ახალი საბაგირო: რიყე-ნარიყალა

როგორც გუშინდელი ფეისბუქის სტატუსიდან დავასკვენი, ბევრმა არ იცის რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგიროს გახსნის ამბავი და მითუმეტეს ამ საბაგიროთი მგზავრობის პირობები…

მოკლედ, ახალი საბაგირო 23 ივნისს გაიხსნა და მას შემდეგ, შეუფერხებლად ფუნქციონირებს. მარშუტი არის რიყის პარკი-ნარიყალას ციხესიმაგრე. მგზავრობის საფასურია 1 ლარი. სტუდენტებისთვისა და მასწავლებლებისთვის 50 თეთრი, სკოლის მოსწავლეებისთვის – უფასო. გადახდა ხდება ,,მეტრომანის” სამგაზვრო ბარათებით (ან მერიის მიერ გაცემული სხვა საშეღავათო ბარათებით: სტუდენტური, მოსწავლის, მასწავლებლის და ა.შ.) სტუდენტური. შესასვლელში დგას ,,მს+” ჯიხურები, სადაც რიცხავ ფულს, ზუსტად მეტროსნაირი სისტემაა.

სულ არის 7 კომფორტული და ,,ნავაროჩენი” გონდოლა (კაბინა), რომელთაგან 6 კაბინა იტევს 8 მგზავრს, ხოლო ერთი არის შუშისძირიანი, რომელშიც მაქსიმუმ 5 მგზავრი თავსდება.

აქვე უნდა გითხრათ, რომ არ შეიძლება ნარიყალამდე ასვლა და პირდაპირ წრეზე ჩამოსვლა გონდოლიდან გადმოუსვლელად. აუცილებელია გადმოსვლა, გარეთ გასვლა, მგზავრობის საფასურის გადახდა და მხოლოდ მერე შეგეძლებათ რიყეზე დაბრუნება, ანუ 1 ლარი ღირს ასვლა ან ჩამოსვლა და არა ასვლა-ჩამოსვლა!

ახლა რაც შეეხება მგზავრობისგან მიღებულ შეგრძნებებს: ნამდვილად არაფერია საშიში, არც სიჩქარე აქვს დიდი და არც  საბაგირო ირყევა რომ რამემ შეგაშინოთ. სიმაღლის შიში ბევრს აქვს და შიშით სხდებოდნენ გონდოლაში, მაგრამ ჩამოსვლის შემდეგ ყველა აღნიშნავდა, რომ არაფერი ყოფილა საშიში. მოძრაობის დაწყებისა და გაჩერების მომენტში ოდნავ იმატებს სიჩქარე, რაც ძალიან სასიამოვნოა (მითუმეტეს მაშინ, როცა მეგობრები სხედხართ და ერთერთი მაინც ,,შიშით შეპყრობილია”). მთელი მგზავრობის დროს ისეთი შეგრძენბა, გაქვს როგორც თვითმფრინავში ჯდომისას ან პატარა ,,საქანელა ნავებზე” ჯდომისას…

ამ ყველაფერში, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არის ხედი თბილისზე, რომელიც ზევიდან იშლება და განსაკუთრებით ლამაზია ღამის საათებში (შუშისძირიანი გონდოლით განსაკუთრებით).

მოკლედ, ყველას გირჩევდით ერთხელ მაინც იმგზავროთ ახალი საბაგიროთი, მიიღოთ სიამონება, დაზოგოთ ნარიყალამდე ასვლის დრო და ენერგია…

პ.ს. აწი, ყველა დირექტორს და კლასის დამრიგებელს ეცოდინება, სად უნდა ეძებონ ,,შატალოზე” გაპარული მოსწავლეები…

ინფორმაცია Qilipa
Peace, Love, Music, Wine, Chacha, Weed...

6 Responses to ახალი საბაგირო: რიყე-ნარიყალა

  1. LashaGeorge says:

    “პ.ს. აწი, ყველა დირექტორს და კლასის დამრიგებელს ეცოდინება, სად უნდა ეძებონ ,,შატალოზე” გაპარული მოსწავლეები…”
    რას გვიშვები ქილიპ? :დ კარგია შენ რომ დაამთავრე სწავლა? :დ

    • Qilipa says:

      მე პატიოსნად დავამთავრე ძმაო, 3-ე კლასში მქონდა ბოლო შატალო, იმის მერე 11-ეშიც არ წავსულვარ შატალოზე :დ

  2. genadi says:

    კარგი იქნება თუ ამოქმედდება ძველი საბაგიროები… კუს ტბის საბაგირო და ა. შ

  3. spleet says:

    ბათუმშიც მწვანე კონცხისნ საბაგირო გააკეთონ რა იქნება!!

  4. ხოდა ერთხელ მამ შუშისძირიანში მომიწია ერთხლ და გული კინაღამ გამისკდა :დ

  5. neta sashishia?shushis dzirianshi ?/??

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: