ ხარ

  5. უფასოდ კაი, მარა 3 ლარს მოგცემს რა პონტია?:D

    p.s. სამოქალაქო რეესტრი, საჯარო არა. საჯაროში უძრავი ქონება რეგისტრირდება, ადამიანებო – სამოქალაქოში.

    • Qilipa says:

      ხო, ეგ კაი მითხარი. რეესტრი-რეესტრი იყო ჩემთვის :))

      ხოდა 3 ლარი ღირს აპარატით სურათის გადაღება, ეგეც უფასოდ ეკუთვნის წესით სტუდენტს და მაგ 3 ლარზე მიწერია

  6. mari says:

    ძველი პირადობის სურათი მაქვს დისკზე და ის რომ მივიტანო არ გამომადგება?

    • Qilipa says:

      არ გამოგადგება. სურათის გადასაღები აპარატები დგას იქვე და აუცილებლად იმით უნდა გადაიღო

  7. qeti giorgadze says:

    ID barati maqvs magraam eleqtronuli baratis nacvlad rogor gamoviyeno?

    • Qilipa says:

      იუსტიციის სახლს დაუკავშირდით ან ფოსტით ან დარეკეთ და დაგაკვალიანებენ მაგ დეტალებში. ზუსტად არ ვიცი ეგ ტექნიკური მხარე როგორ გვარდება, მაგრამ რომ კეთდება ვიცი

  8. qeti giorgadze says:

    anu tanxis charicxva zed da msgavsi operaciebi aris shesadzlebeli??

    • Qilipa says:

      კი რა თქმა უნდა.

      ,,ელექტრონული საფულე – ერთი ბარათი რამდენიმე საბანკო ბარათის ნაცვლად” – ანუ არა მხოლოდ თანხას ჩარიცხავ თუ გინდა, არამედ სხვადასხვა ბანკის ანგარიშებს მიაბამ მაგ ბარათს და ეგ იქნება საქ ბანკის ბარათიც, თიბისისიც და ა.შ.

  9. ეგრე იძახიან რო ეშმაკისეულია რადგან კოდი შეიცავს 666 –იანსო მარა დედაჩემს აქვს .. თურქეთში ეგ გჭირდება გადადიხარ და გადმოდიხარ 35 $

    • sofo says:

      ara mxolod ID barati chemi piradi nomeric 666-it bolovdeba:D:)))))

      • პირად ნომერში მაგის კონტროლი მოგვიანებით მოიფიქრეს🙂 ეგ ქაღალდის პირადობის მოწმობებზეც ხდებოდა. ბიცოლაჩემს აქვს მაგალითად და ბიძაჩემი ძალიან განიცდის. აწი ვინც დაიბადება, არ ექნებათ 666.

        ID ბარათის ნომერში (სურათის ქვეშ რაცაა) იმთავითვე ჩაიდო შემოწმება რომ 666-იანი ნომრის ბარათებს არ ეარსებათ.

  10. მოგესალმებით ყველას,

    ID ბარათების შესახებ ინფორმაცია (მათ შორის ტექნიკური) ქვეყნდება საიტზე http://id.ge უშუალოდ მომხმარებლისათვის საინტერესო საკითხებისათვის შეგიძლიათ იხილოთ ეს მისამართი: https://id.ge/kb/display/USR

    რაც შეეხება ბანკების ბარათების და სხვა საგადამხდელო საშუალებების ინტეგრაციას – ჯერჯერობით ეს დანერგილი არ არის. თუმცა გეგმები ამ მიმართულებით ნამდვილად არსებობს. ოღონდ ეს (პირველ ეტაპზე მაინც) ალბათ არ იქნება თქვენი Visa და MasterCard ბარათის ინტეგრაცია ID-ზე.

    პრობლემა ტექნიკური ხასიათის არაა. მეტიც, ID-ს რომ თავი დავანებოთ, ახლაც შეიძლება თქვენს 1 ფიზიკურ პლასტიკურ ბარათს რამდენიმე საგადამხდელო ბარათი მიებას. მაგრამ ეს ნიშნავს რომ ბანკომატზე და პოს ტერმინალზე უნდა გამოჩნდეს მენიუ, საიდანაც აირჩევთ, Visa-დან იხდით თუ Master Card-იდან და რომელიდან კონკრეტულად (ზოგი შეგროვებითია, ზოგი საკრედიტო, ზოგზე 0%-ა განაღდება და ა.შ.).

    ცალკე კიდევ მანდ დგება ბრენდინგის პრობლემა – პირადობის მოწმობაზე American Express-ს ხომ არ დავაწერთ?🙂

    დარწმუნებით გეტყვით რომ რაღაც საგადამხდელო საშუალება აუცილებლად მიებმება. როგორც მინიმუმ გვინდა რომ ეს იყოს მეტროპოლიტენის/ავტობუსის საგადამხდელო ბარათი, თავისი თანხის ჩარიცხვებით და ა.შ. თუმცა ამით არ შემოვიფარგლებით.

    საერთოდ, პრიორიტეტი უფრო უკონტაქტო ინტერფეისია – ბანკომატში ბარათის ხშირმა ჩადებამ შეიძლება თქვენი სურათი წაშალოს. არადა ეს ხომ პირველ რიგში პირადობის მოწმობაა, რომელმაც მთელი 10 წელი უნდა გაგიძლოთ?

  11. christali says:

    რაც უფასოა ყველამ ყველაფერი იცის ნუ ნერვიულობ🙂🙂🙂

    • Qilipa says:

      ბევრმა არ იცოდა სხვათაშორის ეს რო დავპოსტე, მერე კაკრას 2 დღეში ტელესიუჟეტები გავიდა ამ საკითხთან დაკავშირებით და აწი უკვე, მართლა ყველამ იცის :დ

      • christali says:

        მე მანამდე მოვასწარი აღება სანამ ნაკადი მიაწყდებოდა და რიგები გაჩნდებოდა :დ :დ

  12. sofo says:

    ID baratit mxolod erti dgit sheidzleba gadasvla sazgvargareet?:)))))

  13. sofo says:

    ID ბარათით მხოლოდ ერთი დღით შეიძლება გადასვლა საზღვარგარეთ თუ საერთაშორისო პირადობის ფუნქცია ააქვს?

    • საერთოდ, ქვეყნებს შორის შეთანხმებით კეთდება ერთი ქვეყნის პირადობის მოწმობით გადასვლა მეორე ქვეყანაში. მაგალითად ჩვენი ID-თი თურქეთში. ევროპელები ევროკავშირის ქვეყნებში დადიან ეგრე და ა.შ.

      ისე, ბარათი ორენოვანია და სხვა საშუალებებიც გააჩნია რომ სამგზავრო დოკუმენტი ჩაანაცვლოს ისეთ შემთხვევაში როცა ვიზა საჭირო არაა. მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ასეთი შეთანხმება მარტო თურქეთთან გვაქვს და სხვასთან რატომ არა (მაგ. უკრაინასთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან) – არ ვიცი.

  14. sofo says:

    გმადლობ მაგრამ, მე ის მაინტერესებს თუნდაც თურქეთში გადასვლისას იმ დგესვე უნდა გადმოხვიდე საქართველიში თუ შესაძლებელია ID ბარათით დარჩე რამდენიმე დღე?

    • Qilipa says:

      3 თვით შეგიძლია გადასვლა. 90 დღეში უნდა დაბრუნდე საქართველოში

  15. mari says:

    როგორ უნდა ჩავრიხოთ თანხა ID ბარათზე? თუნდაც
    ტრანსპორთში რომ გამოვიყენოთ

    • mikheil says:

      ჯერჯერობით სატრანსპორტო ბარათი(მეტრო, ავტობუსი, …) ID ბარათთან მიბმული არ არის. როცა პროექტი გაიშვება, თქვენ ალბათ ერთჯერადად მოგიწევთ ID-ზე სატრანსპორტო ბარათის მიბმა რომელიმე ოფისში. ზუსტად არაა გადაწყვეტილი, სად.

      შემდეგ კი ფულს ჩარიცხავთ ხოლმე ზუსტად ისევე, როგორც სატრანსპორტო ბარათზე რიცხავდით.

  16. nini says:

    dzalian gtxovt vimem gamagebinet kinoshi rogor unda shevidzino biletebi ID baratit?

    • mikheil says:

      ჯერჯერობით ID ბარათი საგადამხდელო საშუალება არაა. ზემოთ დავწერე უკვე მეტროს და ავტობუსის პროექტზე, რომელიც ჯერ არ დასრულებულა.

      თუ კინოთეატრი ჩართულია სტუდენტური ფასდაკლების პროგრამაში, თქვენ ID ბარათის წარდგენა დაგჭირდებათ ფასდაკლების მისაღებად. დანარჩენ თანხას კი ჩვეულებრივად გადაიხდით.

  17. qeti says:

    ID barats warvadgent samoqalaqo reestrshi da mogvccemen studentur barats ??? tu rogor iqeba?

  18. natalia says:

    მინდა კითხვა დაგისვათ, იქნებ ვინმე დამეხმაროთ… ვარ სტუდენტი, ვსწავლობ არააკრედიტირებულ, მაგრამ ლიცენზირებულ უნივერსიტეტში, ასევე პარალელურად სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებელში, პირადობას გაუვიდა ვადა და უნდა გამოვცვალო, თან გავიგე რომ სტუდენტებზე უფასოაო, ვიყავი საჯარო რეესტრში, და მითხრეს სტუდენტთა სიაში არ ხარ დაფიქსირებული და გაარკვიე განათლების სამინისტროშიო და ნომერი მომცეს, დავრეკე და ავუხსენი ყველაპერი, ოპერატორმა მითხრა არ გათიშო და დაელოდეო ზუსტად 55 წუთი ველოდე და მერე გამითიშეს, კიდე დავრეკე და მითიშავდნენ… ხომ არ იცით ვინმემ როგორ დავუკავშირდე ან რა გავაკეთო? ამასობაში არჩევნები მოდის და ჩემი ხმა იკარგება😦 მადლობა წინასწარ

    • Qilipa says:

      როგორც ვიცი, მხოლოდ ლიცენზირებული უნივერსიტეტის სტუდენტს არ ეკუთვნის ეს ბარათი, უნივერსიტეტი უნდა იყოს აკრედიტირებული

  19. zuka says:

    სტუდენტურ დაზღვევაზე რას მეტყვით? სად ავიღო?

    • Qilipa says:

      სტუდენტურ დაზღვევას აიღებ იმ უბნის პოლიკლინიკაში, სადაც ჩაწერილი ხარ, მგონი ლიბერთი ბანკშიც კეთდება. ზუსტი ინფორმაციისტვის დარეკე არქიმედეს ცხელ ხაზზე 2 45 11 11

  20. ჩემს ID ბარათს სტუდენტი არ აწერია, ისე გამიკეთეს. და სად შეიძლება რომ ეგ გამიკეთონ?🙂

  21. ლაშა says:

    მე მაგისტრი ვარ და სჰევზლებ აგებას?

  22. vikkka says:

    studentebistvis dachqarebuli wesit id baratis ageba ra jdeba??

  23. mariami says:

    id is ageba ar sheidzleba.visac ar akvs id exprss barats miitanen da imit uketeben studenturs.”me vaprtxileb chvens xalxs,chvens morwmunet:iyavit dakvirvebulni da yuradgebianni,nu dakargavt chvens sarwmunoebas,MIWIR SACDURZE NU GACVLIT MARADIUL CXOVREBAS,toremMERE GVIAN IKNEBA<RADGAN JAMI AXLO ARS" ILIA MEORE.tu rato ar sheidzleba id is ageba amashi gasarkvevad shegidzliat uyurot videos meupe iobi id baratebze

  24. dat-data@mail.ru says:

    ukacravad aidi baratis ert dgeshi ageba ra jdeba xo ver metyvit?

  25. dat-data@mail.ru says:

    arastudentebistvis😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: